გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by tama » 23 ივლ 2010, 16:43

ღმერთმა გაანათლოს მათი სულები...
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 23 ივლ 2010, 16:56

ღმერთო, გაძლება მიეცი გელას - ასეთი ცოლ-შვილის დაკარგვა როგორ უნდა გადაიტანოს! :cry: :cry:
რამდენიმე საათის წინ ბედნიერი ოჯახის ბედნიერი მამა იყო, ორ ვაჟკაცს შეჰხაროდა... :cry:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Naia » 23 ივლ 2010, 17:04

1. ნაია
2. მთა მყვარებია
3. ჭუნა
4. ტომა
5. Legenda
6. პატაპუტინა
7. კოლხი გოგო
8. ნინი არაბული
9. იაკო
10.გიორგი ბუნტური
11.ჰერეთი
12.13. ბექა და ლაურა
14. ზურა ნ.
15. მარმენიო
16. ქვევრი
17. გობე

მსურველები მეორე მინიბუსში:
1.Legendas + თუ საშუალება იქნება(თეონას ბავშვობის მეგობარია
2. თამუსია
3. გობეს ანა
4. ზვიად ჩიტაური ?
5. megzuri
6. GOGONA
7. ninia
8. გურული
9. პატრიკა

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Mariam » 23 ივლ 2010, 17:15

ისედაც გაოგნებული და დამუნჯებული ვარ მთელი დღეა და ამ სურათებმა სულ გამანადგურა

:( :( :(
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by navigator » 23 ივლ 2010, 17:27

შემთხვევით ვიპოვე ეს ჩანაწერი...
http://www.youtube.com/watch?v=WhKyWcNgito
აცხა ღორებო Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by meleksa » 23 ივლ 2010, 17:37

საშინელებაა....

ღმერთმა ყველას აშოროს....

ძალიან ვწუხვარ :cry: :cry: :cry:

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Kavtaradze » 23 ივლ 2010, 17:40

მარაზმია :@
უბრალოდ ესეთი რამე რატომ უნდა მოხდეს???
რა გამართლება აქვს?
მარაზმია და მეტი არაფერი... კაცთმოყვარე არსება ამას არ დაუშვებდა... :@



User avatar
igdrasilis-kata
ბილიკზე მოარული
Posts: 54
Joined: 14 ივნ 2005, 10:11
Location: kombosto
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by igdrasilis-kata » 23 ივლ 2010, 17:55

ასეთ დროს (როცა მთელი ოჯახი იღუპება) გადარჩენა ყველაზე დიდი უბედურებაა, ღმერთმა აშოროს ყველას შვილების დაკარგვა
წყალზე მოსიარულე

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Mta Mkvarebia » 23 ივლ 2010, 18:07

გამოგზავნილია: პარ ივლ 23, 2010 5:04 pm წერილის სათაური:


ნ---------------------------------------------------------------------------

1. ნაია
2. მთა მყვარებია
3. ჭუნა
4. ტომა
5. Legenda
6. პატაპუტინა
7. კოლხი გოგო
8. ნინი არაბული
9. იაკო
10.გიორგი ბუნტური
11.ჰერეთი
12.13. ბექა და ლაურა
14. ზურა ნ.
15. მარმენიო
16. ქვევრი
17. გობე

მსურველები მეორე მინიბუსში:
1.Legendas + თუ საშუალება იქნება(თეონას ბავშვობის მეგობარია
2. თამუსია
3. გობეს ანა
4. ზვიად ჩიტაური ?
5. megzuri
6. GOGONA
7. ninia
8. გურული
9. პატრიკა
10.ნანა გულორდავა
Image

User avatar
Gorgasliani
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 11 ივლ 2007, 22:09
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Gorgasliani » 23 ივლ 2010, 18:30

მხოლოდ ერთხელ მქონია ცხოვრებაში, გელა დაიაურის ნახვის ბედნიერება.. თუმცა, ნახვამდეც ძლიერ შემაყვარა თავი, მისი ლექსებით და სიმღერებით.
სამშობლოს მოწყვეტილი კაცისთვის, მათი სიმღერები წყლულების მკურნალი წამალია. მთელი სულით და გულით მიყვარს ეგ ოჯახი.. მთელი სულით და გულით მტკივა მათი ამბავი..

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა დაღუპულის სულები.. ღმერთმა გააძლიეროს გელა დაიაური და სხვა გადარჩენილები..

ვიზიარებ ახლობლების მწუხარებას..

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by zura N. » 23 ივლ 2010, 18:31

გელას ეს ლექსები გამახსენდა თავის 9 წლის დაღუპული დისადმი მიძღვნილი... :( :cry: :cry:

თოვლი
თაია დაიაურის ხსოვნას


ზეცა სავსეა ფიქრთა ქაოსით,
მთებმა ნისლები შესვეს ბოლომდე
და იმოსება თეთრი სამოსით
მიწა - შავგული, მიწა - ბოროტი.

სხვებმა რაც უნდა შენზე ისა თქვან,
შენ იბობოქრებ მაინც, ამინდო,
დათოვე! მიწა ცოდვებისაგან
მაგ სისპეტაკემ იქნებ გაწმინდოს.

***

ჩემი დის, თაია რაჟდენის-ასულ დაიაურის ხსოვნას
(გარდაიცვალა 30/11/94წ. ოთხშაბათს 9 წლის)

1


კვლავ ცოცხალი ხარ, მგონია,
გელი, უშენოდ ვწუხდები.
თურმე რა მოკლე გქონია,
დაო, სიცოცხლის წუთები.
ცხრა წელსა სტკეპნე გზა - ვიწრო,
უმანკო, ნორჩმა იამა.
ვაი, რაღა შენ მოგისწრო,
ავად ნასროლმა ტყვიამა.
ტყვიას თან მოჰყვა სიკვდილი,
ცრემლები, თვალის სისველე.
ცას შესწვდა შენი კივილი,
-”ვაი, მამიკო, მიშველე!”
სიკვდილთან დარჩი ეული,
ვეღარც რომ მამამ გიშველა
და ეგ უმანკო სხეული,
მყის სისხლმა ჩამოგისველა.
რომ ვერ გიშველა ვერც მამამ,
სიკვდილს მარტომ ვერ დაძლიე,
ვერ მოგისწარით დედამ, ძმამ,
სული დის ხელში დალიე.
გზა სამოთხისა დაიწყო,
ჩვენ კი გლოვაც ვერ გვიშველის.
ალალი იყოს, დაიკო,
შენთვის, დაღვრილი ძმის ცრემლი.

***
წარწერა თაია დაიაურის წყაროზე

2


თაი, გულები გვიკვდება,
გვახრჩობს დარდი და ცრემლები,
რომ წყლული არ მოგირჩება,
რომ ვეღარ მოგეშველებით.
ღმერთმა სიწმინდე გაკურთხოს,
გასვას სამოთხის ფიალა,
დაე, ამ წყარომ განკურნოს
ეგ ნატყვიარი იარა.

3

მახსენდები და მათოვს ტკივილი
შენი სიკვდილი არა, არ მჯერა,
კვლავ თვალწინ მიდგას შენი სიცილი,
სიკეთით სავსე, გულთბილი მზერა.
შენ მძიმე შრომა დაგქონდა მხოლოდ
და ცხოვრებაში ვერ გაიხარე,
ბოლოს ბრმა ტყვიამ მოგიღო ბოლო,
სიკვდილის წუთიც შენ შეგხვდა მწარე.
ვქარგავ სტრიქონებს, მახრჩობს ცრემლები,
ნუთუ ვერასდროს ვერ გნახავ, დაო,
დარდით და ბოღმით განახელები,
დავფიქრდები და ფიქრებთან ვდაობ.
ასეთი გლოვა ჯერ არ შობილა,
გულში არ დარჩა ლხენის ალაგი.
ხომ არ ჯობს, კაცი იყოს ობოლი,
არც და-ძმა ჰყავდეს, არც ამხანაგი.

4

ტყვიამ თქვა, არ მოერიდა,
ამბავი გასაოცარი,
რომ თურმე ამიერიდან
დაო, აღარ ხარ ცოცხალი.
დისა და დედის ქვითინმა,
მითხრა, - განგება არის ცის,
რომ ავკაცმა და სიკვდილმა,
ავი და კარგი არ იცის.
შენს ღიმილს ვეღარ ვპოულობ,
მივხვდი, კარგად რომ დავფიქრდი,
რომ დაო, ტყვიით მოკლულო,
მოსაგონებლად გამიხდი.
ქვამ საფლავისამ, ეს თავად,
მითხრა ახალი ამბავი,
რომ კიდევ ერთ სლოცავად
გამიჩნდა შენი საფლავი.

5

დაო, ტანჯულო, ბავშვობაც კი რომ არ გინახავს,
რაღა შენ გპოვა სასიკვდილემ, ტყვიამ წყეულმა.
დედის და დების ტანსაცმელის ფერი თალხია,
მამის და ძმების თვალში სევდა ჩამორხეულა.
ნუ გეშინია, მანდა გყვანან, არ მოსწყინდები,
სულების ღმერთი სამოთხეში ლოგინს გაგიშლის,
აქ უფროსი დაც ახლოს გიწევს, ერთად იქნებით,
პაპა და ბებო მოგივლიან თავის შვილიშვილს.
მე რა ვქნა, როცა უშენობა უღვთოდ მაოსებს,
მახსენდები და ბოროტ სიკვდილს პირში ვაფურთხებ,
ყოფით დაღლილი ამოვდივარ სასაფლაოზე
და თავლებიდან დაცურდება ცრემლები მწუთხე.


:( :cry: :cry: :cry:
Last edited by zura N. on 23 ივლ 2010, 19:12, edited 1 time in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 23 ივლ 2010, 18:43

გელას მეორე ბავშვი ნამდვილად იპოცვეს, ზუსტად არავინ იცით? რ2 ჯიუტად გვიმტკიცებს, ჯერ არ უპოვიათ და მაშველები არღუნში ორ მცირეწლოვან ბავშვს ეძებენო.
ვინც მაგ რ2-ს ტელევიზიობა დააბრალოს კიდე რა - იქ არიან და ამბავს ვერ გადმოსცემენ ზუსტად. :twisted: სამი ოჯახი ამოიყინა (ქუმსიაშვილების ოჯახის ჩათვლით), ეგენი კიდე რეებს ბჟუტურობენ - მგონი, არც იციან მაგდენი...
ნეტავ, ის კადრები, ატირებულ გელას რომ ეხვევა ვიღაც ახალგაზრდა კაცი, დღევანდელია? :roll: წესით, დღევანდელი უნდა იყოს, რადგან ახალი ჩართვა იყო ხევსურეთიდან.

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by paata_ » 23 ივლ 2010, 18:51

არ უპოვიათ, ეხლა ველაპარაკები შატილს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]