როგორ უნდა მოიქცე, როდესაც შენი მოკავშირე აგრესორია?
დაგ ბენდოუ
მას შემდეგ, რაც გასული წლის რუსულ ქართულ ომზე ევროპის კავშირის ახალი დასკვნა გამოქვეყნდა, სწორედ ეს კითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს ვაშინგტონმა. ევროკავშირმა ის დაადასტურა, რაც დამოუკიდებელი ექსპერტებისათვის დიდი ხანია აშკარა იყო: კონფლქიტი ამერიკის მოკავშირემ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის მხარდაჭერით, ბუშის ადმინისტრაცია აგრესორს უჭერდა მხარს.
რუსეთიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - სხვა რომ არაფერი მან სააკაშვილის უპასუხისმგებლო აგრესიულობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და დესტრუქციულად იძია შური. მაგრამ მთავარ საკითხში ევროკავშირმა თბილისი დაადანაშაულა. Wall Street Journal:
განცხადების გაკეთებისას ტალიავინი პირდაპირი იყო.”მისიის თვალთახედვით, სწორედ საქართველომ დაიწყო ომი, როდესაც 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალს მძიმე არტილერიით შეუტია… კერძოდ, მასობრივი რუსული შემოჭრა დაწყებული არ ყოფილა” - განაცხადა მან.
შესაძლოა საქართველოს მთავრობისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერამ წააქეზა სააკაშვილი და მან სამხრეთ ოსეთის, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით გამოეყო საქართველოს, ძალით დამორჩილება ამიტომაც სცადა. სხვას რომ თავი გავანებოთ, ალბათ უფრო დიდ რისკზე წახვალ, თუ გჯერა, რომ ზურგს აშშ გიმაგრებს. და თუ მან მოსკოვის წინააღმდეგ, აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერის მოლოდინით ომის დაწყება მაშინ მოინდომა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ნატოს წევრი, წარმოიდგინეთ, რას უზამდა თავის ქვეყანას, ნატოში რომ მიეღოთ.
ბევრ ამერიკელს ნამდვილად სჯერა, რომ სუსტი რუსეთი ვეფხვი ვერასდროს გაბედავს აშშ-ს სამხედრო გარანტიებთან დაპირისპირებას. ორივე მსოფლიო ომი, პირველიც და მეორეც, მოკავშირეთა გარანტიების არსებობის მიუხედავად, მაინც დაიწყო. შეკავება ჩაიშალა. და ის ნამდვილად ჩაიშლებოდა კავკასიაშიც მაშინაც კი, თუ თბილისი ნატოს წევრი იქნებოდა.
რუსეთის საზღვრების უსაფრთხოება მოსკოვისთვის სასიცოცხლო ინტერესია, ამერიკისთვის კი ძირითადად არარელევანტური. ამიტომ რუსეთს მოქმედებისთვის ძლიერი საფუძველი მიეცემოდა, მაშინ, როდესაც ვაშინგტონის ინტერესებში უმოქმედობა იქნებოდა. მაგრამ შედეგს იგივეს მივიღებდით: საქართველოს მარცხს გაამძაფრებდა ამერიკისა და ევროპის უფრო დიდი დამცირება, რადგან ისინი იძულებულნი გახდებოდნენ გვერდზე გამდგარიყვნენ სიტუაციაში, როდესაც მათ ოფიციალურ მოკავშირეს დაამარცხებდნენ.
უფრო უარეს შედეგს მხოლოდ მაშინ მივიღებდით, თუ აშშ და “ძველი ევროპა” ნატოს ვალდებულებებს ძალას მიაშველებდნენ. ჩვენ გადავურჩით ცივ ომს ისე, რომ მთავარ ბირთვულ ქვეყნებს შორის კონფლქტი არ მომხდარა. ავორიტარი ნაციონალის მიერ დაწყებული ომის გამო და ამერიკის ინტერესების საპირისპიროდ ბირთვულ კონფრონტაციაში შესვლა, ზღვარს გადასული იქნებოდა.
საქართველო იმის ილუსტრაციას წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება იქცეს გაუფრთხილებლად შერჩეული მოკავშირე და იოლად დარიგებული უსაფრთხოების გარანტიები დაუცველობის რეცეპტად და პოტენციურ კატასტროფად. ამერიკელებს ქართველი ხალხის თანაგრძნობა მართებთ, ხალხის, რომელსაც ცუდად ემსახურება თავისივე მთავრობა და სასტიკად ეპყრობა რუსეთისაც. მაგრამ თბილისის გამო ომის რისკზე წასვლას არავითარი აზრი არა აქვს. ნატოს გაფართოების ნაცვლად, ვაშინგტონმა უნდა დაიწყოს პროცესი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ევროპასვე გადასცემს.
