Page 84 of 110

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 27 სექ 2010, 13:38
by ნინი_85
თბილისში არსებობს თუ არა გოლფ კლუბი და თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ საკონტაქტო ინფორმაცია, მადლობელი დაგრჩებით :)

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 27 სექ 2010, 14:22
by perwkli
ატენის სიონი, უფლისციხე, სამთავისი-რამდენად ხელსაყრელი მარშუტია დროის და გადაადგილების ამბავში?

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 27 სექ 2010, 15:41
by Kakha
maikomaiko
სტანდარტული ერთღიანი გასვლაა. სამივე თავისუფლად ესწრება, ოღონდ 9 საათზე გვიან არ გახვიდეთ.

სამივეგან მაქანა ბოლომდე მიდის.

მე ასე გირჩევდი, თავიდან სამთავისი, მერე ატენი და მერე უფლისციხე. უფლისციხეში ალბათ დაახლოებით 1 საათზე იქნებით. თქვენზეა დამოკიდებული ჯერ წაიხემსებთ და ისე ახვალთ კლდეებში თუ ჯერ დაათვალიერებთ კლდეებს და პურ-მარილს მერე ჩაუჯდებით.

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 27 სექ 2010, 15:43
by Kakha
ნინი_85
ჩემი უცხოელი უფროსი, რომელიც გილფის ტრფიალია რა ჩამოვიდა გოლფის ამბავს არკვევს. კლუბი რა გითხრა, მაგრამ გოლფის სათამშო მოედანი არ არსებობს. ეს დანამდვილებით ვიცი.

ამ კაცმა რომ გაიკითხა უპასუხეს, რომ გოლფის მოედანს მალე გავაკეთებთო, სადღაც კუმისის მიდამოებში. გაოგნებული დარჩა, მალე გოლფის მოედანი არ კეთდება, რამდენიმეწლიანი მოვლა მაინც უნდა გაზეონებსო.

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 27 სექ 2010, 15:52
by Nephros
ხომ არ იცით სად აქირავებენ მსუბუქ ავტომანქანებს? დაახლ. 1 კვირის განმავლობაში. მჭირდება ზუსტი საკონტაქტო ინფორმაცია.

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 27 სექ 2010, 16:13
by perwkli
Kakha
მადლობა

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 05 ოქტ 2010, 00:30
by legenda
მჭირდება ინგლისურად მცხეთის ისტორია, საიტი თუ იცით ვისაც არ გძინავთ ინტერნეტ სივრცეში????? :roll:

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 05 ოქტ 2010, 00:49
by likakoo
ფოტომასალაც თუ გექნებათ მცხეთის დიდ დახმარებას გაგვიწევთ!

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 05 ოქტ 2010, 14:12
by caucasica
:D

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 05 ოქტ 2010, 15:12
by Kakha
legenda
ინტერნეტსივცეში არ ვიცი, მაგრამ ძალზე კარგი მასალაა გამოქვეყენბული რუმდენიმ წლის წინ გამოსულ წიგნიში 'მცხეთა' რომელიც გამოვიდა სერიიდან 'საქართველოს ძველი ქალაქები'. ორენოვანია, პარალელური ტექსტებით ქართულად და ინგლისურად. ამავე სერიიდან გამოსულია თბილისი და ქუთაისი.

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 05 ოქტ 2010, 16:09
by Hereti
ისა დაა რომელი პამპერსია ყველაზე კარგიი?? :lol:

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 06 ოქტ 2010, 11:38
by Kakha
Hereti
პამპერს მიაწექი.

პამპერსი თავად პროდუქტის სახელია, მაგრამ რადგან პირველი შემოვიდა საქართველოს ბაზარზე ახლა ზოგად სახელად იხმარება, ისევე როგორც მაგალითად ბოტასი.

მოკლედ რასაც პამპერსი აწერია ის იყიდე. პროქტორ და გემბელის ფირმისაა თუ მაინცა და მაინც გაინტერესებს.

სხვათა შორის, პამპერსი სამხედროების გამოგონებაა. თავის დროზე სნაიპერებისათვის გამოიგონიეს, დიდხანს რომ ყოფილიყო ჩაწოლილი და თუ რამ მოუნდებოდა ეგრევე გაეკეთებინა. და მხოლოდ მერე მიხვდნენ, რომ ამისთანა პროდუქზე სამოქალაქო საზოგადოებაში იქნებოდა კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა.

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 06 ოქტ 2010, 12:36
by Tamari-ch.
Hereti
პამპერსი მხოლოდ წლამდე -
და ისიც ზამთრის თვეებში -
მერე გადაყენება ასწავლეთ ბალღს -
და პამპერსი დაუდეთ მხოლოდ ღამე - და ისიც წლამდე.
განსაკუთრებით ბიჭებში! ;)

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 06 ოქტ 2010, 13:43
by ნინი_85
Kakha


მადლობა კახა :)

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 07 ოქტ 2010, 13:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, ჰომ არ იცით, დღეს-ხვალ-ზეგ (7-8-9 ღვინობისთვე) პირიქითა
ხევსურეთში ვინმე თქვენიანი ჰომ არ მიდის?
შატილში დენი არ აქვთ და შეხმიანება შეუძლებელია.
არადა, ფრიად აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა


ოღონდ, კარაველებზე ნუ მიმითითებეთ, ვინც ხევსურეთთან მეტ-ნაკლებად ახლოსაა, უკვე დავეკითხე