qvevri
რა მახვილი თვალი გქონიათ, მაგრამ ასეთ მარტივ რამეებს თვალის ზედმეტი დაძაბვა არ ჭირდება. არ ღირს, იმიტომ რომ არაფრის დამალვას არ ვაპირებდი. აქ მხოლოდ ამ ადგილის ოდესღაც ჩემგან მინაწერი სახელწოდება გადავშალე. აი ფოტო, და თავად გაარჩევთ.
აი, იმ მთას, ზემოთ რომ მიგანიშნეთ, ჩიტიკიბის (ან ჩიტიკიბეები) მთა ჰქვია, ზღვის დონიდან მდებარეობს 2607 მეტრზე, სოფელ ოშორაში, კი ხართ ჩემო ბატონო იქ ნამყოფი. ეს ეკლესიაც ამ მთაზე მდებარეობს. ამიტომ ვთქვი დაახლოებით 2600 მეტრზე-მეთქი. ეკლესია მთლად მთის თავზე არაა, ამიტომ შესაძლოა -100 ან ცოტა მეტი მეტრი იყოს განსხვავება.
zura N.
რა ვიცი, კია ეს ტყე ამ სიმაღლეზე და რა ვქნა.
ლეონტი
რას გულისხმობთ ფოტო გაცურებით? რატომ რიყის ქვები? იმედია გამოცანას არქიტექტურული გეგმა და ლიპიდარული წარწერები არ უნდა მოვაყოლოთ. ისე კი მოგიხდებათ ცოტა ხნით ამ სიმაღლეზე ასვლა, ნიშნის მოგების სურვილისაგან გათავისუფლდებით.
____________
ეკლესია დათარიღებულია XIV საუკუნით. სამხრეთის მინაშენი დარბაზული ტიპისაა, აღნიშნულია სამხრეთის მინაშენის გადახურვის არაორდინალური გადაწყვეტა.
ცოტა მოშორებით, მთის წვერზე მდებარეობს ციხე, ჩიტიკიბის ციხე. აქედან შესაძლებელია გავაზის (სოფ. ოთა, ასპინძის რ-ნი), ასპინძის, ვარნეთის (ნასოფლარი ვარნეთი, ასპინძის რ-ნი) ციხეების დანახვა. თუ ხილვადობა კარგია, შესაძლებელია ფარავნის ტბის დანახვაც. თავის მხრივ ციხე გადაყურებს ბორჯომის მხარეს. მოკლედ, მიხვდით, რა სტრატეგიული მნიშვნელობაც გააჩნდა თავის დროზე ამ ციხეს.
დადეთ გამოცანები!
