კარავი, ძალიან გავზარმაცდით - დღეს მოდური ილიას დაბადების დღეა, თემა კი აქამდე ვერ გავუხსენით.
ილი, გილოცავ და გახარებას გისურვებ. კარგი ოჯახის მამა და კარგი კაცი ხარ, გამრავლდი გაიხარე. არც შენი მოდერობა მოუშალოს ღმერთმა კარავს და არც მოდიდან გადასულიყავი.

ოღონდ შუაღამეზე ეზოში მეზობლებთან ქეიფს და მერე ნახევარ კარავთან მისასალმებლად დარეკვებს (თავისი გადამოწმებით, ხომ არ გამომრჩიო

), თანამოლაშქრე გოგოების ჰაერში აგდებას და ამგვარებს შეეშვი - დიდი ბიჭი ხარ უკვე და დასერიოზულდი.

ახლა შენი შვილების დროა - მასეთები იმათ უნდა გააკეთონ აწი.
პ.ს. ჩემი რა მიდის შენი ონავრობით - სასაცილო კარავული ეპიზოდები მემატება, მაგრამ მაინც.
მოკლედ, წარმატებები და მრავალს დაესწარი, კარავის პატრიარქო და კოლორიტო. ღმერთმა გვიმრავლოს შენნაირი ადამიანები.