კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ZVIOSULI » 09 დეკ 2009, 16:54

გვალდა wrote:დალის წყევლა

არც ჩემი ხათრი გაქვს,
არც ღმერთის, არც ხატის,
ცხრა მოჰკალ ხარჯიხვი,
ერთი არ იკმარე...
შემუსრე უხვანზე ჯიხვები ლალცხატის,*
იმ ხიჩო, სიმარე?**
აქეთაც, იქითაც
მოკლული შუნი დევს,
მგლებსა და ყვავ-ყორნებს
უყივის ჭილყვავი...
მრუში და მეძავი ქალების სუნი გდევს,
წყეულიმც იყავი!..
ფოთრებიც დათოფე,
ნაზარდი სიმწრითა,
უმანკო სისხლით გაქვს
დასვრილი ხელები...
საფლავი აგევსოს ეკლით და ჭინჭრითა
და კუბო - გველებით!..

* ლალცხატი - ღვთის ნაკრძალი
** რას შვრები, შე კაცო?

ალ ლექსი მესმის!!
ძაან მაგარ!

სამაიმუნოდ შემოვედი ამტემაში და გადამაფიქრდა ისე მომეწონა პატივისცემით გამოვისმჭვალესავით :)
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ZVIOSULI » 09 დეკ 2009, 16:57

ვნებათა მორევი შენში ზღვა არის
სიამოვნების ტალღების ცემით
მათი ფერები ხორცის ფერია გადმოცემული მშვენიერებით
მუდამ ვითხოვდი რაღაცა საზრდოს შენი სული კი მეკრძალებოდა
უკიდეგანობაში გადაკარგული შეშლილობაში მეკარგებოდა
რაც არ მეგონა რაც არ ხდებოდა შენს სულს გარსში იბადებოდა
და მაგ თვალთა ვნება სიცოცხლის არსად მესახებოდა
აღარ ვიყავი რაც კი ვიყავი
თავისუფლება ამომელია
გარდავისახე “ადამიანად” რომლის სახელი არც კი მრქმევია
მე დავივიწყე თუ კი მიყვარდა
სულის სიშმაგე შემომეჩვია
და ამ აღტკინების უცნობ ლახტარში სიტყვაც ნელ-ნელა გამომელია
ვით გატეხილი კბილი და ყბა :twisted:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლეონტი » 11 დეკ 2009, 16:23

გვალდა wrote:დალის წყევლა

არც ჩემი ხათრი გაქვს,
არც ღმერთის, არც ხატის,
ცხრა მოჰკალ ხარჯიხვი,
ერთი არ იკმარე...
შემუსრე უხვანზე ჯიხვები ლალცხატის,*
იმ ხიჩო, სიმარე?**
აქეთაც, იქითაც
მოკლული შუნი დევს,
მგლებსა და ყვავ-ყორნებს
უყივის ჭილყვავი...
მრუში და მეძავი ქალების სუნი გდევს,
წყეულიმც იყავი!..
ფოთრებიც დათოფე,
ნაზარდი სიმწრითა,
უმანკო სისხლით გაქვს
დასვრილი ხელები...
საფლავი აგევსოს ეკლით და ჭინჭრითა
და კუბო - გველებით!..

* ლალცხატი - ღვთის ნაკრძალი
** რას შვრები, შე კაცო?
კარგი წყევლაა.
ისე ვაჟა ფშაველას ნარკვევი წავიკითხე მონადირეებზე სადაც ფაქტები მოყავს, ყველა უბედურად ამტავრებს სიცოცხლეს.
არა ნადირობა აზარტი არიო თვითონ რომ ამბობენ ეშმაკი რო არსებობს არ იციან .
დრეს მითხრა ერთმა შველზე ვიყავი სანადიროდო და უთხარი სველის მკვლელი ცემაში უნდა გახეტქო მეთქი, მწარედ ჩაიცინა.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Tamusia » 11 დეკ 2009, 16:31

მამაჩემი ნადირობდა ხოლმე მწყერზე, ტახზე, კურდღლებს და ხოხბებსაც ხოცავდა. ახალ წელს მოჭრილი ნაძვიც მოქონდა ხოლმე სახლში. მერე თვითონვე გაუჩნდა პროტესტი. მაგარი თოფები გააჩუქა.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by qvevri » 11 დეკ 2009, 16:31

მეორეს მხრივ შველის მწვადებსა და ზედაც კაი კახურს რომ წარმოვიდგენ პირში წყალი მომდის არა ლეონტი :?: :wink:

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by z g a r b i » 14 დეკ 2009, 18:25

«Пусть будет свободное пространство в вашем соединении.
И пусть ветры небес танцуют между вами.
Любите друг друга но не делайте из любви оков.
Пусть она будет волнующимся морем между берегами ваших душ.
Наполните чаши друг друга, но не пейте из одной чаши,
давайте друг другу хлеба, но не ешьте один и тот же кусок.
Пойте я танцуйте вместе и веселитесь,
но давайте каждому из вас воз¬можность побыть одному.

Как струны лютни отделены одна от другой,
хотя и играют они одну музыку
Отдайте ваши сердца, но не на хранение друг другу
Ведь только рука Жизни может обладать вашими сердцами
стойте рядом, но не очень близко друг к другу,
Как колонны в храме стоят по одиночке
И как дуб и кипарис не растут в тени друг друга»

Халиля Тибрана
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 15 დეკ 2009, 00:54

Tamusia wrote:მამაჩემი ნადირობდა ხოლმე მწყერზე, ტახზე, კურდღლებს და ხოხბებსაც ხოცავდა. ახალ წელს მოჭრილი ნაძვიც მოქონდა ხოლმე სახლში. მერე თვითონვე გაუჩნდა პროტესტი. მაგარი თოფები გააჩუქა.
ძველად წესი იყო

იმ თოფს, რომელიც გარკვეულ რაოდენობის ნადირს დახოცავდა, მიწაში მარხავდნენ

ანუ რაღაც ზღვარს უწესებდნენ ნადირთხოცვასაც.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by imerkhevli » 30 იან 2010, 19:56

სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად,ალერსით.
იქნებ კედელზე გაელვებად
გადავიარე.
იქნებ მთვarე ვარ
ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი
სუსტი ნიავი.
კარგად მოძებნე ჩემი თავი
ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო,
იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს,
იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო
საავგაროზე.
მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა
გაშილი ფურცელზე გაფანტული
მშრალი ფრაზებით...
ნუთU არ მეძებ?ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებო.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანTელი სდაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად
ამომიყვანო;
მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო მოგეხვიო
და შეგიყვარო.
გ.ზანგური

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 18 თებ 2010, 10:58

http://www.youtube.com/watch?v=iJtpCFsy ... L&index=10

უფფფფ, კარგია :D
Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tamuna_gudarexi » 18 თებ 2010, 11:52

imerkhevli
მომწონს ამ პოეტის ლექსები!


მთამყვარებია
http://www.youtube.com/watch?v=iJtpCFsy ... L&index=10

უფფფფ, კარგია
გაიხარე შენ! ავივსე!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 18 თებ 2010, 16:40

Mta Mkvarebia wrote:http://www.youtube.com/watch?v=iJtpCFsy ... L&index=10

უფფფფ, კარგია :D



:****


რაც კარგეეეა კარგეეეააააჰ...
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 20 თებ 2010, 20:28

tama wrote:


უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი,
როცა მედეა მომგლიჯეს მკერდით.
ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით
ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.

ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზე
მე სიყვარულის პოემას ვწერდი.
ჩემი ხატია, გულს მახატია:
იყალთო, გრემი და ალავერდი.

ზედ გულზე შემდგა მე თემურ ლენგი,
კოჭლი ფეხებით როცა გამთელა,
მაშინ მამულის საკურთხეველზე
ჩემი თითები ენთო სანთლებად.

მე თავი მედო გატენილ თოფზე,
მე ძილვფხიზლობდი, მე არ მეძინა.
ხან თეირანში და ხან სტამბოლში,
როგორც სამკაულს მყიდდნენ მე ძვირად.

ერთხელ ვარსქენმა თმებით მათრია,
განუკურნები დამრჩა იარა.
მაწამა და ვერ გადამარჯულა,
მომკლა და კერპებს ვერ მაზიარა.

გაზით დამგლიჯეს ათივე ფრჩხილი
და წამებული მიწოდა ხალხმა,
თუმც კაცი რაა, სიკვდილის წინაც,
მე დაჩოქილი ვერავინ მნახა!

ჩემს დაჩოქებას ნურცვინ მოელის,
უტეხი სული ჩემი განძია.
ასე ავაგე სვეტიცხოველი
და გამოვკვეთე კლდეში ვარძია.

ჩემს თვითეულ ქვას სიმღერა ჰქვია,
ჩემი ციხენი ძლევის ხმებია.
გულში მრავალჯერ მომარტყეს ტყვია,
ზურგში, - არც არვის უმიზნებია!

მე ტყვე ვიყავი ძალიან ხშირად
და არ ვიცოდი, რა იყო მონა.
თან წამოვიღე ფერეიდანში
ჩემი ქართული სიტყვების კონა.

ვერ ამომგლიჯეს პირიდან ენა:
შანთით, წამებით, მუქარით, ძღვენით
და... მღერის მთელი ფერეიდანი
ქართულ ჩონგურზე ქართული ენით.

ვერ დამავიწყეს ჩემი მამული,
ჩემებრ ტანჯული ქართული ენა,
მტერმა ვერასდროს გადამაგვარა,
მტერმა ვერასდროს გადამაშენა.

წიწამურს მომკლეს, ჰერეთს მაწამეს,
მიჯაჭვული და მკვდრეთით აღმდგარი.
ვუძლებდი ნგრევის წლებსა და წამებს
და ერთხელ მერქვა ჯურღაის ფარი.

ბევრჯერ მიმუხთლა ბედის სასწორმა,
რამდენს გავუძელ, რა შემძლებია, -
ჩემი სამგორის სამივე გორა
ჩემი სისხლი და ჩემი ძვლებია!

ამოვჭერ ქვაზე, ამოვჭერ ხეზე
და ყოველივე გულზე სწერია!
ამდენ ლეგენდებს და ამდენ ლექსებს
საქართველოზე მისთვის მღერიან.

თუკი სპარსეთის ტყვე მერქვა ერთხელ,
ბერლინზე დროშა მე ავიტანე.
და ვდგავარ, როგორც ალაზნის მუხა,
ნაგრიგალევი ძლიერი ტანით.

მქონია დარდი, ენით უთქმელი,
და არ ვქცეულვარ სევდა-წუხილად,
მე ერთ დღეს ვშობე დიდი რუსთველი,
საუკუნენი თავს რომ უხრიან.

ამირანის და არსენას დედა, -
ვინ გამაკვირვოს შვილთა დიდებით,
ცად და მიწად რომ მისი ხმა რეკდა
მე ისეთ ქართველს კიდევ გპირდებით.

მსურს კიდევ ახალ ხმებად დამრეკონ,
გპირდებით ახალ დავითს და საბას.
დე, კაბადონზე ცათა სამრეკლო
მათი დიდების ყვებოდეს ამბავს.

საუკუნენი მათ სადიდებლად
ყანწებით სვამდნენ ჩემს კახურ ღვინოს,
მეც ვიდგე, ვიდრე ქართველს ქართველის
ნამუსის ქუდი არ შემერცხვინოს!
ჰუჰ რამდენი ხანია ამ ლექსს ვეძებდი , შარშან ჩარგალში თქვა ერთმა სტუდენტმა :) :)
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 22 თებ 2010, 00:11

გაქცევა
მორის ფოცხიშვილი

ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს.
და გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს,
ეჭვს და სიძულვილს, სიყვარულს, წლებს,
უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა,
რატომღაც მარტო დარჩენა გსურს,
რატომღაც გინდა, წახვიდე სადღაც,
გაექცე ნდობას, ზეიმ-ზარს, შურს...
საქმიან კაცის თვინიერ ნიღბით
ქალაქს ტოვებ და მიდიხარ სოფლად,
მერე სოფლიდან მირბიხარ მთებში,
თახვის თათებით შედიხარ ტყეში,
შედიხარ ტყეში, უსიერ ტYყეში,
უკაცურ ტყეში შედიხარ მშვიდად
და, რომ გგონია,
მარტო ხარ თითქოს, _
ხე რომ ხე არის,
ხე ენას იდგამს,
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს.
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს,
ყველაფრისათვის,
რაც ჰქმენ, რაც იყავ,
რაც არ იყავ ან რაც აიტანე...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს
და... უბრუნდები ადამიანებს.





და
ვბრუნდი...

:roll:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 22 თებ 2010, 13:42

ვერ დამაბრალებ.

ფიქრისგაუმხელად მესალმები,
თვალებშიც რატომღაც არ მიყურებ,
მახსოვს ბავშვობაში კესანების,
როგორ მპირდებოდი თაიგულებს.
ცისკრის ღიმილი რომ დამაბარო,
ნამით შეგიგროვებ და მოგიტან,
გინდა ერთგულება დამავალო?!
სულში მაქვს გამჯდარი ბავშვობიდან.
ახლა აკიდოებს ცვარად ადევს
ფერმკრთალი დღეების ნათითური.
სანამდე ამ კარსაც ჩარაზავდეს
ზამთარი,
იქნება დამიბრუნდე.
ზმანებებს თუ შენით გავათენებ,
ქარებს გადავლახავ,
ქარიშხლიანს,
და იქნებ გრძნობებიც გადავღვარო,
მიუსაფრობას რომ განიცდიან.
რომ მერე გაზაფხულს შევხვდეთ ერთად,
თეთრ-მწვანე ენძელებზე ფიფქებს ნადნობს,
რომ მერე ცისთვალა კესანებსაც
დაგვიანებული ფიცი ვანდოთ.
მერე, სიახლოვე შემაპარო
ატმის სურნელების ნიაღვარად.
ვინ იცის,
ის წლებიც გადავყარო,
ფერებწართმეული ფოტოს დარად.
ინატრე,
გულებმა ხეტიალი
კვლავაც ერთდროულად გააგრძელონ,
მუდამ შავ ზღვასავით ფეთიანი
სუნთქვა დავუკოცნოთ საქართველოს.
სულგაშლილ
ლექსებსაც მოგიყვები,
ლექსებით ერთმანეთს ისევ ვგავართ,
მხოლოდ გვაშორებენ ღამეები,
მე ვერ დამაბრალებ ოღონდ ღალატს.

თეა თაბაგარი.
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 22 თებ 2010, 22:14

შენ არასოდეს შეიგუებ შენში სიბერეს
და არ გექნება ესოდენი კრძალვა სიბერის,
ისე ფიცხი ხარ ზღვას სწუნობ და ზეცას იფერებ,
ხოლო თვალებში დაგიხრჩვია ფერი ცისფერი.

თან დაგიხრჩვიაც ყურში ისე გეხამუშება,
ნაკვთებში სახის გემატება წრფელი სიფიცხე,
გაზაფხული კი დაგფენია თმებზე ნუშებად
და ნერვიული მერამდენედ ჩემს თავს იფიცებ -

რომ ბერდებიან არასოდეს შენნაირები,
რომ სულ სხვაგვარი სიყვარულით გეყვარები და...
სანამ ჩემს სტროფებს ჩამოათოვს თოვლი ღირსების,
იცი მე ვგონებ, იცი მე მწამს, იცი მე მინდა -

დამიზეპირო, თუმც ვერ იტან ვიცი სიბერეს
და არ გექნება ესოდენი კრძალვა სიბერის,
ისე ფიცხი ხარ ზღვას სწუნობ და ზეცას იფერებ,
ხოლო თვალებში გეკარგება დრო და ცის ფერი...
. . . კიდევ ერთი დღე . . .

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]