როგორც სათაურიდან მიხვდით, ლაგოდეხის ნაკრძალში მივდივარ და რაგაცეები მიანტერესებს.
ვინც უკვე ნამყოფი ხართ, ვინმე გამცილებელი დამხვდება იქ რომ ჩავალ? თუ ჯერ ადრეა და გიდები ადგილზე არ იქნებიან?
რეინჯერის ან ვინმე სამაშველო სამსახურის ნომრები ხომ არ იცით, რომელიც შეიძლება რომ დაგვჭირდეს ყოველი შემთხვევისთვის?
რისი ცოდნა მჭირდება კიდევ, მირჩიეთ რა:)
ლაგოდეხის ნაკრძალში მივდივარ და რჩევები მინდა
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლაგოდეხის ნაკრძალში მივდივარ და რჩევები მინდა
xaliana21
კავკასიკას იცნობ? ისაა იქაურობის ბატონ-პატრონი
პმ-ში მოგწერ მის ნომერს თუ იცნობ.
თუ არადა აი მათი ვებ-გვერდი ტელეფონებითურთ და ყველფერზე გაგცემენ პასუხს:
http://www.lagodekhipa.ge/geo/contacts/
კავკასიკას იცნობ? ისაა იქაურობის ბატონ-პატრონი

თუ არადა აი მათი ვებ-გვერდი ტელეფონებითურთ და ყველფერზე გაგცემენ პასუხს:
http://www.lagodekhipa.ge/geo/contacts/
ლაგოდეხის ნაკრძალში მივდივარ და რჩევები მინდა
Mta Mkvarebia
არა, არ ვიცნობ. უფრო სწორედ ძალიან დიდი ხნის წინ მოვხვდით ერთად შატილში და არამგონია ვახსოვდე: )
დიდი მადლობა:)

- Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
ლაგოდეხის ნაკრძალში მივდივარ და რჩევები მინდა
xaliana21
რომელ ჩანჩქერზე აპირებთ. ალბათ ლაგოდეხის ანუ შრომის ხევის ჩანჩქერზე. დიდ ჩანჩქერზე ანუ გურგენიანს რომ ეძახიან, დიდი წვიმების გამო შეიძლება ხიდები წაღებული იყოს და არ გაგიშვან. ამას ტელეფონითაც გაარკვევ..........
ისე თუ სარეისოთი მიდიხართ, ჩახვალთ ლაგოდეხში, შემდეგ სავარაუდოდ ტაქსით, რომელიც 2 თუ 3 ლარი ღირდა, მიხვალთ დაცული ტერიტორიების (იქაურები ნაკრძალს ეძახიან) ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მოგცემენ რუკას, გიდი მაგ მარშრუტზე ზედმეტია, მონიშნული ბილიკია, დაადგებით გზას და მარტივად მიხვალთ. თუ ერთდღიანი გასვლაა და ისევ სარეისოთი ბრუნდებით, ეცადეთ არ დააგვიანოთ.
ლაშქრობების ანბანურ საძიებელში უამრავი თემა იქნება ლაგოდეხზე და ყველა კითხვაზე ნახავ პასუხს.
აბა თქვენ იცით.......