Page 9 of 15

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 04 მარ 2009, 14:41
by Mta Mkvarebia
გვალდა
აუდიოვერსია
http://mp3skazka.ru/malenki-muk.html :D

წიგნი:
http://bookz.ru/authors/vil_gel_m-gauf/ ... f_w02.html

ესეც მულტფილმი :wink:
http://multiki.arjlover.net/info/malenkij.muk.avi.html

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 04 მარ 2009, 14:57
by გვალდა
Mta Mkvarebia
ააა, გამახსენდაა :D
ამ ფოტოთი გავიხსენე.
Image

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 04 მარ 2009, 15:09
by tiko_r
ნუ აი ესეიგი აი
დავეცი რააა! კოტე
არ გინდა გამოსცე ზღაპრების კრებული? :D

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 04 მარ 2009, 20:17
by kotetbeli
Mta Mkvarebia wrote:kotetbeli
:lol: , Image

"კოტეტბელიანის" გამოცემაზე ხომ არ გვეზრუნა? :idea:

Image
tiko_r wrote:ნუ აი ესეიგი აი
დავეცი რააა! კოტე
არ გინდა გამოსცე ზღაპრების კრებული? :D
კრებული არა, მაგრამ რამე ოფისს გავაკეთებ-,,ზღაპარი გამოძახებით", ბავშვებისთვის ინდივიდუალურად შევქმნით მეთოდოლოგიურ ზღაპრებს და ა.შ. :)

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 07 მარ 2009, 23:22
by kotetbeli
ანონსი:

ზღაპარი იმისა, თუ როგორ გახდა პაუნა იეტი


შუა ზღაპარში რეკლამის განტავსების მსურველებმა უახლოეს 10 წუთში მომწერეთ PM-ში სარეკლამო ტექსტი, თორე ისე მეწერინება ზღაპარი, რომ ვერ დაგიცდით :wink:

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 08 მარ 2009, 00:12
by Mta Mkvarebia
kotetbeli
დაძინებას ვაპირებდი და ახლა ვინ გაბედავს? :lol:
ველით :D .

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 08 მარ 2009, 00:25
by kotetbeli
იეტი თუ არაიეტი? - თქვა ერთხელ მაწანწალამ და გამზადებული პოსტი ისევ წაშალა...

მივიდა ზღურბლზე საიდანაც იწყებოდა იეთტა უბანი, იქვე ტრაფარეტი იდგა: ,,ვინც არ დაიცვა პოსტების დიეტა, მას აქ მოუწევს ცხოვრება იეტად".

დანაღვლიანდა... აღარც მაწანწალებმა მიიღეს-ჩვენიანი აღარ ხარო, არც იეტებმა მიიღეს - ჯერ კიდევ ერთი ნაბიჯი გაკლია იეტობამდეო და იდგა ასე ზღურბლზე...

იდგა ასე ზღურბლზე და ყანყალებდა, ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, რომ ამ დროს, სადღაც შოოორს, ცხრა თემის იქით ვიღაცამ დაიწყო შთაგონებული სიმღერა და...


რეკლამა
იყიდება თემებისა და კონსერვების გასახსნელი.
ყიდვისას წარმოადგინეთ ცნობა ფსიქიატრიიდან, სასკოლო ატესტატის ასლი და რომელიმე ქართული ფონტის ფაილი კლავიატურიანად.

რეკლამა
Marlboros კლავიატურები, ფირმა ,,გობესგან".
წერეთ ძერსკად!

რეკლამები
ფირმა ,,ლამა" გთავაზობთ 7 ისრიან კომპასებს.

რეკლამა
საინფორმაციო სამსახური ,,მთაყვარულა" გთავაზობთ ტრენინგკურსებს ყოვლისმცოდნეობაში.

რეკლამა
ამ ადგილას რეკლამა არ შემოსულა.

რეკლამა
ამ ადგილას რეკლამა არ შემოსულა.

რეკლამა
ამ ადგილზე რეკლამის განთავსებისთვის კოტეტბელმა დარეკა და ვერაფერი გავიგეთ.

რეკლამა
კოტეტბელმა მეორედ დარეკა.

რეკლამა
კოტეტბელმა მესამედ დარეკა.

რეკლამის დასასრული.


ნახეთ წინა სერიის ფრაგმენტები:
,,იეტი თუ არაიეტი? - თქვა ერთხელ მაწანწალამ"
,,ვინც არ იცავდა პოსტების დიეტას, მას აქ მოუწევს ცხოვრება იეტად"
,,კიდევ ერთი ნაბიჯი გაკლია იეტობამდეო და იდგა ასე ზღურბლზე..."
,,სადღაც შოოორს, ცხრა თემის იქით ვიღაცამ დაიწყო შთაგონებული სიმღერა "


II სერია:
სადღაც შოოორს, ცხრა თემის იქით ვიღაცამ დაიწყო შთაგონებული სიმღერა და მოვარდნილმა ექომ უბიძგა მაწანწალას და გადაადგმევინა ნაბიჯი იეტთა უბანში...

დამსეტყვე ცაო, დამსეტყვე - თქვა ლამამ და დაღლილი ციდან კვლავ გამოხმობილი შხაპუნა წვიმა შამპანურივით მისალოცად დააწვიმა თავის ტკბილ მეგობარს - გაიეტებულ პაუნას...
მოშორებით კი კოტეტბელი იდგა, თბილად უყურებდა თავის 2 ბედნიერ მეგობარს და კარავზე პოსტავდა.

ასეა, პირველად ყველას მტკივნეული გონია, მაგრამ ემოციის ფონზე გაცილებით ადვილად ხდება ყველაფერი :wink:

ვუძღვნი ჩემს საყვარელ მეგობარს, უძალიანმაგრეს პაუნას! :!:

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 08 მარ 2009, 00:39
by Mta Mkvarebia
kotetbeli
:lol:
უმაგრესია!
kotetbeli wrote: ...,,ვინც არ იცავდა პოსტების დიეტას, მას აქ მოუწევს ცხოვრება იეტად"...
ეს ხომ საერთოდ! :D

ძილისპირული მოვისმინე, ახლა დასაძინებლადაც შეიძლება წასვლა :D .

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 08 მარ 2009, 00:44
by imerkhevli
kotetbeli
ძალიან მაგარია :D :D :D :D

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 08 მარ 2009, 00:45
by kotetbeli
Mta Mkvarebia
imerkhevli

გაიხარეთ, აბა ძილინებისა, კარველებო!
ვინც ბოლო დაიძინებს იეტთა უბნის კარი დახუროს და ტრაფარეტზე შუქი ჩააქროს, თორე შემობოდიალდებიან ეს ბოდიალები... :D

არა და ეს ჩემი მაწანწალა მეგობარი მთელი თბილისის ინტელიგენციას მირჩევნია! :wink: :wink:

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 08 მარ 2009, 00:48
by Naia
kotetbeli
:D :D :D

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 08 მარ 2009, 01:04
by GOGONA
kotetbeli
შენ თითონ გაიხარე თუ კაია :D :D :D


ვაა რა ხალისი გამომიცხვა ამ ძილის წინ :D

ცრემლებით ვიცინე, :lol:
შვილები მაინც მყავდეს ძილისპირულად წავუკითხავდი :wink:

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 08 მარ 2009, 01:12
by lama
kotetbeli
გაიხარე

ჩემო ძმაო, ჩემო ძმის გულო და ჩემო იეტო :)

ნიჭიერებისა და მუზის ტალკვესშემკეთებელო

მალე დაგვეგეგმოს ლაშქრობა, შვიდისრიანი კომპასით გაგვეკვლიოს გზა მთასა და ბარში

"დამსეტყვე ცაოს" თქმის დროს - შხაპუნა წვიმას დავესველებინეთ და დილით ცვრიან ბალახზე ფეხშიშველებს გვერბინოს

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 08 მარ 2009, 01:18
by GOGONA
lama wrote:kotetbeli
შვიდისრიანი კომპასით გაგვეკვლიოს გზა მთასა და ბარში
აქ დავიღუპეთ მგონიიიი :roll:

:wink: :D :D

ლამა(ზ) ზღაპრები

Posted: 08 მარ 2009, 01:28
by kotetbeli
GOGONA wrote:kotetbeli
შენ თითონ გაიხარე თუ კაია :D :D :D


ვაა რა ხალისი გამომიცხვა ამ ძილის წინ :D

ცრემლებით ვიცინე, :lol:
შვილები მაინც მყავდეს ძილისპირულად წავუკითხავდი :wink:
ჰეჰეე, მეც მოწყენილი რო ვარ მეთვითონ ვუგონებ ხოლმე ჩემ თავს ძილის წინ, აბა რა ვქნა? :wink:
აეხლა წავალ და დავიძინიებ :wink: