Wanderer
მე ერთ ქვეყანას დაგისახელებ თუ გინდა რომელიც ვერ გაამუსლიმანეს საუკუნეების მანძილზე
დარწმუნებული ხარ? კი, 2/3 გადარჩა, მაგრამ 1/3 სწორედ გამუსლიმანდა. სამხრეთ-დასავლური მესამედი, რომლის საერთო სახელი გამუსლიმანების პერიოდში იყო სამცხე და რომელიც ბევრ ლამაზ და მნიშვნელოვან კუთხეს მოიცავს. ამ რეგონის უმეტესი ნაწილი დღესაც დაკრგულია, დანარჩენი კი საფრთხის ქვეშ არის.
რელიგიურ ანტაგონიზმს(და აქედან გამომდინარე ექსპანსიას) არ აქვს მომავალი საერთოდ
წინასწარ რა იცი, რას აქვს და რას არა აქვს მომავალი?

რელიგიურ ექსპანსიაზე დღეს იხარჯება დიდი ფული სერიოზული ადამიანების და სახელმწიფოების მიერ. მე კი ნუ მიმტკიცებ, მათ დაუკმტკიცე რომ რელიგიურ ექსპანსიას მომავალი არა აქვს და ტყუილად ხარჯავენ რესურსებს. ხოლო თუ ვერ დაუმტკიცებ, მაშინ ყოველი შემთხვევისთვის სცადე დაიცვა შენი ქვეყანა ასეთი ექსპანსიების მცდელობებისგან
lama
Wanderer
საუკუნეებს რაც შეეხება - მეზობელი ქვეყნების გამუსლიმანება ხდება მაშინ, როდესაც არსებობენ სერიოზული ილსმაური სახელმწიფოები, რომლებიც ამაზე რესურსებს ხარჯავენ.
7-9 საუკუნეებში იყო არაბეთის ხალიფატი. მისი მოღვაწეობის შედეგად ქრისტიანული ქვეყნები ეგვიპტე, სირია, ლიბანი, მაღრიბი, კავკასიის ალბანეთი გახდნენ ისლამური ქვეყნები და ასეთებად დღემდე რჩებიან. მხოლოდ ქრისტიანულ ქვეყნებზე ვსაუბრობ, თორემ სხვებიც გამუსლიმანებულან.
შემდეგ შეიქმნა სელჯუკთა სასულთანო და 11-12 სს-ში გამუსლიმაებული ქრისტიანული ქვეყნების სიას დაემატნენ მცირე აზიის (დღევანდელი თურქეთის) ქვეყნები, მათ შორის კარაველების მიერ ასე მოწონებული კაპადოკია. კავკასიის ალბანეთში განადგურდა ქრისტიანობის ბოლო ნარჩენები.
13-14 სს-ში ამ სამწუხარო სიას შეემატა ნუბია - დღევანდელი სუდანი. ვინც არ იცის, ნუბია იყო საკმაოდ განვითარებული ქრისტიანული კულტურის ქვეყანა. იქ დღესაც კი შემორჩენილია ქრისტიანული ეკლესიების და ფრესკების ნარჩენები. ეს მოხდა ისლამური ეგვიპტეს მოღვაწეობის შედეგად. ეგვიპტე მაშინ ძლიერი იყო.
12-15 საუკუნეების მანძილზე ახლო აღმოსავლეთსა დ ევროპაში (აფრიკისგან განსხვავებით) არავინ გამუსლიმანებულა, რადგან არ არსებობდა ძლიერი ისლამური სახელმწიფო, რომელიც ამაზე რესურსებს დახარჯავდა. მაშინდელი ლამა და უონდერერი ირწმუნებოდნენ, რომ ისლამური ექსპანსიის პერიოდი დასრულდა.
მაგრამ მათთვს სამწუხაროდ გამოჩნდა ოტომანთა იმპერია. მისი წყალობით დღეს ალბანეთი და ბოსნია არიან ისლამური ქვეყნები. და კიდევ ტაო-კლარჯეთი.
18-20 საუკუნეების მანძილზე ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არავინ გამუსლიმანებულა, რადგან არ არსებობდა ძლიერი ისლამური სახელმწიფო, რომელიც ამაზე რესურსებს დახარჯავდა.
დღეს არსებობენ. და ხარჯავენ. თუ ფიქრობთ, რომ ტყუილად ხარჯავენ, აუხსენით ეს მათ. თუ არადა თვალებს ნუ ხუჭავთ და დაფიქრდით იმაზე, რომ თუკი ვიღაცას უნდა ფულის დახარჯვა მეჩეთების და ისლამური სასწავლებლების მშენებლობაზე, ესე იგი მას აქვს გარკვეული მიზნები, რომელთა მიღწევასაც ცდილობს ამ გზით.