კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ZVIOSULI » 22 დეკ 2007, 15:48

LOKOKINA
love
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 23 დეკ 2007, 21:32

სანამ კავკასიონს ვებღატებით,
მტკვრის სულისმხუთავი ჩარჩო
არაგვს ნისლ-ბურუსად ეფხატება,
სადღაც მთებს შორის რომ ჩარჩა.
აგვისტოს ცის თაღის სისქე
არის მარმარილოდ გაშლილი,
კოშკებს კისრები აქვთ ცისკენ
წაჭრილი ადამის ვაშლივით.

სანამ ტვინს ვიღლი და ვიღლეტ,
ამ ძველ ციხე-კოშკთა კვლევით,
დროის ლაჟვარდოვან მიღმეთს
რომ ეძირებიან ქვევით,
სანამ გავარჩევდე ტყით თუ
ბუჩქით ხარ მოსილი, რით ხარ?
კავკასო, შენ უნდა გკითხო,
რა ვქნა? რა წყალს ვეცე? მითხარ!

შენს ჩახუტებათა წყებამ მუდამ
ნუთუ მარტოოდენ ეს ინება?
თვალს ქუთუთოებქვეშ რატომ ჭუტავ?
ყაზბეგო, რაზე გეცინება?
როცა მწვერვალებზე მორეული
სუნთქვა შემეკვრება და იმედი,
ნუთუ შენ გგონია, შორეულო,
რომ გული მატკინე რაიმეთი?!
და გერმანიაშიც, ალპებში, იქით
კლდეები ასევე რომ ცდიან ძალას
ეჭახუნებიან, ვით ჭიქას ჭიქით,
ნუთუ შენ გგონია, რამე შეგეშალა?
ცხოვრების მორევში მბრუნავი ნეტავ
ბედსა და იღბალს აქ რად ველი?
როცა ჩემი ბედის ჭრაზე მეტად
მიჯობს წყალში ვცვითო მაკრატელი.
ნუ წვალობ, შენს სიზმრებს მოარგე სარკე,
მოეშვი, მე მიყვარს და ვიცი ყოველი,
თვით მდინარეებსაც ვერ საზრობს ცალკე
ქვეყნად არსებობის გამჭოლი ქსოვილი.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 23 დეკ 2007, 21:37

tama
ჰეეე...
გამჭოლი ქსივილიო :roll:
ეგ ლექსი ლაშქრობისას უნდა წაუკითხო მთებს :D
და მეერე უამრავი იფიქრო იმაზე რომ ;
თვით მდინარეებსაც ვერ საზრობს ცალკე
ქვეყნად არსებობის გამჭოლი ქსოვილი.

მარა თუ იცი, ჰოო თუ იცი გილოცავო, ასე ამბობენ მაგაზე :mrgreen:

დააა ჩახუტებათა წყება მომეწონა კიდევ :)

როცა ჩემი ბედის ჭრაზე მეტად
მიჯობს წყალში ვცვითო მაკრატელი.
Image
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 23 დეკ 2007, 21:43

მეგობარო, შენ მკითხავ, ვისი ბრძანებით
გიზგიზებს გიჟის მეტყველება?

მოდი სიტყვები ვფანტოთ,
თითქოს ბაღს ქარვა მოდნა
და ნიავს ჩუმად ვანდოთ
ოდნავ, სულ ოდნავ, ოდნავ.
და რაღა კვლევა უნდა,
დილით ფოთლებზე მდგარი
რატომ ციმციმებს მუდამ
ლიმნის და ენდროს ცვარი.
ვინ აქცევს ხოლმე ნემსად
ცრემლს და ჟალუზებს მოდებს,
ყუნწში ძვრება და კემსავს
თაროზე გაშლილ ნოტებს
კარსუკან ნაგდებ ფარდაგს,
დაჩაგრულს ფეხების გასმით,
ვინ კაზმავს ნაჯაფს და ნადაგს,
ვინ ფერავს სურმით და ბასმით?
შენ მკითხავ, აგვისტოს ვინ
მიიჩნევს უავგუსტესად,
ვისაც ფონი არ აქვს წინ
და მაინც წინსვლა აქვს წესად.
ვინ ავლებს ნეკერჩხალს ხაზებს,
ან ეკლესიასტეს შემდეგ
ყალიბს თაბაშირით ავსებს
და იღებს საოცარ შედეგს.
შენ მკითხავ, ეს ვიღამ ბრძანა,
რომ ამ ნაგვიანევ ასტრებს
სექტემბრის სუსხები ასწრებს?
და წნორის წვრილ ფოთლებს თანაც,
ცის თაღი რომ ვეღარ იტევს,
დააფენს ჰოსპიტლის პლიტებს
ჩუმი შემოდგომის ხანა.
შენ მკითხავ, ეს ვიღამ ბრძანა?
გეტყვი: - სიყვარულის ღმერთმა,
ყოვლისმძლემ და ერთადერთმა,
იაგაილოთ და იადვიგთა
უმცირეს დეტალთა ღმერთმა.
ას ჩვენი ფიცი თუ მტკიცი
სიკვდილის ახსნისა სუსტია,
მაგრამ სიცოცხლე კი ვიცი,
ჩუმ შემოდგომისებრ ზუსტია.
Last edited by tama on 23 დეკ 2007, 21:55, edited 1 time in total.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 23 დეკ 2007, 21:51

tama wrote:მეგობარო, შენ მკითხავ, ვისი ბრძანებით
გიზგიზებს გიჟის მეტყველება?


თაროზე გაშლილ ნო
.
ნოტებს უნდა იყოს? :roll:
მე გერევე ნოტებით წავიკითხე :D:D

აუუ, ლიმნის და ენდროს ცვარი რა ფერი ქინება? Image ლამაზია ეგ ცვარი :D
და კიდევ უმცირეს დეტალთა ღმერთი მაინტერესებს :) :roll:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 23 დეკ 2007, 22:10

ის, რომ ის ის არის,
ის, რომ შენ შენა ხარ,
ის , რომ მე მე მქვია,

ნეტავ არ მენახა!
არა, მე არა ვარ,
საშიში ურჩხული
და ამას არ უნდა
ბევრის თქმა, ჩურჩული.
ნეტავი რა არის
ჩემთვის უმთავრესი?
მე ლექსის მთლელი ვარ?
კალამი სალესი?
ნეტავი ვინა ვარ?
ან თუ ვარ საეთოდ?
ადვილი არ არის
ამ ფიქრით გაერთო.
მაგრამ ამ დროისთვის,
ვარ ძლიერ დაღლილი
და ძილი მწყურია,
მშვიდი და ადვილი.
ზოლია გამყოფი,
ჯდომის და დგომისაც,
მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ და
ისინის შორისაც!
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 23 დეკ 2007, 22:19

tama

თაროზე გაშლილ ნოტებს
:mrgreen:

ადვილი არ არის
ამ ფიქრით გაერთო. -- გართობაცაა და გართობაცაო, ამაზე იტყოდნენ ალბათ (წინაპრები) :D:D:D



[მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ და
ისინის შორისაც!
Image
რა კარგი "ვიღაცეები" წავიკითხეე :)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 23 დეკ 2007, 22:25

მე მაპატიეთ ლექსების დაშლა :oops:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 23 დეკ 2007, 22:29

პირიქით–იმათ აწყობილს შენი დაშლილი ჯობია :D :D :D :D :D :D
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 23 დეკ 2007, 22:34

tama:)
ოღონდ აიი აქამდე :arrow: :)
ძაააალიიინა ბევრი ესენი :arrow: :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D იყო
:)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 23 დეკ 2007, 22:37

მაშინ–––––––––––––––––––––––––––––– :)
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by gobe » 26 დეკ 2007, 15:03

მოიმარჯვეთ კალმები და
შემოხაზეთ ხუთები,
თორემ ისე გვიზამენ, რომ
ნაღდად დავიხუთებით*



:roll:


––––––––––––––––––––––––––––––––––
* - აფასიანი აპოლიტიკური არეკლამა (აფხ.)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 27 დეკ 2007, 12:11

ფიცხელაურის "გაზაფხულს შეეხსნა საკინძე"-მ ლექსის ხასიათზე დამაყენა და ..... ძველი ტკივილიც გამახსენა...

და მაოს ვუძღვნი კიდო, ვოტ :) ეგრე მინდა და ......


გაზაფხულს შეეხსნა საკინძე..
დაიწყო თოვა ფერთა
ყვავილებს მოერთვა სამიწე
... და ჩვენ აღარ ვართ ერთად ...

მახსენებს სიჭრელე ფერების..
ჟამს, ერთად ყოფნისს, ნეტარს,
ანგელოზს ვედარნეთ ქალ-ვაჟი
სულ ახლოს ვიყავთ ღმერთთან....

ბევრნი იტყოდნენ გაკვირვით,
ეს როგორ მოხდა ნეტავ...
როგორ არიან ერთსულნი,
ზენამ რათა ჰქმნა ერთქმნად.

გზა, მანძილი და დროება
უფრო ტკბილს ხდიდა ”ნეტავ”-ს..
სადა ხარ, რატომ დამტოვე...
კვლავ მოგონების ბედად...

გაზაფხულს შეეხსნა საკინძე..
საკინძე შევიხსენ მკერდთან...
დაბეროს ჟამმა და ავ ჟამმა...
მე კვლავაც მოვალ შენთან...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ZVIOSULI » 27 დეკ 2007, 12:18

ამ თემას რომ ვკითხულობ სულ კურცხალი მადგება ტვალზე თა თირკმელები მეყინება დაძაბულობისგან.....
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 27 დეკ 2007, 12:44

მე პოეტობა სანუკვარი მადლი მეგონა
და ახლა მივხვდი: ის უღელი თურმე ყოფილა,
მარჯვე სტრიქონი ყოვლისმზომი ადლი მეგონა,
მაგრამ სამყარო მეტად ვრცელი თურმე ყოფილა.

პირველი ლექსი ამაღლება ჩემი მეგონა,
მცირე გორაკი მე მწვერვალის თხემი მეგონა,
უწვერულ ჭაბუკს, ვაჟა ჩემზე მრწემი მეგონა,
ყრმობის ოცნება თვალუხელი თურმე ყოფილა...

მე პოეზია მოუმკელი ყანა მეგონა,
წვერი კალმისა მეტად მჭრელი დანა მეგონა,
მოძმისთვის მღერა ასე ძნელი განა მეგონა,
ტანჯვა მგოსნისგან განუყრელი თურმე ყოფილა!

გაბრიელ ჯაბუშანური
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]