Page 73 of 73

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 23 დეკ 2010, 16:16
by Nephros
გამოცანა არაა, მაგრამ რახან ჩემთვისაა გამოცანა, თქვენ გკითხავთ: თბილისიდან მყინვარწვერი თუ დაგინახავთ? თუ კი - რა დროს და საიდან?

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 23 დეკ 2010, 16:52
by გვალდა
Nephros
კი :) ზემო ვერაზე, ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსის მეშვიდე სართულზე, აივანზე ჩამომსხდარნი ჩაის ვწრუპავდით და გაშტერებულები ვუცქერდით მყუნვარის წვერს. უღრუბლო დღე იყო, სხვანაირად ვერ დავინახავდით.

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 23 დეკ 2010, 17:01
by Ninukala
თბილისის არ ვიცი და ზემო წყნეთიდან ძალიან კარგად ჩანს მყინვარი მზიან ამინდებში, მყინვარწვერიც ჩანს და ჭაუხებიც.. ;)

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 23 დეკ 2010, 17:06
by zura N.
Nephros wrote:გამოცანა არაა, მაგრამ რახან ჩემთვისაა გამოცანა, თქვენ გკითხავთ: თბილისიდან მყინვარწვერი თუ დაგინახავთ? თუ კი - რა დროს და საიდან?
ქსნის ქუჩიდან რო ჩადიხარ ფეიქრებზე მე მაქედან დამინახია და კდიევ გპი-თან რო ვახუშტის ხიდია მაქედან... :roll: :wink:

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 23 დეკ 2010, 17:31
by avtokh
მყინვარი კარგად ჩანს რესპუბლიკის მოედნიდან, ჩრდილო მხარეს თუ გაიხედავთ დაინახავთ, ასევე კარგად ჩანს ზემო ბეთანიის ეზოდან, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება. ასევე დამინახავს სპორტის სასახლესთან გადადასვლელიდან. წლის რომელ დროს და როცა მოწმენდილია ხოლმე ცა, ძირითადად თუ წვიმის შემდეგ ცოტა ქარი იქნება კარგად იწმინდება ხოლმე და ჩანს. არ ვიცი რამდენად დაგეხმარებათ ეს, მაგრამ მე ამ ადგილებიდან დამინახავს :)

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 23 დეკ 2010, 17:33
by avtokh
qvevri wrote:
avtokh wrote:სიდედრი :D :D
ვაშააააააააააააააააააააააააააააააა გამოიცნეეეეეეეეეეეეეეეეეეესსსსს
ვა მე გამოვიცანი? რა მაგარია :D

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 23 დეკ 2010, 21:05
by qvevri
Nephros
ასევე სააკაძიდან ხიდზე რომ ეშვები ძალიან კარგად ჩანს. ასევე რუსAთველიდანაც მოსჩანს "სასადილო" მარკო პოლოდანაც.

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 24 დეკ 2010, 10:04
by Mariam
...

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 24 დეკ 2010, 11:22
by Nephros
გვალდა
Ninukala
zura N.
qvevri

დიდი მადლობა, ე.ი. თბილისიდან ჩანს და მეც არ მომჩვენებია.

avtokh
მეც სწორედ რესპუბლიკის მოედნიდან დავინახე, თუმცა გვერდით მყოფები ვერაფრით ვერ დავარწმუნე, რომ ეს მართლა მყინვარწვერი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამინდი რა თქმა უნდა კარგი იყო - გვიანი შემოდგომა, დილაუთენია და კრიალა ამინდი. შესანიშნავი ხილვადობა იყო.

გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Posted: 03 იან 2011, 22:33
by maare
გუშინ დავინახე ძალიან კარგად მთაწმინდის პარკიდან მყინვარწვერი და კიდე რამოდენიმე მწვერვალი. ნუ მყინვარწვერი ყველაზე კარგად ჩანს.