რაღაც დავიბენი...

ვინც ნამყოფი ხართ ფიცესში - ანუ ეს იგივე საორბისი უნდა იყოს
ორი ფიცესია თუ ორი ეკლესიაა ერთ ფიცესში?
http://saunje.ge/index.php?id=894&optio ... =1&lang=ka
საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის რაიონის სოფელ ფიცესის სამხრეთით გარეუბანში, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან ბორცვზე. აგებულია 1152 წელს.
ამის ბიბლიოგრაფიაში მითითებულია მაკალათია - გვერდიც კი ემთხვევა
http://saunje.ge/index.php?id=893&optio ... =1&lang=ka
4. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959.- გვ.36-37. - წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მხატვრობის ნაშთებისა და წმინდანთან დაკავშირებული ხატობის აღწერილობა.
ამავე დროს არის თითქოს მეორე ფიცესიც - უკვე კასპის რაიონშიო....:
ფიცესის ეკლესია (კასპის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა.- თბ., 1959.- გვ.35-36. - სოფლის ძველი ეკლესიის ნანრგევებისა ("თუთრი", წმ. თევდორე) და თევდორობის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ. ხალხური გადმოცემა ძეგლის თაობაზე.
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka
ამავე დროს ორივე თეძმის ხეობაშია!
ვინც ნამყოფი ხართ ფიცესში
ამ ერთ სოფელშია ორი ეკლესია წმ.თევდორე და წმ. გიორგი
თუ ორი ფიცესია? - ერთი კასპის რაიონის და მეორე გორის?
ვერაფერი გავიგე...
