Page 82 of 110

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 02 სექ 2010, 08:06
by Nephros
GAMARJOBA SAKARTVELO
დიდი მადლობა!

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 02 სექ 2010, 16:38
by დათო
შემთხვევით ვნახე ეს დღევანდელი თემა თბილისის ფორუმზე.
მე აზრზე არა ვარ ამეების, და იქნებ თქვენ იცით რომელიმემ:

http://forum.ge/?f=29&showtopic=34155836
""სასწრაფოდ მჭირდება ორგანიზაციის ან ორგანიზაციების ნომერი რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას:
წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ვნახე ახალგაზრდა ქალი ხელში 1 თვის თოთო ბავშვით. იჯდა და ტიროდა. არც ერი არც ბერი ყურადღებას არავინ არ აქცევდა. შემეცოდა გამოველაპარაკე და გავიგე რომ "ხაზეიკას" დღეს გამოუგდია სახლიდან. არავინ არ ჰყავს სულ უპატრონოა. ქუჩაში ვარ მთელი დღე მშიერი და წასასვლელი არ მაქვს არ ვიცი რა მეშველებაო. ძალიან საცოდავი იყო ციცქნა ბავშვით sad.gif sad.gif sad.gif ვეჭვობ რომ არის საზოგადოებრივი სტიგმის მსხვერპლი ე.წ. უკანონო ბავშვის დედა. სხვა ვერაფერი ვკითხე მეც საქმეზე მეჩქარებოდა. გამოვართვი ტელეფონის ნომერი და ჩავიწერე სახელი და გვარი. დავპირდი რამე ორგანიზაციას მოგინახავ-მეთქი. აუ მითხარით ვის მივმართოოოო. აზრზე არ ვარ. დღეს გარეთ მოუწევს ღამის გათენება. უკვე საღამო წამოვიდა sad.gif
ნომერი მომეცით ვინმესი თუ იცით ან საპატრიარქოში ხო არ დავრეკო? დაეხმარებიან?
თემა აქ იმიტო გავხსენი რო ბევრი ხალხი შემოდის!!!!!!!!!""

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 03 სექ 2010, 00:38
by დათო
ჰო... გაირკვა იქ რაღაც-რაღაცეები.
საქმის დეტალები უწერიათ იმავე თემაში, მათ შორის ბანკის ანგარიში დასახმარებლად აქ:
http://forum.ge/?showtopic=34155836&f=& ... ry21403479

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 07 სექ 2010, 21:27
by likakoo
1c საბუღალტრო პროგრამის შესწავლა სად შეიძლება ხომ ვერ მეტყვით?

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 08 სექ 2010, 15:22
by გვალდა
სასწრაფოდ მინდა სასტუმრო სენაკში. გეგულებათ რამე?

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 10 სექ 2010, 02:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
გვალდა wrote:სასწრაფოდ მინდა სასტუმრო სენაკში. გეგულებათ რამე?
სენაკში, მგონი, სასტუმროები არ არის.
მეზობელ აბაშაშია ნორმალური სასტუმრო, ზედ მთავარი გზატკეცილის პირასაა.
მუქწითელა ფერებში შეღებილი 2 სართულიანი ნაგებობაა.
საკავშირო ცნობები თუ მოვიძიე, გაცნობებ

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 10 სექ 2010, 10:04
by გვალდა
GAMARJOBA SAKARTVELO
მადლობა გოგა. მგონი ვიპოვე უკვე, სასტუმრო "ია", ზედ გზის პირას. და მგონი ის არის რასაც შენ ამბობ.

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 13 სექ 2010, 14:38
by lama
აბიტურიენტს ქართულ ენასა დალიტერატურაში ვინმე მოამზადებს 100 ლარად კვირაში სამჯერ?

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 13 სექ 2010, 14:41
by Naia
lama
PM ნახე

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 13 სექ 2010, 14:49
by lama
Naia wrote:lama
PM ნახე
მადლობა

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 13 სექ 2010, 16:33
by ARCHILI
lama wrote:აბიტურიენტს ქართულ ენასა დალიტერატურაში ვინმე მოამზადებს 100 ლარად კვირაში სამჯერ?
შენ რა, აღარ ამზადებ?

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 13 სექ 2010, 20:49
by lama
ARCHILI wrote:
lama wrote:აბიტურიენტს ქართულ ენასა დალიტერატურაში ვინმე მოამზადებს 100 ლარად კვირაში სამჯერ?
შენ რა, აღარ ამზადებ?
კი, უბრალოდ სხვა რამ მაინტერესებდა :) და გავარკვიე კიდეც :)

მადლობა ნაიას :)

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 14 სექ 2010, 15:27
by lama
ტრენაჯორები ხომ არ იცით სად არის? მინდა რომ ვიარო... და ფასიც თუ იცით დაახლოებით რა ჯდება?

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 15 სექ 2010, 15:32
by del
ხალხნო!

კითხვა მაქვს. საკმაოდ სასწრაფო და მნიშვნელოვანია ჩემი დისთვის.

ხომ არ იცით რამე სპორტ-სკოლა? სადაც შეღავათი იქნება სპორტსმენი ბავშვებისთვის. მეშვიდე კლასში გადავიდა, და იმდენად გაართულეს მის სკოლაში საქმე, აღარც ვიცით საით გადავიყვანოთ.

ასევე ქართულ ენაში ძლიერიც ვერ არის ჯერ. რუსულ სკოლაში სწავლობს (დედა მყავს რუსულენოვანი).

ისეთი სკოლა მინდა, სადაც ხელს შეუწყობენ სპორტსმენებს. იქნებ ვინმემ იცით რამე შესაბამისი, რომ მირჩიოთ.

წინასწარ მადლობა

ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Posted: 15 სექ 2010, 15:45
by lama
del
75- ე სკოლა ორთაჭალაში ბაგრატიონის ძეგლთან ახლოს :)