ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by gio giorgi » 30 აპრ 2008, 23:50

Mta Mkvarebia

ქსნის ხეობა უნდა იყოს....ბოლოს მანდ იყავი და მაგიტომ :roll:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by Mta Mkvarebia » 30 აპრ 2008, 23:56

gio giorgi

ვერ გამოვიდოდა შენგან შერლოკ ჰოლმსი, ცოტა დედუქცია დასახვეწი გაქვს :wink: . ქსნის ხეობაში სექტემბერში ვიყავი :wink: , იმის მერე სად არ ვიყავი შენ ის თქვი თორემ... უბრალოდ, თითქმის ყველგან კარავთან ერთად დავდივარ და ის სურატები რომ დავდო, მაშინვე გამოიცნობენ :wink:

კარგი ბატონო, კიდევ ერთს მიგახვედრებ, უკვე ისეთ მინიშნებას მოგცემ, აუცილებლად მიხვდები :D

აი ახლო-მახლო რა არის
Image

ეს კიდევ ტაძრის შიდა ხედი
Image
Image

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by gio giorgi » 01 მაი 2008, 00:05

Mta Mkvarebia

:roll:ჩარგალი უნდა იყოს....
უბრალოდ, თითქმის ყველგან კარავთან ერთად დავდივარ და ის სურატები რომ დავდო, მაშინვე გამოიცნობენ
სამაგიეროთ მე არ დავდივარ და არ ვიცი სად ხარ ნამყოFი :roll:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by Mta Mkvarebia » 01 მაი 2008, 00:12

gio giorgi

მართალი ხარ, ჩარგალია, წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, რომლის ეზოში ვაჟა-ფშაველას მშობლები არიან დაკრძალულნი.
gio giorgi wrote:
სამაგიეროთ მე არ დავდივარ და არ ვიცი სად ხარ ნამყოFი :roll:
მარტო შენს გამოსაცნობად ხომ ვერ დავდებ :wink:

აბა, შემდეგი
Image
Image

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by gio giorgi » 01 მაი 2008, 00:21

Mta Mkvarebia
მარტო შენს გამოსაცნობად ხომ ვერ დავდებ
ისედაც მარტო მე ვიცნობ და რა მოხდა მერე,?,,, :)


აბა, შემდეგი
ეს უკვე ძაან მარტივია... :wink:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by Mta Mkvarebia » 01 მაი 2008, 00:26

gio giorgi wrote: ისედაც მარტო მე ვიცნობ და რა მოხდა მერე,?,,, :)
დარწმუნებული ვარ, არც გაწითლებულხარ :wink:
აბა შემოვიდეს გიორგი ბაგრატიონი, ლეონტი, მაკენა, ქვევრი... :wink:

მაინც მარტო შენ იცნობ და მითხარი პასუხი (მარტო ადგილმდებარეობა არა, რა ეკლესიაა ისიც, მათთვის ვინც არ არის იქ ნამყოფი) და მერე სხვას დავდებ :D
Image

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by gio giorgi » 01 მაი 2008, 00:34

Mta Mkvarebia
აბა შემოვიდეს გიორგი ბაგრატიონი, ლეონტი, მაკენა, ქვევრი...
:oops: :roll:

ნუ ეს ხალხი რომ არა ამ ტემას აზრიც არ ექნებოდა ეს ვიგულისხმე.... :roll:


მაინც მარტო შენ იცნობ და მითხარი პასუხი (მარტო ადგილმდებარეობა არა, რა ეკლესიაა ისიც, მათთვის ვინც არ არის იქ ნამყოფი) და მერე სხვას დავდებ
შიო ღვიმის მონასტრის ჯვართამაღლების დარბაზული სტილის ტაძარი რომელიც თარიღდება 12 საუკუნით და შემორჩენილია 13 საუკუნის მხატვრობა... :wink:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by Mta Mkvarebia » 01 მაი 2008, 00:41

gio giorgi wrote: შიო ღვიმის მონასტრის ჯვართამაღლების დარბაზული სტილის ტაძარი რომელიც თარიღდება 12 საუკუნით და შემორჩენილია 13 საუკუნის მხატვრობა... :wink:
ამომწურავი პასუხია, ვერაფერს იტყვი :D

აბა ეს რომელი ტაძრის წარწერაა?
Image
Image

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by gio giorgi » 01 მაი 2008, 00:43

Mta Mkvarebia

ბარაკონიი? მაინც რაჩველი ხარ და :roll:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by Mta Mkvarebia » 01 მაი 2008, 00:57

gio giorgi

ვიცოდი თარიღი შეცდომაში შეგიყვანდა :) და შეეშვი შერლოკ ჰოლმსობას, ხომ ხედავ არ გამოგდის :wink: ბარაკონი მე-18 საუკუნის ძეგლია :)

აი ზოგიერთი ცნობა ტაძრის შესახებ:
საძირკველი მე-6 საუკუნეს განეკუთვნება, მაგრამ დღევანდელი სახით ის მე-19 საუკუნეშია აგებული, კიდევ ყოფილა მისი დამაარსებელის მიერ აგებული სხვა ტაძარიც, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, და მესამე ტაძარი, რომლის ადგილ-მდებარეობა არ არის ცნობილი, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ალბათ ისიც დანგრეულია. მეორე ტაძრის ნანგრევებს რაც შეეხება, არ იცოდნენ, რომ ადრე იქ ეკლესია ყოფილა. მოსახლეობას ქვის ნატეხები წაუღია თავიანთი საცხოვრებელი სახლების მოსაწყობად, მაგრამ იმ ოჯახებს ათასი უბედურება დასტყდომია თავს. და აქ გაჩენილა ეჭვი რომ ეს ეკლესიის ნანგრევები შეიძლებოდა ყოფილიყო. ქვები უკან დაუბრუნებიათ და საძირკვლის გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, რომ აგებულებით ეს ნამდვილად ეკლესია იყო. ტაძრის დამაარსებელის საფლავის ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, ვარაუდობენ რომ ის მის მიერ აშენებულ ერთ-ერთ ტაძარში უნდა იყოს დაკრძალული, მაგრამ კონკრეტულად სად, არ იციან.

აბა? :D
Image

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by gio giorgi » 01 მაი 2008, 01:02

Mta Mkvarebia

ოჰო აი ისტორიააც

ლარგვისიი? :roll:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by Mta Mkvarebia » 01 მაი 2008, 01:08

gio giorgi

რომელი ლარგვისი, გუმბათიანი რომაა და აშკარად რომ ეტყობა არქიტექტურულად რომ დაცემის პერიოდშია აგებული? :wink:

მაგ იმედი მაქვს შენი? :wink:

მე-6 საუკუნე არაფერს გეუბნება? :wink: , ჩამოყევი აბა შენი დედუქციის მეთოდით, დარწმუნებული ვარ 13-ვე ადგილას ნამყოფი იქნები :wink:

ესეც შენ კიდევ ერთი მინიშნება :wink:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by Mta Mkvarebia » 01 მაი 2008, 01:15

gio giorgi

დავდო ტაძრის მთლიანი გამოსახულება? :D
Image

User avatar
gio giorgi
მაწანწალა
Posts: 339
Joined: 25 მაი 2007, 12:38
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by gio giorgi » 01 მაი 2008, 01:28

Mta Mkvarebia
აჰა ნახევარი გამოსახულება მაინც დადე :roll:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი II

Post by Mta Mkvarebia » 01 მაი 2008, 01:29

Image

აბა? :D
Image

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]