Page 71 of 78

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 19 მარ 2010, 00:29
by Kavtaradze
Nini_A
ილია II ის ლექსია ეგ ავტორი არ ვიციო რო დაწერე ...ბებიაჩემმა წამაკითხა იმდღეს :D

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 20 მარ 2010, 21:48
by likakoo
.....

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

........

ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი…

ნ.გომელაური

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 20 მარ 2010, 21:55
by ლეონტი
გრიალი გააქვს მსოფლიო ორკესტრს,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.
უნდობელია მისი გენია,
არც შებრალება, არც შეცოდება,
ჯერ დედამიწას არ მოსმენია
მსოფლიოს ბაგეთ ასე გოდება.
ყოველ გულს ნამავს შხამიან ნესტრით,
სულს ხორციელის ეხება დანა,
გრგვინავს ორკესტრი, გრგვინავს ორკესტრი,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.


გ ტაბიძე.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 22 მარ 2010, 19:31
by ln_ln
Kavtaradze wrote:ln_ln
ბექა აბუთიძე ძალიან ნიჭიერი პოეტია :) საყვარელი პიროვნებაც პა ხოდუ :D

ნამდვილად ნიჭიერი პოეტია :) :) :)

*
პოეზიით ისეა სული განაღვივები
თუნდაც ბედო მზაკვარი ნადირივით დამტორე.
მხოლოდ შემოდგომის ტანს ესხას მთვარის მძივები,
ოქროსფერი სამოსი _ მხოლოდ იმპერატორებს!
არაფერი გამოვა, იცი დროსთან მტრობიდან,
სულო, ამაოება არასდროს მიგატოვებს.
მზეს ყოველთვის ტალღების ელის გილიოტინა,
გამორჩევით სიკვდილი _ მხოლოდ იმპერატორებს!
მილიონი სიცოცხლე სდევდა მეფის მანტიას,
(ალბათ მუდამ ამიტომ ატარებდნენ მეწამულს)
ვინც ყოველი პწკარისთვის სისხლი გადაანთხია
ღვთაებრივი იქორით მხოლოდ ის მოიწამლოს!
დღეებს გადამიფურცლავს ქარიშხალთა მარაო,
პოეზიით სიკვდილი! _ მეც ამისთვის მოვედი.
ისე როგორც მზის ოფლი ჩასახავდა ფარაონს,
მხოლოდ შემოდგომისთვის დაიბადოს პოეტი.
თუ მღელვარე ტალღებზე რწევით დავიბანგები
მჯერა, ნერეიდებო არასდროს მიმატოვებთ.
ერთადერთი ღვთაება იყოს მთვარის ჰანგები!
ოქროსფერი სამოსი მხოლოდ იმპერატორებს!

ბექა აბუთიძე

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 22 მარ 2010, 19:35
by ln_ln
წამოდი!

გავიფინე შენი თმები და
ავუყევი ბილიკს ოცნების.
ხევსურეთის კუშტი მთებიდან_
მზის სხივიც რომ ფრთხილად ცოცდება_
მოგწვდები.

მკლავები მაქვს მზემდე აწვდილი.
ნისლგამატეული მთა მიყვარს,
ცას რომ გადუმალავს არწივებს,
წინ რომ დაგიდგება: სა მიხოლ!
წაგიყვან.

წამოდი, რად გვინდა იაბო,
მზე ხელისგულიდან ამომდის.
არღუნის მონაყოლს გიამბობ,
სანამ დაგვამუნჯებს არდოტი...
რა მოგდის?!

წავიდეთ, ოცნების ბილიკი
მთას ოქროს ნაწნავად ჰკიდია.
პირიქით წავიდეთ! პირიქით...
ღრუბლებიც სულ იქით მიდიან.
წამოდი!

ბერეთელი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 27 მარ 2010, 16:31
by meore monadire
ჩემი თემაა ესა :)

ჩამოშენთმათეთრდა ღამე,
სულჩი მეჩხირების მტრებულ,
ეეგ მაკლავისღა მე
შენ თავ დანათრებულს?!

არიქა მამგვარეთ იაბო,
ნატერფალ დარჩების სილაზე,
ღამეო ,დაიცა ,გიამბობ
როშკიონ ძილაზე.

ძილა მზის შუქიას მყინვარებზე,
ვაჟებს გულებს უდგამს კაკანეთებს,
ძილა თაოდ არის ბრწყინვალე მზე,
ერთს რომ გაგიღიმებს გაგანათებს.

ძილას თმები აქვის შენფერები,
ღამეო მინდა რომ ჩაგეკონო
ძილაის ეშხით გეფერები
ღამეო უგონო არ გეგონო...

ნუ დამემდურები ,ღამევ ჰოდა
ძილაზე ფიქრები სად გაგიშვებს,
ძილა ისეთია ცხრა გონ გქონდას
ერთის წარბის შახრით გაგაგიჟებს.

ვაჟის მახრა უყვარს წარბებს მშვილდებს,
მასკვლავთა თვალებჩი უსხავის ქაჯები,
თუნდა ცხრა გონ გქონდას ,თავს ნუ დაიმშვიდებ
ერთხან თვალს შაგყრის და უგონო დასჩები.

ყელ-ყურ ნაკვეთი ,ბროლად-იაგუნდად
შუბის ტყეს იჩრდილავს საკოცებ ღაწვები,
ძილს და მოსვენებას შენთან რაღა უნდა
ერთი თუ როგორმე მის მკლავზე დასწვები.

არ მითხრა ღამეო,,ქვე რა გჭირსა"
ქალებ ქვეყანეზე რამთვენიას...
ძილა სხვა რიგიას,არ გიკვირსა,
უმისოდ გულ ტიალ შამჩენიას.

ძილა ლაჟვარდია დილისაი,
აგე ,აისი ას ვარსკვლავ რო კიაფობს,
მე დრო სად დამჩების ძილისაი,
ძილაზე რამთვენას გიამბობ.

ჩამოშენთმათფერდა ღამე,
სულჩი მეხირების მტრებულ,,
ეეგ მაკლავისღა მე ,
შენ თავ დანატრებულს...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 30 მარ 2010, 11:43
by Monadire
ის დრო დავწყევლე, ჩემამდე რომ უცხომ გიარა,
აყვავებული რომ დამიხვდა შენი კვირტები,
მე წუთი მომკლავს უშენობით, წელი კი არა
და ის, რომ ძველებურად არ მაკვირდები.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 30 მარ 2010, 13:02
by bambina
Monadire wrote:ის დრო დავწყევლე, ჩემამდე რომ უცხომ გიარა,
აყვავებული რომ დამიხვდა შენი კვირტები,
.
ვაიმე, რა მეტაფორაა :lol: :lol: :lol: :lol:

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 30 მარ 2010, 17:18
by ele
***
მდინარის პირას მზე და კარვები
(ზეცას შევხარით მე თუ ტაეპი)
შენ აქ რჩები და მემაგრამები
მე მივდივარ და გეთუმცაები.

ხიდის კუთხეში კერა იების
კალოზე თივა ბზე და ქათმები
შენ აქ რჩები და მერაკიები
მე მივდივარ და გეალბათები.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 30 მარ 2010, 17:19
by ele
***
ცის ამაღლება ხმების ქოროთი
და დაკარგული ქარში ალმასი.
”ალბათ”-ის ჩრდილში ეჭვი ”ოღონდ”-ის,
”ვაითუ”-ს სუსხში სითბო ”განა”-სი.

ეგ არაფერი(ადრეც გინახავს),
ხმა უცნაური ისევ მოგესმის.
გაიელვა და გაქრა ”კინაღამ”,
წყალმა წაიღო ქვიშა ”ხოლმე”-სი.

ციცაბო.კორდი.ფონი.მორევი.
დღე გაბზარული.გული შემკრთალი.
მოუსვენარი მზერა ”თორემ”-ის,
შეფარებული ”ნუთუ” ”ნეტავი”-ს.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 30 მარ 2010, 17:19
by ele
***
გზების სიჩუმე და ხმა ციერის,
მზერის საზღვარი-დასალიერი.

შუქი-ღრუბელში უცებ გამქრალი,
მოუსვენრობა ”თუმცა-მაგრამის.”

მოუსვენრობა ”ალბათ-იქნების”,
შეუცნობელი ცა და სიზმრები.

მზის კარ-მიდამო და ხმა ციერის
და გადავლილი დასალიერი.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 05 აპრ 2010, 18:45
by panda
შემომესია ფიქრები
ისევ ავიღე კალამი,
ვერ დავარწიე აკვანი
მე ვერ გავზარდე სარდალი.
ერის ტკივილი მაწუხებს
სევდა გადამაქვს ქაღალდზე
ცხარე ცრემელბი მახრჩობს
და დარდი ამ ქვეყანაზე.
ღმერთო, უშველე სამშობლოს,
ერთი ციცქნაა, პატარა
სული დიდი აქვს, სურვილი
დიდ მტერთან ლელოს გატანა.
არ სდომებია არასდროს
სხვის მიწის გოჯი-მტკაველი
მტერმა წაგვგლიჯა ნაწილი
ჩემი სამშობლოს მთა-ველი.
გაუძელ, ჩემო სამშობლო
ჩვენი ბრძოლაა მართალი
თავისუფლებას არ დავთმობთ,
შენ დაგელოცოს გზა-კვალი.
გულანთებული ბიჭები
სამშობლოს მზესა ფიცავენ
ყველა ვაჭკაცი მზადაა
წინაპართ მიწას იცავენ.


პანდა

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 05 აპრ 2010, 18:51
by panda
in vino veritas?

ყველა ქართველი მღერის
ყველა ქართველი წერს,
ამითი ნაღველს იქარვებს
მუზას მორეულს ძლევს.
ზაფხულის ღამის სიჩუმეს
სირენის ხმები ჰკვეთს,
ვიღაცას უჭირს,
სადღაც შორს
ალბათ, ელიან მღვდელს.
ღმერთო, აშორე წუხილი
ყველა მოკეთე მრევლს,
გაუხანგრძლივე სიცოცხლე
უყურონ ლამაზ მზეს.
ყველა ქართველი მღერის
ყველა ქართველი წერს
ზოგი კი ღვინოს ეძალვის
ეალერსება ბევრს.

p.s. კაცს სურს გაექცეს დარდებს მოჯარულს
ღვნოში ეძებს შვებას
ღვნო დროებით მინორს გააქრობს,
მაგრამ არ კურნავს სევდას.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 12 აპრ 2010, 22:12
by <NINI88>
გახსოვს?- ის ცელქი ცქრიალი
მუცოში მოცვზე ცილობა,
ცად ცისარტყელას ციალი,
ან ცეკვა და სიცილობა.
კოცნა დამქცევი სიცივის,
ან ცვენა ცხელი ცრემლების,
ან ცივი ცვარის ციმციმი,
ცერებზე ცეკვა ცელების.
კლდის ცქერით ზღვა გაოცება,
ცად აცერილი ფიცარი,
ან საოცნებო ცხოვრება
სიმტკიცით შენაფიცარი.
ან ციყვის მომცრო ცეცებით
ცირცელზე გადაცოცება,
ალიცლიცულ ცაცხვები-
ცად ატყორცნილი ლოცვებად.
ან ჯერაც გასაცივები
ცვრიანი ხორცი ასხმული,
მეცხრე ცას ასაცილები
ცხელი კოცონის ტკაცუნი.
იმაზე ანცი ოცნება
რაც არ იცი და რაც იცი,
ცისკარზე ცის დამორცხვება,
ცისფერ სივრცესთან ლაციცი.
ციცინათელას ციალი,
ოცნება და სიცილობა,
გახსოვს?- ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა!
ავტ: გელა დაიაური

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 12 აპრ 2010, 22:25
by <NINI88>
ფიქრი გადაგვარებაზე
ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და
ვთქვა- არაწესიერი ქალის შვილი ვიყო,
ხშირად შევიგინო ჩემი დედა,
ტრადიციულ სტილიდან გავირიყო.
არავინ გაიკვირვებს, -შეიძლება
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო,
თმები გავიშალო კულულებად,
ცხვირზე საყურე გავიკეთო.
ვინატრო ანტალია, ან ის ,,რიო,,
სულ არ გავიხსენო ვარძია,
როკზე და რემიქსზე გადვირიო,
ქართულზე ჩავიუბნო ,,ბანძია,,..
კანაფი გავაბოლო, კუბები მოვითვალო,
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა,
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო,
გერები მივიღო საკუთრად.
კაცმა ციწუწუნო დედა, მამა მშია!
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუო,
დავკარგო ყველაფერი რაც გამაჩნია,
მაგრამ...
ქართველობას რა ვუყო?!
ავტ: გელა დაიაური