კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by guruli » 24 იან 2010, 23:09

დიდი მადლობა, თანაკარაველნო. გაიხარეთ, თქვენც წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში.
lama
ეს ერთი და სხვა უთვალავი
ერთი და მეორე აღარ გამოვა უკვე - გავასამე ამით. :wink:
თან, სამწლიანი ინტერვალებით გამომივიდა - 2003; 2006; 2009.
ლეონტი
ვინ თქვა შრომა არ ფასდებაო?
ეჰ, კიდევ კარგი, თითო-ოროლა წესიერი და საღად მოაზროვნე მაინც გამოერევა ხელმძღვანელობაში, თორემ უმეტესობაზე რა გითხრა... ჩინოვნიკები სტანდარტებსაც კი გვიდგენენ, რაზე უნდა ვწეროთ და როგორ. თუმცა გუშინ კირკიტაძემაც კი მომილოცა და რაღაცებში დამეთანხმა. არ მეგონა, თუ მიცნობდა და თან ასე ინტენსიურად კითხულობდა პრესას.
tamuna_gudarexi
სულ წარმატებით გევლოს!
ოღონდ კარგი იქნება, სხვა სფეროში და არა აქ. :) ოთხშაბათს მეორე ფრონტი გამიხსნეს ძიუდოისტებმა. :D :D ხალხმა წერა-კითხვა არ იცის, მგონი, ისეთ რამეზე მედავებიან. შარშან მთელი წელიწადი მაგათთან ჩხუბში და ჯახადირში გავატარე. სანამ ისევ ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დაუქნია თითი, მანამდე ვერაფერი გავაგებინე, ახლა კი ვერც ვიფიქრებდი, ისეთ რამეზე ამიშარდნენ. მარტო ძიუდოისტები რომ იყვნენ მასე, კიდევ რა უჭირდა. იმდენს ვხვდები ასეთ სისულელეს, მართლა სერიოზულად მინდა სხვა სფეროში გადანაცვლება - არ მიღირს ამდენ ნერვიულობად. საქართველოში სპორტული პრესა აქამდე შედარებით უხიფათო იყო, მაგრამ უკვე აღარაა მასე.

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by burdiani » 25 იან 2010, 11:19

guruli
აუფ მაპატიე მე ეხლა შევიტყვე და კი დავაგვიანე ამ კახელ იმერელმა რაჭველივით მაგრამ მაინც სჯობს გვიან ჰოდა


გ ი ლ ო ც ა ვ ! :)
საქართველოსთვის!


User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by navigator » 25 იან 2010, 13:55

ვააა, გილოცავ აბა მეც :)
სულ წარმატებები და წინსვლა ამ წელიწადშიც :)
აცხა ღორებო Image

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by nikushanikusha » 25 იან 2010, 20:32

ვაა გილოცავ გურულოოოოო, კიდევ უამრავი წარმატება მომელოცოსს

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by guruli » 25 იან 2010, 22:06

burdiani
მე ეხლა შევიტყვე და კი დავაგვიანე
არ დაგიგვიანია, შაბათს მოხდა ეგ ამბავი. :)
burdiani
nusa
navigator
nikushanikusha
გაიხარეთ. თქვენთვისაც სულ წარმატებები მომელოცოს.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by GT.ge » 26 იან 2010, 18:03

გ ი ლ ო ც ა ვ . . .
guruli wrote:დიდი მადლობა, თანაკარაველნო. გაიხარეთ, თქვენც წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში.
lama
ეს ერთი და სხვა უთვალავი
ერთი და მეორე აღარ გამოვა უკვე - გავასამე ამით. :wink:
თან, სამწლიანი ინტერვალებით გამომივიდა - 2003; 2006; 2009.
ლეონტი
ვინ თქვა შრომა არ ფასდებაო?
ეჰ, კიდევ კარგი, თითო-ოროლა წესიერი და საღად მოაზროვნე მაინც გამოერევა ხელმძღვანელობაში, თორემ უმეტესობაზე რა გითხრა... ჩინოვნიკები სტანდარტებსაც კი გვიდგენენ, რაზე უნდა ვწეროთ და როგორ. თუმცა გუშინ კირკიტაძემაც კი მომილოცა და რაღაცებში დამეთანხმა. არ მეგონა, თუ მიცნობდა და თან ასე ინტენსიურად კითხულობდა პრესას.
tamuna_gudarexi
სულ წარმატებით გევლოს!
ოღონდ კარგი იქნება, სხვა სფეროში და არა აქ. :) ოთხშაბათს მეორე ფრონტი გამიხსნეს ძიუდოისტებმა. :D :D ხალხმა წერა-კითხვა არ იცის, მგონი, ისეთ რამეზე მედავებიან. შარშან მთელი წელიწადი მაგათთან ჩხუბში და ჯახადირში გავატარე. სანამ ისევ ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დაუქნია თითი, მანამდე ვერაფერი გავაგებინე, ახლა კი ვერც ვიფიქრებდი, ისეთ რამეზე ამიშარდნენ. მარტო ძიუდოისტები რომ იყვნენ მასე, კიდევ რა უჭირდა. იმდენს ვხვდები ასეთ სისულელეს, მართლა სერიოზულად მინდა სხვა სფეროში გადანაცვლება - არ მიღირს ამდენ ნერვიულობად. საქართველოში სპორტული პრესა აქამდე შედარებით უხიფათო იყო, მაგრამ უკვე აღარაა მასე.
ერთობ დასანანია... რატო უნდა ხდებოდეს აგი?!.. :( :evil:
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by anano » 26 იან 2010, 19:17

გილოცავ გურულოოოოო! მრავალჯერ მომელოცოს!!!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by Mta Mkvarebia » 27 იან 2010, 09:46

guruli
გილოცავ, ირაკლი :D ძალიან გამიხარდა. სულ უფრო მეტი წარმატებები მოგველოცოს მომავალშიც :)
Image

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by lali » 27 იან 2010, 10:42

guruli


გილოცავ, ირაკლი! სხვა მრავალი წარმატებაც მომელოცოს!
esec gaivlis....


User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by Bivrili » 29 იან 2010, 22:23

გილოცავ ირაკლი !

ჩამოთვლილს კი დაუმატებ ფერეიდანის თემაზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო სტატიის ავტორის სტატუსს

:)
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by guruli » 29 იან 2010, 22:56

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. გაიხარეთ.

GT.ge
რთობ დასანანია... რატო უნდა ხდებოდეს აგი?!.
იმიტომ, რომ მაფიოზურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. მაგრამ კიდევ უფრო ცუდია, რომ ამ სისტემის შექმნაში დიდ როლს ჟურნალისტები ასრულებენ. სამწუხაროდ, დღეს ჟურნალისტები აღარც დარჩნენ - ესენი უფრო საქმოსნები არიან, რომლებიც თავიან სამსახურის მიღმა რაღაც გარიგებებზე ფიქრობენ. აქ ძალიან მარტივი პრინციპი მოქმედებს - ჯერ ესენი უკირკიმალებენ საქმოსნებს, მერე კი ისინი გაჩუმების სანაცვლოდ სამსახურებს სტავაზობენ ამათ. ცხადია, ესენიც თანხმებიან და მერე იმათჳ შავბნელი ბიზნესის წარმომადგენლები ხდებიან, თან განუწყვეტელ პიარს უკეთებენ მედიაში. მოკლედ, აკრიტიკებენ იმისთვის, რომ მერე ეძმაკაცონ და კისერზე ჩამოეკიდონ. ამიტომაც არ მიყვარს ჩემივე სფერო - აქ იმდენ სიბინძურეს ვხედავ... :) ნუ, უფრო ვიხედები შიდა სამზარეულოში, რაც გარედან იმდენად არ ჩანს.
იქით ხელისუფლების მისწრაფება, მაქსიმალურად გააკონტროლოს მედია... :cry: თვითონ საზოგადოებაც იმდენადაა გადაგვარებული, ვინმე რომც არ გაარიტიკო და უბრალოდ თქვა, ისე ვერ გააკეთაო, ამაზეც კი მტერი ხარ მისი! ჰოდა, მომბეზრდა ყველაფერი.
Bivrili
ჩამოთვლილს კი დაუმატებ ფერეიდანის თემაზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო სტატიის ავტორის სტატუსს
რომელი ნახე - თბილისის ფორუმზე რომ დადეს?
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. :cry:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 იან 2010, 02:32

guruli
გილ20ამ სეოკის მიერ 2009 წლის საუკეთესო სპორტულ ჟურნალისტად დასახელებას.
ამას ნამდვილად იმსახურებ.
ჭიდაობის სახეობებში შენ სწორუპოვარი მცოდნე ხარ და ამასთან, ყველა შენი წერილი სწორედ
გულშემატკივრის პოზიციიდან იწერებოდა და არა ჩასაფრებულის.
შენმა წერილებმა, სადაც ქართული ძიუდოს ბოლოდროინდელი პრობლემები სააშკარაოზე გამოგქონდა,
მასზე სასიკეთო გავლენა მოახდინეს.
აი, თუ მსოფლიო დ ოლიმპიურ ჩემპიონს ირაკლი ცირეკიძეს შენი გულშემატკივრობით
ქართულ ძიუდოს დაუბრუნებ, 2010 წლის საუკეთესო სპორტჟურნალისტობაც გარანტირებული გექნება.
ასმის გარეშეც, ცხადია, იმსახურებ დაფასებას.
ამავე თემაში რამდენიმე თვის წინათ ვწერდი, გურულს წარმატებები წინ აქვს-მეთქი.
ისევ ამ აზრზე ვარ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კარაველებო!!! დღეს გურული წლის სპორტულ ჟურნალისტად აღიარეს

Post by guruli » 30 იან 2010, 15:08

GAMARJOBA SAKARTVELO - გაიხარე, დიდი მადლობა.
სადაც ქართული ძიუდოს ბოლოდროინდელი პრობლემები სააშკარაოზე გამოგქონდა,
მასზე სასიკეთო გავლენა მოახდინეს.
ზუსტად მაგაზე არიან აღრენილები. :D
აი, თუ მსოფლიო დ ოლიმპიურ ჩემპიონს ირაკლი ცირეკიძეს შენი გულშემატკივრობით ქართულ ძიუდოს დაუბრუნებ
ჩემი გულშემატკივრობით არა, მაგრამ დაბრუნდა უკვე. აქ არ მინდა ყველაფრის დაწერა, მაგრამ მაგან მიაღწია თავისას - გაინაღდა ხელფასი და დაბრუნდა. :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]