კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:34, edited 1 time in total.
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ჩემი დღე კი ასეთია ...
არ ვიცი, უნდა გიცნო თუ არა,
ეჭვის ვარსკვლავით შუბლში მოვედი,
მოვუახლოვდი მზეს - სატყუარას
შენ - თვალთმაქცი ხარ, მე კი - პოეტი -
ორგზის თვალთმაქცი. ოდნავ კეხიან
პროფილს ჩავხატავ, ფაქიზად თვალში,
თუ გსურდა მკლავზე გადაგეხვია
ნაწნავი, როგორც ბაწარი, - წავშლი
ამ ნაწნავს, ანდაც დანით გადავჭრი, -
თუ არ უშველა სიტყვით თამაშმა;
და ამ სიყვარულს რომ გადავრჩები,
ახალ სიმშვიდეს რწმენით დავლაშქრავ,
თმასაც გავიზრდი უწინდებურად,
ლექსებსაც ვიტყვი მშვიდად, დამარცვლით.
ჯერ კი ვჩურჩულებ ასე, ურწმუნოდ:
მე პოეტი ვარ და შენც - თვალთმაქცი ( ? )
ლელა სამნიაშვილი
არ ვიცი, უნდა გიცნო თუ არა,
ეჭვის ვარსკვლავით შუბლში მოვედი,
მოვუახლოვდი მზეს - სატყუარას
შენ - თვალთმაქცი ხარ, მე კი - პოეტი -
ორგზის თვალთმაქცი. ოდნავ კეხიან
პროფილს ჩავხატავ, ფაქიზად თვალში,
თუ გსურდა მკლავზე გადაგეხვია
ნაწნავი, როგორც ბაწარი, - წავშლი
ამ ნაწნავს, ანდაც დანით გადავჭრი, -
თუ არ უშველა სიტყვით თამაშმა;
და ამ სიყვარულს რომ გადავრჩები,
ახალ სიმშვიდეს რწმენით დავლაშქრავ,
თმასაც გავიზრდი უწინდებურად,
ლექსებსაც ვიტყვი მშვიდად, დამარცვლით.
ჯერ კი ვჩურჩულებ ასე, ურწმუნოდ:
მე პოეტი ვარ და შენც - თვალთმაქცი ( ? )
ლელა სამნიაშვილი
წამო, ზღაპარში ...
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
უსათაურო ლექსი ტოლხას ციკლიდან
***
ტოლხამ თქვა, ასე ვიცანი
საწუთრო, სამზეობელი
ერთისთვის - გრძელი კვნესაა
ხვისთვის - წამწამის მსწრობელი
კაცს არ შეშვენის ტირილი
და ლხინში სმა უმღერელი.
თავისას იზამს სოფელი
და ბედის წერამწერელი.
გააერთფერებს დღე-ღამეს
ცისა და ქვეყნის მპყრობელი.
ასეა, ასე ვიცანი,
სამზეო, საწუთრობელი.
ალუდა არაბული "მთვარის საყურე"
***
ტოლხამ თქვა, ასე ვიცანი
საწუთრო, სამზეობელი
ერთისთვის - გრძელი კვნესაა
ხვისთვის - წამწამის მსწრობელი
კაცს არ შეშვენის ტირილი
და ლხინში სმა უმღერელი.
თავისას იზამს სოფელი
და ბედის წერამწერელი.
გააერთფერებს დღე-ღამეს
ცისა და ქვეყნის მპყრობელი.
ასეა, ასე ვიცანი,
სამზეო, საწუთრობელი.
ალუდა არაბული "მთვარის საყურე"
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
გათხოვდი, ჩემს ტკივილს გილოცავ
ყეფით გადაფრენილ ყორანს
მე სხვა სასწაული ვინ მომცა,
სხვა ცას დაკიდული თოვა
გათხოვდი, ჩემს ლოდინს გილოცავ
გზებზე ჩამოღლილი თვალით,
მე სხვა სასწაული ვინ მომცა,
სხვა სიზმრის შელეწილი კარი
გათხოვდი, ჩემს ღამეს გილოცავ,
მთვარით, ცრემლის კენტი წვეთით,
მე სხვა სასწაული ვინ მომცა,
სხვა ჯვარს მილურსმული ღმერთი!
ყეფით გადაფრენილ ყორანს
მე სხვა სასწაული ვინ მომცა,
სხვა ცას დაკიდული თოვა
გათხოვდი, ჩემს ლოდინს გილოცავ
გზებზე ჩამოღლილი თვალით,
მე სხვა სასწაული ვინ მომცა,
სხვა სიზმრის შელეწილი კარი
გათხოვდი, ჩემს ღამეს გილოცავ,
მთვარით, ცრემლის კენტი წვეთით,
მე სხვა სასწაული ვინ მომცა,
სხვა ჯვარს მილურსმული ღმერთი!
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
დოღი
1
მიგვაქროლებდნენ თეთრი მერნები,
ქაფით დათქორილ ლაგმების ლოკვით.
უკან გარბოდნენ, ვიდ ცისტერნები,
მთები დათხრილი ტაიჭთა ფროქვით.
შენ გამირბოდი - თეთრი ირემი,
მოგდევდი მზერით მოციმციმეთი
და ვირხეოდი, როგორც ტრირემა,
როდესაც შორით გამიღიმებდი.
ვით საოცრება, მზისებრ ელვარე
მთა რამე ჩანდა შორს ამართული,
მწვედ მიგვიწვევდა იგი მწვერვალი-
ჯადო-თილისმა შუქამარტული.
მიგვაქროლებდნენ სალთა მერნები
და ჩვენ, ჭაბუკნი, დროს და გარემოს
არც ვგრძნობდით, ალბათ, თვალგაშტერებით
შევტრფოდით მწვერვალს თეთრად გარინდულს.
2
როდესაც რბოლით ნაქარბუქები
ირგვლივ ვავლებდი მიბნედილ მზერას,
ვხედავდი ჩემებრ მზეჭაბუკები
ვით მიელტვოდნენ შორეულ მწვერვალს.
იყო ყიჟინა თავაწყვეტილი,
ყველა მხედარი მისდევდწა მიჯნურს
და კაშკაშებდა ოქროს სვეტივით
მთა იგი- მაღალ ოცნების მიჯნა.
გზაში გვხვდებოდნენ ჯანდაგ ცხენებით
ბერიკაცები ნაბიჯგვიანი,
შემოძარცულნი, ჯან დაცლილები
გვირჩევდნენ მხედრებს ხმით ნაღვლიანით:
„ამაოდ მიჰქრით. დაბრუნდით, გიჯობთ,
უკან მოდიაან ყველა ჩვენები;
იმედი ცდება, ოცნება გიჟობს,
ბედი ფუჭია, ტრფობა-ჩვენება.
თეთრი მწვერვალიც არის მირაჟი,
უქმი ქირემა და მოლანდებბა;ამაოდ შვრება თამამი რაში
და ჭაბუკური გულის ანთება.
გაივლით მანძილს სწრაფად, ვით ლანდი
მოგხრით ნაღველი და დაბერება,
ვერ დაეწევით სიყვარულს ნამდვილს,
ვერც საოცნებო ბედნიერებას.
აი, შეგვხედეთ, როგორ მოგვღუნეს
ამაოდ ქროლის გიჟურმა წლებმა,
ჩვენც, ყრმანი, თქვენებრ ვგეშავდით ჰუნეს
და მიველტვოდით მიჯნურთ და მწვერვალლლის“.
3
ვინ აჰყვებროდა მოხუცთა ჩივილს,
ვინ შეისმენდა მათს დარიგებას;
მათრახი გველურ იწყებდა წივილს,
ჰუნე სწრაფრისგან გზას ვერ ინებდა...
გავიდა წლები. ჯან დაცლილებმ,
შემოძარცულნი. უქმად მარენი,
დაბერებულნი, ჯანდაგ ცხენებით
უკან ვბრუნდებით მგლოვიარენი.
რაღა თქმა უნდა, ბედი მტარვალი
ჩვენ გაგვიმტყუნდა როგორც სიზმარი:
უქმი გამოდგაოქროს მწერვალი
და ვერც ვეწიეთ ტრფობას ჭეშმარიტს.
ვბრუნდებით უკან. კვალად ყიჟინა
ისმის და გზათა აქარბუქებით,
თეთრი მერნებით, თვალებჟინჟღილა,
ჯიქურ მიქრიან მზეჭაბუკები.
და მინდა ვუთხრა: დაბრუნდით გიჯობთ,
უკან მოდიან ყველა ჩვენები.
იმედი ცრუობს, ოცნება გიჟობს,
ტრფობა-ფუჭია, ბედი-ჭვენება.
მწვერვალი იგი არი მირაჟი,
უქმი ქიმერა და მოლანდება,თ
ამაოდ შვრება თამამი რაში და
ჭაბუკური გულის ანთება.
გაივლით მანძილს სწრაფად, ვით ლანდნი,
მოგხრით ნახველი და დაბერება,
ვერ მიეწევით სიყვრულს ნამდვილს,
ვერც საცნებო ბედნიერებას.
აი, შეგვხედეთ, როგორც მოგვღუნეს
ამაო ქროლის გიჟურმა წლებმა;
ჩვენც, ყრმანი, თქვენებრ ვგეშავდით ჰუნეს
და მიველტვოდით მიჯნურთ და მწვერვალს...
ეს მინდა ვუთხრა და მაინც ვდუმვართ:
იქროლონ,-დროის არ ჰქონდეს თნევა
და სიჭაბუკეს -უტკბილეს სტუმარს
წაართვან რაც კი გამოერთმევა.
მერეც ეყოფათ ჯავრის იჯარა,
სიბერის ელდა, ვალალი გულთა...
გინდ ვუთხრა, მაინც ვინც დამიჯერებს,
მყის გამკილავენ და ასეც უნდა!
მიტომაც ვდუმვარ,
დე, სიყრმეს- სტუმარს
წაართვან თუ რამ გამოერთმევათ.
გაბრიელი
1
მიგვაქროლებდნენ თეთრი მერნები,
ქაფით დათქორილ ლაგმების ლოკვით.
უკან გარბოდნენ, ვიდ ცისტერნები,
მთები დათხრილი ტაიჭთა ფროქვით.
შენ გამირბოდი - თეთრი ირემი,
მოგდევდი მზერით მოციმციმეთი
და ვირხეოდი, როგორც ტრირემა,
როდესაც შორით გამიღიმებდი.
ვით საოცრება, მზისებრ ელვარე
მთა რამე ჩანდა შორს ამართული,
მწვედ მიგვიწვევდა იგი მწვერვალი-
ჯადო-თილისმა შუქამარტული.
მიგვაქროლებდნენ სალთა მერნები
და ჩვენ, ჭაბუკნი, დროს და გარემოს
არც ვგრძნობდით, ალბათ, თვალგაშტერებით
შევტრფოდით მწვერვალს თეთრად გარინდულს.
2
როდესაც რბოლით ნაქარბუქები
ირგვლივ ვავლებდი მიბნედილ მზერას,
ვხედავდი ჩემებრ მზეჭაბუკები
ვით მიელტვოდნენ შორეულ მწვერვალს.
იყო ყიჟინა თავაწყვეტილი,
ყველა მხედარი მისდევდწა მიჯნურს
და კაშკაშებდა ოქროს სვეტივით
მთა იგი- მაღალ ოცნების მიჯნა.
გზაში გვხვდებოდნენ ჯანდაგ ცხენებით
ბერიკაცები ნაბიჯგვიანი,
შემოძარცულნი, ჯან დაცლილები
გვირჩევდნენ მხედრებს ხმით ნაღვლიანით:
„ამაოდ მიჰქრით. დაბრუნდით, გიჯობთ,
უკან მოდიაან ყველა ჩვენები;
იმედი ცდება, ოცნება გიჟობს,
ბედი ფუჭია, ტრფობა-ჩვენება.
თეთრი მწვერვალიც არის მირაჟი,
უქმი ქირემა და მოლანდებბა;ამაოდ შვრება თამამი რაში
და ჭაბუკური გულის ანთება.
გაივლით მანძილს სწრაფად, ვით ლანდი
მოგხრით ნაღველი და დაბერება,
ვერ დაეწევით სიყვარულს ნამდვილს,
ვერც საოცნებო ბედნიერებას.
აი, შეგვხედეთ, როგორ მოგვღუნეს
ამაოდ ქროლის გიჟურმა წლებმა,
ჩვენც, ყრმანი, თქვენებრ ვგეშავდით ჰუნეს
და მიველტვოდით მიჯნურთ და მწვერვალლლის“.
3
ვინ აჰყვებროდა მოხუცთა ჩივილს,
ვინ შეისმენდა მათს დარიგებას;
მათრახი გველურ იწყებდა წივილს,
ჰუნე სწრაფრისგან გზას ვერ ინებდა...
გავიდა წლები. ჯან დაცლილებმ,
შემოძარცულნი. უქმად მარენი,
დაბერებულნი, ჯანდაგ ცხენებით
უკან ვბრუნდებით მგლოვიარენი.
რაღა თქმა უნდა, ბედი მტარვალი
ჩვენ გაგვიმტყუნდა როგორც სიზმარი:
უქმი გამოდგაოქროს მწერვალი
და ვერც ვეწიეთ ტრფობას ჭეშმარიტს.
ვბრუნდებით უკან. კვალად ყიჟინა
ისმის და გზათა აქარბუქებით,
თეთრი მერნებით, თვალებჟინჟღილა,
ჯიქურ მიქრიან მზეჭაბუკები.
და მინდა ვუთხრა: დაბრუნდით გიჯობთ,
უკან მოდიან ყველა ჩვენები.
იმედი ცრუობს, ოცნება გიჟობს,
ტრფობა-ფუჭია, ბედი-ჭვენება.
მწვერვალი იგი არი მირაჟი,
უქმი ქიმერა და მოლანდება,თ
ამაოდ შვრება თამამი რაში და
ჭაბუკური გულის ანთება.
გაივლით მანძილს სწრაფად, ვით ლანდნი,
მოგხრით ნახველი და დაბერება,
ვერ მიეწევით სიყვრულს ნამდვილს,
ვერც საცნებო ბედნიერებას.
აი, შეგვხედეთ, როგორც მოგვღუნეს
ამაო ქროლის გიჟურმა წლებმა;
ჩვენც, ყრმანი, თქვენებრ ვგეშავდით ჰუნეს
და მიველტვოდით მიჯნურთ და მწვერვალს...
ეს მინდა ვუთხრა და მაინც ვდუმვართ:
იქროლონ,-დროის არ ჰქონდეს თნევა
და სიჭაბუკეს -უტკბილეს სტუმარს
წაართვან რაც კი გამოერთმევა.
მერეც ეყოფათ ჯავრის იჯარა,
სიბერის ელდა, ვალალი გულთა...
გინდ ვუთხრა, მაინც ვინც დამიჯერებს,
მყის გამკილავენ და ასეც უნდა!
მიტომაც ვდუმვარ,
დე, სიყრმეს- სტუმარს
წაართვან თუ რამ გამოერთმევათ.
გაბრიელი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
სულში დაეგზნო ცისფერი ალი,
წარმხოცა ხსოვნა მშობელი მხარის,
ვარ სიყვარულით პირველად მთვრალი,
პირველად არ მსურს შფოთი და შარი.
ვგავდი ქარისგან განძარცვულ ვენახს,
გადაყოლილი სმას და ღრეობას,
მომწყინდა მუდამ ხვევნა და ლხენა,
სულ ლოთშფოთური ამაოება.
მე ოღონდ შენთვის მაყურებინა,
ვჭვრეტდე შენ თვალთა ოქროსფერ არილს
და როგორც ადრე არ გყვარებია,
ვერც ახლა შეძლო იცვალო მხარი.
რხევით ნარნარმა, ქცევით ჯავარმა,
თუ უწყი, შენთვის ვინმეს თუ უთქვამს,
რა სიყვარული ძალუძს ავარას,
გრძნობისგან როგორ ეკვრება სუნთქვა.
მე დავივიწყებ გზას ტავერნების
და ლექსის წერას გადავეჩვევი,
ოღონდ კი ვიგრძნო სურნელი თმების
და ხელის ფრთხილი შეხება შენი.
და ვივლი შენი გზითა და კვალით,
თუნდ უცხო და თუნდ მშობელი მხარით,
ვარ სიყვარულით პირველად მთვრალი,
პირველად არ მსურს შფოთი და შარი.
სერგეი ესენინი
წარმხოცა ხსოვნა მშობელი მხარის,
ვარ სიყვარულით პირველად მთვრალი,
პირველად არ მსურს შფოთი და შარი.
ვგავდი ქარისგან განძარცვულ ვენახს,
გადაყოლილი სმას და ღრეობას,
მომწყინდა მუდამ ხვევნა და ლხენა,
სულ ლოთშფოთური ამაოება.
მე ოღონდ შენთვის მაყურებინა,
ვჭვრეტდე შენ თვალთა ოქროსფერ არილს
და როგორც ადრე არ გყვარებია,
ვერც ახლა შეძლო იცვალო მხარი.
რხევით ნარნარმა, ქცევით ჯავარმა,
თუ უწყი, შენთვის ვინმეს თუ უთქვამს,
რა სიყვარული ძალუძს ავარას,
გრძნობისგან როგორ ეკვრება სუნთქვა.
მე დავივიწყებ გზას ტავერნების
და ლექსის წერას გადავეჩვევი,
ოღონდ კი ვიგრძნო სურნელი თმების
და ხელის ფრთხილი შეხება შენი.
და ვივლი შენი გზითა და კვალით,
თუნდ უცხო და თუნდ მშობელი მხარით,
ვარ სიყვარულით პირველად მთვრალი,
პირველად არ მსურს შფოთი და შარი.
სერგეი ესენინი
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ცა ლურჯი...
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც.
ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა,
მზე ოქროსფერი.
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...
მზე გეფერება თუ სუნთქვა ზღვისა.
ისევ ჩემი ხარ თუ საოცრად მცხუნვარე მზისა,
რომ დაგიკოცნა ტანი შიშველი...
ღმერთი გიშველის _
ღალატშიც და ერთგულებაშიც,
ღმერთი გიშველის.
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
მოუთმენელი სიო გადაგხდის
სილურჯის საბანს, ციდან მოხეულს
და როგორც ვნება,
მზე დააცხრება
შენს შიშველ სხეულს...
. . . . . . . . . . . . . .
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...
პეტრე გრუზინსკი
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც.
ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა,
მზე ოქროსფერი.
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...
მზე გეფერება თუ სუნთქვა ზღვისა.
ისევ ჩემი ხარ თუ საოცრად მცხუნვარე მზისა,
რომ დაგიკოცნა ტანი შიშველი...
ღმერთი გიშველის _
ღალატშიც და ერთგულებაშიც,
ღმერთი გიშველის.
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
მოუთმენელი სიო გადაგხდის
სილურჯის საბანს, ციდან მოხეულს
და როგორც ვნება,
მზე დააცხრება
შენს შიშველ სხეულს...
. . . . . . . . . . . . . .
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...
პეტრე გრუზინსკი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მიყვარს ეგ ლექსი
და ძალიან
და ძალიან
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
-- გაზაფხულს ია ამოდის --
გაზაფხულს ია ამოდის,
სთველში ირემი ყვირისო,
ე ჩემი გული ტიალი
ისევ და ისევ სტირისო
ღამით მინახავს მთის პირად
ბუ გულსაკლავად კიოდეს,
ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა
ჩემებრივ გული სტკიოდეს?!
მითამ სუყველას ბოლო აქვს,
ზღვანიც კი დაშრებიანო,
მაშ ჩემის გულის დამჭრელნი
რატომ არ გასწყდებიანო?!
ვაჟა-ფშაველა
გაზაფხულს ია ამოდის,
სთველში ირემი ყვირისო,
ე ჩემი გული ტიალი
ისევ და ისევ სტირისო
ღამით მინახავს მთის პირად
ბუ გულსაკლავად კიოდეს,
ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა
ჩემებრივ გული სტკიოდეს?!
მითამ სუყველას ბოლო აქვს,
ზღვანიც კი დაშრებიანო,
მაშ ჩემის გულის დამჭრელნი
რატომ არ გასწყდებიანო?!
ვაჟა-ფშაველა
Last edited by MIRANDA on 31 მარ 2008, 03:45, edited 1 time in total.
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
-- გაზაფხული --
კიდევ ვეღირსე გაზაფხულს,
ციდამ მანანის დენასა,
ბუნების გამოღვიძებას,
ფრინველთ საამო სტვენასა,
გუშინ მეგონა, დავმუნჯდი,
დღეს ისევ ვიდგამ ენასა.
ყურს ვიღა უგდებს ამ დროსა
პირად ჭირს, კერძო წყენასა?!
მშორდება, თუ რამ ჭკვაზედა
ან გულზე ჟანგი მდებოდა...
გული აძგერდა სხვარიგად:
ვნახე, ზამთარი კვდებოდა.
მტარვალად გამომცქირალი
მთებზე ყინული დნებოდა
და, ჰა, სულ-გულის სიცოცხლე
სამარიდამა დგებოდა!
აყეფებულან ხევები,
ცეცხლს აკვესებენ პირითა,
ვის მუქარაზე მიდიან,
ვის აკვნესებენ ჭირითა?
იქნება მაყრები იყვნენ,
მეფე მოჰყვანდეთ ლხინითა?
კართანას უცდის არაგვი,
ვეფხვი ალმასის კბილითა:
,,მოვიდეს, ვინას ვაჟია!“
ადრტვინებულა ჟინითა.
უროს სცემს სალსა კლდეებსა,
გაუმაძღრებსა ძილითა.
ამდგარა ამირანიცა,
კლდეში დაბმული ჟაჭვითა.
დაუბღუჯია ხმლის ვადა
მოუღალავის მაჯითა,
კვლავ სთელავს დედამიწასა
თვალგაუწვდენის ლაჯითა,
სისხლს იძევს, ვინაც ტყვეობის
გმირი აწამა ბაჟითა.
საცა გავხედნებ, ყველგანა
ზღვა მოვარდნილა მწვანისა,
გულისა გამგულებელი,
დამათრობელი თვალისა.
დღეს სამოთხეში ვნეტარობ,
დარდი არა მაქვს ხვალისა.
იამაც მომცა სალამი,
დამ კვლავ ძმა იცნო თავისა,
გვერდს უდგა დიაკონაი,
როგორ ამაყად ჰყვავისა!..
მონა ვარ, მონა ბუნების,
ღონე არა მაქვს დავისა!
ვაჟა-ფშაველა
კიდევ ვეღირსე გაზაფხულს,
ციდამ მანანის დენასა,
ბუნების გამოღვიძებას,
ფრინველთ საამო სტვენასა,
გუშინ მეგონა, დავმუნჯდი,
დღეს ისევ ვიდგამ ენასა.
ყურს ვიღა უგდებს ამ დროსა
პირად ჭირს, კერძო წყენასა?!
მშორდება, თუ რამ ჭკვაზედა
ან გულზე ჟანგი მდებოდა...
გული აძგერდა სხვარიგად:
ვნახე, ზამთარი კვდებოდა.
მტარვალად გამომცქირალი
მთებზე ყინული დნებოდა
და, ჰა, სულ-გულის სიცოცხლე
სამარიდამა დგებოდა!
აყეფებულან ხევები,
ცეცხლს აკვესებენ პირითა,
ვის მუქარაზე მიდიან,
ვის აკვნესებენ ჭირითა?
იქნება მაყრები იყვნენ,
მეფე მოჰყვანდეთ ლხინითა?
კართანას უცდის არაგვი,
ვეფხვი ალმასის კბილითა:
,,მოვიდეს, ვინას ვაჟია!“
ადრტვინებულა ჟინითა.
უროს სცემს სალსა კლდეებსა,
გაუმაძღრებსა ძილითა.
ამდგარა ამირანიცა,
კლდეში დაბმული ჟაჭვითა.
დაუბღუჯია ხმლის ვადა
მოუღალავის მაჯითა,
კვლავ სთელავს დედამიწასა
თვალგაუწვდენის ლაჯითა,
სისხლს იძევს, ვინაც ტყვეობის
გმირი აწამა ბაჟითა.
საცა გავხედნებ, ყველგანა
ზღვა მოვარდნილა მწვანისა,
გულისა გამგულებელი,
დამათრობელი თვალისა.
დღეს სამოთხეში ვნეტარობ,
დარდი არა მაქვს ხვალისა.
იამაც მომცა სალამი,
დამ კვლავ ძმა იცნო თავისა,
გვერდს უდგა დიაკონაი,
როგორ ამაყად ჰყვავისა!..
მონა ვარ, მონა ბუნების,
ღონე არა მაქვს დავისა!
ვაჟა-ფშაველა
Last edited by MIRANDA on 31 მარ 2008, 03:51, edited 1 time in total.
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
-- გაზაფხული --
ყინვისგან შეწუხებულმა
ვნახე, ზამთარი კვდებოდა,
ლეღმანაკრავი ყინული
მდინარეებზე ტყდებოდა;
ბატი, წერო და ყარყატი
მათ ნაპირებზე სხდებოდა
და გაზაფხული ზლაზვნითა
სამარიდანა დგებოდა,
ტანით სუდარას იხდიდა,
დიბ-ფარჩით იმოსებოდა.
ეუწყა განგების ძალსა
მთისა, ბარისა, ტყისადა:
,,გამოიჩინეთ ყველამა,
უნარი გახლავთ რისაცა,
ბრძანებსა არის უფლისა,
აყვავდეს ქვა და ქვიშაცა“
მიწის გულმკერდში ჩახუტულთ
თავი ამოყვეს იათა,
სამოთხის ფერი დაიდვეს
არემარეთა ტყიანთა;
დიდი გამართეს ზეიმი
მწერთა, ოთხფეხთ და ფრთიანთა.
სიცოცხლე სცოცხლობს ყოველგან,
სიკვდილი არ სჩანს, მომკვდარა,
ჟუჟუნა წვიმამ დაუშო,
მთიდან ღვარები მომსქდარა,
გუნდი და გუნდი ყვავილთა
მიწის გულმკერდზე მომსხდარა,
ნაშენი ცხვრის და ძროხისა
ფარებად კარზე მომდგარა.
დიდება უფლის სახელსა,
რა კაი საქმე მომხდარა!
ვაჟა-ფშაველა
ყინვისგან შეწუხებულმა
ვნახე, ზამთარი კვდებოდა,
ლეღმანაკრავი ყინული
მდინარეებზე ტყდებოდა;
ბატი, წერო და ყარყატი
მათ ნაპირებზე სხდებოდა
და გაზაფხული ზლაზვნითა
სამარიდანა დგებოდა,
ტანით სუდარას იხდიდა,
დიბ-ფარჩით იმოსებოდა.
ეუწყა განგების ძალსა
მთისა, ბარისა, ტყისადა:
,,გამოიჩინეთ ყველამა,
უნარი გახლავთ რისაცა,
ბრძანებსა არის უფლისა,
აყვავდეს ქვა და ქვიშაცა“
მიწის გულმკერდში ჩახუტულთ
თავი ამოყვეს იათა,
სამოთხის ფერი დაიდვეს
არემარეთა ტყიანთა;
დიდი გამართეს ზეიმი
მწერთა, ოთხფეხთ და ფრთიანთა.
სიცოცხლე სცოცხლობს ყოველგან,
სიკვდილი არ სჩანს, მომკვდარა,
ჟუჟუნა წვიმამ დაუშო,
მთიდან ღვარები მომსქდარა,
გუნდი და გუნდი ყვავილთა
მიწის გულმკერდზე მომსხდარა,
ნაშენი ცხვრის და ძროხისა
ფარებად კარზე მომდგარა.
დიდება უფლის სახელსა,
რა კაი საქმე მომხდარა!
ვაჟა-ფშაველა
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
კარგი ლექსებია, იმედია ყველამ ზეპირად იცით, იქნებ კოცონის ირგვლივ ერთხელ, მხოლოდ ლექსად გვესაუბრა, და სადღეგრძელოებიც ასე წარმოგვეთქვა>
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ისე არ წავალ მიწას კვალი არ დავაჩინო,
ჯერ უნდა ღვინო დაძმარებას გადავარჩინო,
ამ ქვეყნად მოსვლა არავისთვს არ მისთხოვია,
სანამ ვიქნები მამაჩემმა უნდა მარჩინოს...
/ომარ ხაიამი/
ჯერ უნდა ღვინო დაძმარებას გადავარჩინო,
ამ ქვეყნად მოსვლა არავისთვს არ მისთხოვია,
სანამ ვიქნები მამაჩემმა უნდა მარჩინოს...
/ომარ ხაიამი/
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
- KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
აჰაჰაჰაააა :D:D:DMonadire wrote:...................
ამ ქვეყნად მოსვლა არავისთვს არ მისთხოვია,
სანამ ვიქნები მამაჩემმა უნდა მარჩინოს...
/ომარ ხაიამი/
რა მაგარიაა :D:D:D:D:D:D:D
მაინ მაგარიაა!!
Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
სიყვარულია - გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება,
შეახებ ხელს და არასოდეს განმეორდება.
სიყვარულია ტაჯმახალის თეთრი სვეტები,
სიყვარულია მე, რომ თავზე ასე გევლები !!!
(---- --------)
შეახებ ხელს და არასოდეს განმეორდება.
სიყვარულია ტაჯმახალის თეთრი სვეტები,
სიყვარულია მე, რომ თავზე ასე გევლები !!!
(---- --------)
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!