მალე დავბრუნდები

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მალე დავბრუნდები

Post by gobe » 22 სექ 2006, 00:07

კარ(ა)ველებო,
ხვალ მივდივარ მივლინებაში დაახლოებით 1 კვირით: ხაშური - ბორჯომი - ახალციხე - ადიგენი; ხაშური - ხარაგაული - ბაღდათი.
არ მოიწყინოთ და აბა თქვენ იცით. კარავში ეხლა ქალებიც თქვენ ხართ და კაცებიც :wink:

მე გადავლახავ მთას, არ გადავცურავ ზღვას,
მე თქვენთან მოვალ, დავბრუუნდები...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მალე დავბრუნდები

Post by Gvalva » 22 სექ 2006, 00:17

არადა ზღვა უნდა გადაგვეცურა...

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
მალე დავბრუნდები

Post by mika » 22 სექ 2006, 00:30

Gvalva
სჰენ ავატარს რომ ვუყურებ სულ მგონია ეს ესაა წელში გაწყდებათქოო :D :D :D
medical student

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მალე დავბრუნდები

Post by zura N. » 22 სექ 2006, 02:45

შენ მიხვალ მივლინებასა,
გვიტოვებ სახლსა და კარ(ავ)სა,
ვემშვიდობებით გობესა,
კარავის დიდსა იმედსა .:!: :(

რა ვუთხრა დედაშენს ბიჭოო??? :cry: :cry: :cry: (ნაწყ. კ/ფ "ჯარისკაცის მამა-2")

Image
Last edited by zura N. on 23 სექ 2006, 22:29, edited 1 time in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მალე დავბრუნდები

Post by Mao » 22 სექ 2006, 18:12

zura N.

:D :D :D :D :D
together on the top!!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მალე დავბრუნდები

Post by Mrs. Robinson » 22 სექ 2006, 18:44

......platochki belie,
glaza - pechalnie!............. :( :( :( :( :( :(

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მალე დავბრუნდები

Post by Mrs. Robinson » 23 სექ 2006, 16:06

აუუუუუუუუუუ! ერთი კვირა გობეს გარეშე.......... :cry: :cry:
gobe
კითხეთ ერთი ვინმემ, ჰალსტუხი კიდევ ხომ არ დარჩა???
თუ კი, მაშვინ საქველმოქმედო N2 -"დავეხმაროთ უჰალსტუხო "მაწანწალას" ბორჯომ-ხარაგაულში"....... :wink:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მალე დავბრუნდები

Post by gobe » 24 სექ 2006, 10:57

გაიხარეთ, კარ(ა)ველებო!

Gvalva,
არადა ზღვა უნდა გადაგვეცურა...
არა, არა, არაააააა.... მე შავ ზღვაზე ვმღერი...

zura N.,
ხომ გთხოვე, ძალიან ძირშიც ნო დამაჭრი ფრჩილებს, ტკივილი მეც ისევე მაწუხებს, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს-მეთქი, ვაჰ...

Mrs. Robinson,
კი დავბრუნდი, მაგრამ სავარაუდოდ მხოლოდ 1 დღით, დღეს საღამოს ან ხვალ დილით ისევ მივდივარ ალბათ 4-შაბათამდე.
ჰალსტუხი არ წამიღია და არც წავიღებ - რადგან ჰალსტუხის ადგილი კია მთაში, მაგრამ კარავიც იქვე უნდა იყოს...

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მალე დავბრუნდები

Post by Mrs. Robinson » 24 სექ 2006, 20:11

gobe wrote:
zura N.,
ხომ გთხოვე, ძალიან ძირშიც ნო დამაჭრი ფრჩილებს, ტკივილი მეც ისევე მაწუხებს, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს-მეთქი, ვაჰ...
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

გობე თვითონ ზოლოტო! გაიხარე!

zura N
ერთი ლექსი ოთხშაბათისთვისაც რააააააააა! გობეს შევეგებოთ!
:D

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მალე დავბრუნდები

Post by zura N. » 25 სექ 2006, 03:29

Mrs. Robinson wrote:
zura N
ერთი ლექსი ოთხშაბათისთვისაც რააააააააა! გობეს შევეგებოთ!
:D
კი ბატონო ეგრე იყოს, მანამდე კი ეს გქონდეთ:

გობეს!

გობემა თავის წასვლითა,
სუყველას გული დაწყვიტა,
უცებ ერთი დღე გამოჩნდა,
და ისევ გაუჩინარდა.
მაგრამ თქვენ კარაველებო,
გულს ნუ გაიტეხთ ძალიან,
ის ისევ დაგვიბრუნდება,
მას ხომ ვუყვარვართ ძალიან.
ჩვენს კარავს ერთი კარი აქვს,
კარი რომელიც მყარია,
მყარია იმ სიყვარულით,
რომელიც ჩვენში ბადია,
და მას ვინც ამ კარს გააღებს,
და ერთხელ მაინც გვეწვევა,
ის მუდამ ჩვენთან იქნება,
მუდამ ჩვენს გვერდით დარჩება.
გობემ კი უკვე ეს კარი,
გააღო დიდი ხანია,
რაც იმას ნიშნავს რომ უკვე,
ის მუდამ ჩვენთან დარჩება.
სადაც არ უნდა წავიდეს,
ქვეყნისა რომელ კუთხესა,
ყველა გზა მაინც ყოველთვის,
კარავის კართან მოიყვანს.
Last edited by zura N. on 25 სექ 2006, 15:37, edited 1 time in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მალე დავბრუნდები

Post by Archil » 25 სექ 2006, 13:16

ეს გობეს ლექსებია და ისიამოვნეთ !!! გზიდან მოგვწერა, გზიდან ...

299

გუშინ დავტოვე დედა თბილისი
Land Cruiser-ით (არა ვილისით),
დღეს გესალმებით ბორჯომის გზიდან
არც ისე შორს ვარ მდინარე მტკვრიდან
ვიღებ მობილურს (და არა კალამს)
და კარაველებს გიგზავნით სალამს

300

მე ივნისში შემოვედი კარავში
მელანი არ მითავდება კალამში
სამასი პოსტი დავწერე იცოდეთ
მაშ დღეიდან მაწანწანა მიწოდეთ
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მალე დავბრუნდები

Post by Mrs. Robinson » 25 სექ 2006, 16:07

ვაიმე! ვაიმე! რა გულისამაჩუყებელი ამბები ხდება. გობემ იცის უკვე?

zura N. გაიხარე მართლა კარგი ვინმე ხარ :!: :!: :!:

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მალე დავბრუნდები

Post by zura N. » 27 სექ 2006, 01:21

შორი გზიდან მომავალი,
გობე ისევ ჩვენთან არის,
კარველების მეგობარი,
აი ისევ ჩვენთან არის.
აი ისევ ჩვენს გვერდით დგას,
ისევ ჩვენს კარავთან არის,
ის ხომ უკვე ჩვენით ცოცხლობს,
მუდამ ჩვენიანი არის.
მის გარეშე ჩვენც ხომ გვიჭირს,
გულში მუდამ სევდა სუფევს,
მაგრამ როცა ის დაბრუნდა,
ცაზე თითქოს მზე გამოჩნდა,
ჩვენს კარავში შემოვარდა,
მისი სხივი გობეს სხივი!
:wink:
Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მალე დავბრუნდები

Post by gobe » 27 სექ 2006, 02:12

zura N.,
შენ გაიხარე :) . ეს რა კაცი ყოფილხარ?! შენზე ამბობენ ლექსებში დაიკარგაო, მართალია? გაიხარე, გაიხარე და გაიხარე. მე იქაც (იმ 6 დაბა/ქალაქში ხეტიალისას) კი ვგრძნობდი კილოჯოულებში იმ სითბოს,...
რაც აქ დაიღვარა,
რა ცრემლები აღვარღვარა,
არა, შენ არა ვარვარა,
ეს ცრემლები ზურამ ღვარა,
ახალციხეში რომ იქცა
უძლიერეს ნიაღვარად...
კარვის ელვა იკვრებოდა სულ შვიდ წამში,
მანქანა რომ ჩაგვივარდა ლამის ხრამში,
და მალ თითქოს იქ ვინატრე ერთი გვალვა,
ვერ მოვიდა, და საშველად დაიხარა თხელი ალვა,
ვერ ავედი წონის გამო და ვთქვი მორჩა იდილია
ყველაფერი გაქრა თითქოს რაც კი რამ გამომივლია
მე ვერც ვინმე მიშველიდა, ვერც თვით ექიმი ილია
მსურდა მეგრძნო ჩემი ძალა, მაგრამ ქვები ყირამალა
გაცოფებულ წყალს მოჰქონდა, ა... იქ იყო დარდუბალა...

არაფერი აღარ მახსოვს, გავიღვიძე რადგან მერე
თურმე სიზმარი ყოფილა და მეც გული ავამღერე.
:)
Last edited by gobe on 27 სექ 2006, 12:11, edited 1 time in total.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მალე დავბრუნდები

Post by gobe » 27 სექ 2006, 11:42

ძვირფასო კარ(ა)ველებო,
დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
რამეთუ მე არ ძალმიძს ამ თემის დახურულად გამოცხადება, იქნებ ვინც უფლებამოსილია, მან დახუროს.
გმდლბთ! :)

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]