კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 19 თებ 2008, 20:53
qvevri
ძალიან ძლიერი ხარ! უმაგრესი! ისე წერ, გული აუჩუყდება კაცს! ამდენი გრძნობა და ემოცია სად გეტევა კაცო? თუმცა დიდი ზომისა ხარ და.....
სხალტბის კვირაცხოველი კი აღუდგენიათ და ვერ ვიგებ გააუბედურეს თუ გადაარჩინეს! ულამაზესი ტაძარი იყო და ეხლა ვერ მიცვნია ასე გაპრიალებული! ჩემი ფოტოები ფირზეა გადაღებული და სკანერი დამჭირდება რომ გაჩვენოთ! ისე, მომინდა რომ გაჩვენოთ, იმიტომ რომ აქედან შიო-მღვიმე ძალიან ლამაზია და ჩემს ფოტოებს შორის ეს ლაშქრობა ყველაზე მაგარი გამომივიდა! გვიან შემოდგომაზეა გადაღებული. ჯერ კიდევ "კარვის" დაარსებამდე, თუმცა ბევრი კარაველია იქ: გვალვა, ლამა, ფლორა, ბელა, ფირუზა.......
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 19 თებ 2008, 20:53
ამაზეც დიდი მადლობა ვთქვათ, რომ ეს მაინც გაიღეს და ამგვარ "არამომგებიან " საქმეს მოჰკიდეს ხელი. რაც შეეხება იმას, რომ ადამიანს სიცოცხლეში ნაკლებად ვაფასებთ ხოლმე, ვფოქრობ, რომ გარკვეულწილად მართალია, მაგრამ ხალხის უმეტესობა რას ფიქრობს და ვის რამდენად აფასებს ეს ჩვენ ნაკლებად უნდა გვაწუხებდეს, მთავარია ჩვენ დავაფასოთ ამგვარი ხალხი. რა გვიკვირს მაშინ როდესაც ოლღა გურამიშვილმა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები უკიდურეს გაჭირვებაში დაასრულა ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც აუარება განძეულს ფლობდა კინაღამ შიმშილით მოკვდა. წამიკითხავს მისი წერილი, რომელშიაც იგი პარიზში თAვის მეზობელ ოჯახს ერთ ულუფა კერძსა სთხოვს მათი სუფრიდან, გული დამეთუთქა...
მაგრამ ოლღამაც, ექვთიმემაც და გოდერძიმაც თAვიანთი გასაკეთებელი გააკეთეს და ჩვენ დაგვიტოვეს, რომელიც ჩვენთვის გაცილებით მეტია ვიდრე 3000 ლარი. შევეცადოთ, რომ აღარ ვისაუბროდ იმის შესახებ, რომ ვინმე ვინმეს ნაკლებად აფასებს(თუმცა კი ძნელია, მაგრამ მაინც)და ეხლა მაინც მივაქციოთ მათ დანატოვარსა და ნამოღვაწარს ჯეროვანი ყურადღება.
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 19 თებ 2008, 21:39
ყოჩაღ! მაგარია ძაან!
მეაც გავთუშდ მეაც!
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 19 თებ 2008, 22:13
როცა ბარდნის დიდი ფანტელებით, ახედეო ცას ფართოდ გახელილი თვალებით და ხელებსაც თუ გაშლი, გეგონება, რომ ცისკენ მიფრინავ........... ეს გოდერძისგან ვისწავლე...... ნახეთ.....დიდებულია!
თვითონ კიდევ უფრო სულისშემძვრელად ამბობს...........
ტკივილნარევი უზომო სიყვარული!
მადლობა ქვევრ!