ძლივს ვიპოვე ახალი თემის გასახსნელი ღილაკი... თამამად შეიძლება ითქვას რომ უზომოდ დიდი ხანია ფორუმზე არ შემოვსულვარ. არც მთლად ახალი ვარ მაგრამ არც ისეთი აქტიური რომ "თავი გაგახსენოთ".
უბრალოდ ამ თემის ადგილი არ ვიცი სად არის..
უზომოდ თბილი და კარგი მოგონებები მაკავშირებს კარავი.ჯი-სთან. მინდა როგორც ერთ-ერთმა რიგითმა ფორუმელმა რაღაც წვლილი შევიტანო ამ ფორუმის განვითარებისთვის, თავისი ფუნქციის შესრულება რომ შეძლოს.
არც თუ იშვიათად, ვაწყობ ხოლმე ერთდღიან საფეხმავლო ტურებს. მარშუტი არც თუ ისე ადვილია. დაგეგმვაც ძალიან სპონტანურად ხდება ხოლმე, ხშირად წინა დღეს.. და სიმართლე რომ ვთქვა, ეს უფრო "დაზვერვითი" ტიპის ლაშქრობაა და არა შემდგარი ტური. ხშირად რთულ სიტუაციებში ვვარდები ხოლმე, რადგან მხოლოდ რუკით და ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაციით ფონს ვერ გავდივარ..
მესმის, რომ ორგანიზატორს რაღაც იდეალური ტურპაკეტის შექმნა არ ევალება, მაგრამ პასუხისმგებლობა ნამდვილად აწევს... რჩევის სახით მინდა გკითხოთ, საერთოდ თუ აქვს აზრი ასეთი ტიპის ლაშქრობებზე თემის გახსნას? თან თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი,დიდი 2-3 დღით ადრე დავგეგმო.
ფორუმის შინაარსიდან გამომდინარე, არც ისეთი დიდი იმედი მაქვს რომ ინფორმაციამ სწრაფად მიაღწიოს "მომხმარებლამდე" არადა რო მინდა რაღაც გავაკეთო?..
მოკლედ, ღია ვარ რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის.
პ.ს. იქნებ რამდენიმე სატესტო ვარიანტი გა(მ)(გვ)ეკეთებინა, რომ ვნახოთ როგორ იმუშავებს..
ძირითადად სარეისოთი დავდივარ, რაც ნიშნავს იმას, რომ წამომსვლელთა რაოდენობაზე არ არის გასვლა დამოკიდებული.. მოკლედ არ ვიცი არ ვიცი..
ძალიან, ძალიან მომენატრა კარვის სიტუაცია. მე მჯერა ამ ფორუმის!
პატივისცემით და სიყვარულით
მე
ერთდღიანი-საფეხმავლო-ტურები. რჩევები და რეკომენდაციები
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
- nikushanikusha
- მაწანწალა
- Posts: 668
- Joined: 01 დეკ 2008, 00:10
- nikushanikusha
- მაწანწალა
- Posts: 668
- Joined: 01 დეკ 2008, 00:10
ერთდღიანი-საფეხმავლო-ტურები. რჩევები და რეკომენდაციები
აი, მაგალითად ასეთი:
ეს მარშუტია, ქოროღლის (იგივე აზეულას) ციხიდან, მდინარე ასურეთისწყლის ხეობით სამონასტრო კომპლექს კაბენამდე დაშვება და შემდეგ, იგივე ხეობის საშუალებით სოფელ ასურეთამდე ჩასვლა სადაც ძალიან საინტერესო ძეგლების ნახვა შეიძლება (მაგ.: გერმანული ეკლესია და სასაფლაო). ასევე გზაზე გვხვდება მცირე წყალსაცავი

nikushanikusha - მივესალმები ერთდღიანებს ჩემი დაკავებულობიდან გამომდინარე.