მზიური SOS!!!....
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
მზიური SOS!!!....
აბა რა პროექტია გვითხარი
მზიური SOS!!!....
david1
აი მე კი მგონია, რომ უმეტესწილად მართალი ხარ
masai11, შენ მით უმეტეს..
ჯერ ეს ერთი, რომ მხოლოდდამხოლოდ გზის სუნი არ უდის მაგ ამბავს... უცებ რომაელების დამხეცებული ტაქტიკა გამახსენდა, მაგრამ ამ მიმართულებით ანალოგიებს აღარ გავაკეთებ, რადგან მიუხედავად "სუნი"-სა, ეს ჯერ დანამდვილებით არ ვიცი, კიდევ რა "ღირსშესანიშნაობები" მოყვება მაგ გზას.
ვიტყვი იმაზე, რაზეც დანამდვილებით შემიძლია ლაპარაკი.
უთვალავი მანქანების ხრჩოლით აქოთებული ჩვენი დედაქალაქის უმთაევრესი და ლამის ერთადერთი სასუნთქი არტერია მტკვრის ხეობა და ამ ხეობას გამოყოლილი, ჩრდილო-დასავლეთიდან დაბერილი ქარია. ამ ქარს უნდა ვუმადლოდეთ, ჯერ კიდევ რომ შეიძლება აქ სუნთქვა.
ახლა ვაკეს რაც შეეხება - ეს რაიონი მტკვრის ხეობისგან მთლიანად გამოყოფილია. ასევე, ქალაქის გარეთა მხრიდან (ვაკე-საბურთალოს გზით) ჩაკეტილია ვერეს ხეობა, რომლის გასწვრივაც მდებარეობს ვაკე. ამის გამო თვითეული ხის სიცოცხლე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ უბანში... ერთი ვაკის პარკია დასაწყისში, შემდეგ კი, მიყოლებული ვარაზისხევამდე, არაფერი, მზიურის გარდა.
david1, სრულიად არ გამკვირვებია, როცა თქვი, რომ არანაირ კვლევებს არ ეფუძნება ეს პროექტი. ამბიციური უცოდინრების ბოგინი დღესდღეობით თითქის ყველა სფეროს ჭირია.
მაგ პროექტის იდეის ავტორი ვაჟბატონები, როცა სამომავლო შემოსავალს ითვლიდნენ კმაყოფილი სახეებითა და ხელების ფშვნეტით, წუთით მაინც დაფიქრდნენ ნეტა, ჯერ იმხელა ხრონგის მშენებლობა რას უზამდა მზიურს და ამ მშენებლობის მერე კი რა დღე დაადგებოდა იქაურ ჰაერს, კიდევ ერთი ჭავჭავაძის გამზირი რომ გადაიჭიმებოდა იმსიგრძეზე?!
ჰო, არ ვამტყუნებ მაგ ხალხს. მათ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ "თანამედროვე" ადამიანისთვის უმთავრესია პროგრესი! სისწრაფე! ჩქარა! ჩქარა! წამი წამის წილ! მეტი სისწრაფე! მეტი ფული! უკეთესი მანქანა! და ვინ მოთვლის კიდევ, რა აღარ..
ეს ყველაფერი გაუცნობიერებელ თვითმიზნადაა ქცეული და ამიტომ, როგორც არასდროს აქამდე, მეოცე საუკუნის განსაკუთრებით მეორე ნახევარიდან მოყოლებული, ამ ცხოვრების წესმა კაი-კაი ნევროზებიც მოუტანა მილიონობით ადამიანს... თან ახიცაა მათზე და თან მსხვერპლებიც არიან გარკვეულწილად...
მზიურის გადარჩენილი ნაწილი კი სამუდამოდ გამოეთხოვება სიწყნარესა და სუფთა ჰაერს. ვის რად უნდა სიწყნარე? სიწყნარე სხვანაირ ფიქრებს აღძრავს...
ეს ფიქრები კი ჰომო ფაბერს ხელს უშლის თავისი ბიზნესის უკეთეს მენეჯმენტში.
და ჩაინთქა ადამიანი ამ ტექნოკრატიულ მორევში....
აი, წითელ უდაბნოში რომ აღმოჩნდება ასეთი ადამიანი, მერე ძალიან გვიან იქნება..
დროზე გამახსენდა, რომ შევჩერდე, თორე ახლა მთლად გავუტევ..
მოკლედ, ეს საყოველთაო ჭირია დღეს. რატომ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, ამდენმა რკინის ხრონგმა, უძღებად რომ ნთქავს ადამიანის და სხვა ცოცხალი არსების წილ ჰაერს და უმადურად შხამს რომ აბრუნებს, რომ კიდევ უფრო მეტგან და თავისუფლად იდრიხინოს? და ეს რის ხარჯზე? ჯანსაღი ჰაერის, სიწყნარის, საცხოვრებელს მოკლებული ჩიტების და პატარა მხეცუნების და ვაი, რომ ადამიანის სულის სიჯანსაღის ხარჯზეც...
ეგეც ომით ნასაზრდოები ცივილიზაციის ნაყოფთაგანი.
არ დავღლილვარ, მაგრამ მაინც გაჩერება ვარჩიე.
დროებით მაინც.
დანარჩენი ჩემმა ხელმოწერამ გააგრძელოს:
მზიური SOS!!!....
N67 wrote:

მანიფესტია

- z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
მზიური SOS!!!....
N67
უუფ როგორ ვფიქრობდი მაგ ყველაფერს და დაწერა და აზრების ჩამოყალიბება დამეზარა უბრალოდ
ძირს ტექნოკრატია

N 67!!!
მიყ-ვარ-ხარ!!!
იქნებ ყველამ კარგად გაიაზროს ნიკას სიტყვები! იქნებ მოვეშვათ იმ ადამიანების ქილიკს,რომლებსაც რაღაცის გადარჩენის იმედი აქვს... ხომ არ შეიძლება ყველა დაავადებულად შერაცხოთ ვისაც პროტესტის გრძნობა აქვს დღეს მიმდინარე გარკვეული მოვლენების მიმართ....
...და მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ეს პოლიტიკაა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ასეთი თემებისათვის პოლიტიკის წოდებით, დაცინვითა და ჩაწიხვლით, რომ ჩვენ მომავალი არ გვიწერია ეგ ნამდვილად ვიცი!!!
ბოლოს აღმოჩნდება, რომ მრავალმა ადამიანმა "ზედმიწევნით იცოდა" პროექტის შესახებ, თუმცა პროექტი ისეთივე მახინჯი და საშიში აღმოჩნდა როგორც ამ სიმწვანეში აშენებული ბეტონის უსახური კონსტრუქციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გაზულუქებული ადამიანის ქალაქის ცენტრში არსებულ სიმწვანეში ცხოვრების დიდი სურვილის შედეგია....
იქნებ რომელიმე თქვენგანმა, რომლებმაც როგორც აღმოჩნდა კარგად იცით პროექტის შესახებ წარმოადგინოთ ის და ვნახოთ, ვინ, რას, სად და როგორ აშენებს....

"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
მზიური SOS!!!....
დიდი მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის.
ვინმეს თუ აქვს პროექტი ხომ შეიდძლება, რომ გვანახოს?!
გზის განტვირთვის ამბავში??? აქ რომ აშენდეს დიდი და სწრაფგამტარიანი გზა, ეს რომ შეუერთდება იმ ძველ გზას, იქ რა მოხდება!? ვინ დაითვალა?
რაც შეეხება ხილიანი და ჭავჭავაძის შემაერთებელ გზას ეგ სხვა ამბავია. ის გააკეთონ კარგად.
ეკოლოგიის ამბავში კი: ეს ადგილი გეოგრაფიულად არის ორმო. თუ აქ ხეების მაგივრად მანქანები ივლიან ...
ჩადით და ნახეთ სად წარმოგიდგენიათ იქ გზა. შუშის გვირაბები და ლოსანჯელესის ესტაკადების თქვენ თუ გჯერათ?!.
მე ასე ვხედავ ამ ამბავს: შემოვლენ ტრაქტორები , გადათხრიან იქაურობას. მერე ფული აგარ გვყოფნისო, დაიხარჯაო და წავა კორპუსების და კალონკების მშენებლობა.
მოკლედ თუ მისახედია ეს თემა მივხედოთ!!!

ძალიან კარგია მეტი გზა და ნაკლები საცობი
მეც მაწვალებს ეგ საკითხი, მაგრამ ვაი რომ ეს თბილისი ამდენი ბეტონის სახლებისგან და გატენილი ქუჩებისგან ვეღარ სუნთქავს საერთოდ
კიდევ ერთი ასფალტის გზა ნიშნავს კიდევ ერთ მუდმუვ გამონახრჩოლს შუა მზიურში, სადაც ასე თუ ისე კიდევ არის ჰაერი ---
გზა მართლა ძალიან კარგია, მაგრამ მაშინ მე წავალ ალბატ მალე და სოფელში გადავალ საცხოვრებლად.
ისეთი სუნია თბილისში შუშას არ ვწევ დაბლა.
ჩემი სახლიდან ტბილისის ხედი იშლება ..ვაკე და საბურთალო და ყოველ დღე ვხედავ როგორ ადევს ერთი დიდი მოყავისფრო სქელი ფენა.
წესით ვარკეთილიც უნდა ჩანდეს, მაგრამ არ ჩანს თუ ქარი არ არის.
ფუუ რა
მე მზიური სულ არ მეძვირფასება და არც იქ ვსეირნობ
უბრალოდ მწვანე ნადგურდება
ხეს და ბუჩქს არ ტოვებენ
ოღონდ სახლი ჩააკვეხონ
და ეხლა გზაც
მივესალმები გზას, ოღონდ ისე ნუ იზავენ რომ თბილისი საცხოვრებლად მალე საერთოდ აღარ ვარგოდეს.
ჩვენთან ხომ წესი კანონი და მსგავსი რამეები არ არსბობს
არ მიკვირს 1 წამითაც თუ არ არსებობს საჭირო დასკვნები სპეციალისტებისგან.

პროექტიო?აქქვთ როოო?
ისეთივე პროექტი ექნებათ როგორც უამრავი ბინა და შენობა დაანგრიეს პირადი ინტერესების გამო,აქაოდა ფასადებს ამახინჯებსო...ეს ნამდვილად არაა პოლიტიკური თემა,უბრალოდ ყველას თავისი აზრი აქვს სად და როგორ უნდა რომ იცხოვრობს და ვფიქრობ სავსებით სამართლიანი იცოდეს რას უპირებენ და თუ არ მოწონს გააპრეტოსტოს.

bag,music and a long road...