Page 9 of 17

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 06 სექ 2006, 13:54
by Mrs. Robinson
caucasica
გაიხარე, მაგას ვკითხულობთ რა ხანია?
Gvalva
ეტყობა გულმა გიგრძნო, ის წიგნი რომ გაუგზავნე, ხატვა ყვარებია ბავშვს....

ერბოს და ზეთის ამბავში გურულს აბსოლუტურად ვეთანხმები.

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 06 სექ 2006, 17:25
by tekla
სახატავი რვეულები, საღებავები... მთიელ ხალხს ლექსების წერაც უყვარს, ლამაზი ბლოკნოტები ხომ არ გვეყიდა? ;)

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 06 სექ 2006, 20:49
by Druides
იქნებ ვინმემ ამიხსნას თორემ ამ თქვენი ღონისძიების არსი რას მოიცავს ვერ ვნახე ჩაიკარგა პოსტებში და ვხედავ რომ ყველა კი ლაპარაკობს ამის შესახებ/........

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 10:17
by tekla
Druides

მუცოში არის მამა, რომელსაც ჰყავს 8 შვილი და არ ჰყავს ცოლი. და იმათთვის გროვდება ყველაფერი, რაც შეიძლება გამოადგეთ.
წიგნები, ტანსაცმელი, სათამაშოები... ნემსები, ძაფები, პაპიროსის ქაღალდები, ნარმა, მიტკალი... :D

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 12:23
by Gvalva
გიორგი ბაგრატიონმა იდეები და დახმარება მოგვაწოდა:

კარგი იქნება ნავთს თუ წაუღებთ, ნავთი იქ ძალიან ჭირდებათო და კიდევ, წვიმები რომ იყო გზა არის თუ არა გაიგეთ და ისე წადითო...

ნავთი სად იყიდება, გაზი როცა გათიშულია ნაციონალებთან, მარა როცა გაზი არის მაშინ სად???

ვინმე ხომ არ მოხვდება ოკრიბასთან, ბარისახოს ავტობუსს კითხეთ იმან იცის ხოლმეო...

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 12:29
by ilia
ტრანსპორტზე არაფერი გარკვეულა?

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 12:40
by Gvalva
ტრანსპორტზე caucasicaმ თქვა 10 ადგილიანი მარშუტკა ვნახე 250 ლარად, შაბათს წაგვიყვანს, იქ დაგველოდება და კვირას წამოგვიყვანსო

მანქანები თუ გვინდა, შეიძლება ერთი მანქანა მე ვნახო, მარა იმას მძღოლი და ალბათ ერთი ადამიანი გამოყვება :) დანარჩენი მანქანები იქნება??

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 13:01
by gobe
Nika,
100 ლარი მე მაქვს, გვალვას აქვს გიორგი ბაგრატიონის მიერ მიცემული 10 ლარი. შენ როგორც გირჩევნია: ტერიტორიულად გვალვასთან თუ უფრო ახლოს ხარ, თუ გინდა მას გადაეცი თანხა. თუ გინდა მე შეგხვდები, ოღონდ 14.00-დან 17.00-მდე არ მეცლება. მოკლედ, სულერთია, შენ როგორც გირჩევნია ისე მოიქეცი.

tekla,
ნემსები, ძაფები, პაპიროსის ქაღალდები, ნარმა, მიტკალი...
ჩაგეთვალა

Gvalva,
ნავთთან დაკავშირებით გეთანხმები, თუმცა სად ვიყიდოთ და როგორ no :idea:

ilia,
ტრანსპორტთან დაკავშირებით გურული და მე ვიყავით გუშინ დიდუბის ავტოსადგურში და მინიმალური თანხა რაც გავარკვიეთ იყო: 450 ლარი - თბილისი-მუცო-თბილისი; კარგ მდგომარეობაში მყოფი პაზიკი. მაგრამ, დღეს ადმინს ველაპარაკე ტელეფონით და მითხრა შეიძლება უფრო იაფად ვნახოთ რაიმე მიკროავტობუსიო (ინფორმაციის წყარო: caucasica). ალბათ სავარაუდოდ მაქსიმუმ 11-12 კაცზე გამოგვივა ტრანსპორტი. იმ ავტობუსის (რომელიც გურულმა და მე ვნახეთ) მძღოლმა, იკითხა სავარაუდოდ რამდენნი ვაპირებთ წასვლას. ვუთხარით 10-დან 15-მდე და ისიც 500-დან 450 ლარზე ჩამოვიდა. მე მაინც ძვირი მგონია, თუმცა თუ ვიქნებით 15-ნი, კაცზე მოუწევს 30 ლარი. მოკლედ არ ვიცი, ფაქტია რომ წასვლა 100%-ით არის გადაწყვეტილი.

კარ(ა)ველებო,
გუშინ ჩემმა მეუღლემ გაარკვია ფასები საბითუმო ბაზრობიდან:
ფქვილი (50 კგ).......................32-38 ლარი
მაკარონი (10 კგ).....................10-11 ლარი
ბრინჯი (5 კგ)................................8 ლარი
შაქარი (10 კგ)..............................14 ლარი

ზეთი, რომელიც გადავიფიქრეთ (იმის გამო, რომ ძირითადად საჭმელს ერბოზე ამზადებენ), 5 ლ ღირდა 9.50-11.00 ლარი.


ჩემი ერთ-ერთი მეგობრის ინფორმაციით, ამჟამად ზურა დაიაური მხოლოდ ერთ ვაჟიშვილთან ერთად არის მუცოში (დანარჩენები დედასთან არიან თბილისში). თუმცა, ის, რაც მიგვაქვს, შეიძლება ლელას თქმის არ იყოს სხვა გაჭირვებულ ოჯახებზეც გადანაწილდეს (იქნება ეს შატილი, ხახმატი თუ სხვა რომელიმე სოფელი პირიქითა ხევსურეთში). მთავარია დავიძრათ, თორემ გაჭირვებული ოჯახების მეტი რა არის.

აბა ჰე :wink:

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 13:03
by gobe
Gvalva,
caucasica,
ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!! :( :shock: :) :D :lol:

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 13:31
by Mao
:( :( :( ra dros ver movdivar

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 13:33
by gobe
Mao
:cry:

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 13:40
by zura N.
ერთი ახალი ამბავი მაქ! დღეს ველაპარაკე ბიძაჩემს, რომ გეუბნებოდით მარშუტკა ყავს მეთქი და მითხრა 200 ლარად წავიყვანო. მარშუტკა არის მერსედესის 17 ადგილიანი.

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 14:20
by gobe
zura N.,
:lol: :lol: :lol:
ვაშაააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვაშააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვაშაააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


კარ(ა)ველებო,
კომპიუტერთან მოვხვდები დაახლოებით 7 საათის მერე.

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 14:35
by Nika
gobe
ჯერ ადმინს შევეხმიანები და თუ არ გამომივა მაშინ შენ მოგაწვდი ფულს.

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 07 სექ 2006, 14:55
by guruli
ინტრიგანად არ ჩამთვალოთ, მარა ზეთის არ იყოს, ერთ შესწორებას ნავთის ამბავშიც შევიტან - სანთლები ხომ არ ჯობია? თუ იმათ ნავთი მხოლოდ დენის შემცვლელად სჭირდებათ, მაშინ, მგონი, სანთლები ჯობია. და თუ ცეცხლის დასანთებად, მაშინ შეიძლება ცოტა ისიც წავიღოთ და ბევრი - სანთელი.
ვფიქრობ, მაკარონის ტომრით წაღება აჯობებს. 20-კილოიანი ტომრებია და 22 ლარი ჯდება. კლამის მთელი ზამთარი ეყოფათ. მაგას თუ ტომრით ვერმიშელსაც დაუმატებთ... ასევე 20-კილოიანი 16-18 ლარი დაჯდება. თუ გინდათ, მაგათთან ბრინჯს სულ ნუ იყიდით, თუ არადა, 5 კილოც სავსებით იკმარებს.
ტრანსპორტში caucasica-ს და zura N-ს ვარიანტები ბევრად მისაღებია ჩემი და gobe-ს დაზვერილ ტრანსპორტზე
და ბოლოს - წვიმები რომ დაიწყო, მაინც ორდღიანზე მიდიხართ? ერთიანზე თუ წახვალთ, 100/% წამოვალ.