ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by marita 777 » 25 აპრ 2010, 21:39

ფოტოგამოფენა ''წეროვნის ფოტოდღიურები''

საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია გიწვევთ ფოტოგამოფენაზე "წეროვნის ფოტოდღიურები". გამოფენა გაიმართება 2010 წლის 29 აპრილს, 18 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში. მისამართი: თბილისი, ელიას მთა.


საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოპროექტი ”წეროვნის ფოტოდღიურები” რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ფოტოსესიების სერიას წეროვნის დევნილთა დასახლებაში. ფოტოპროექტი განხორციელდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით. ფოტოდღიურები ასახავს ფოტოგრაფთა თვალით დანახულ დევნილთა ცხოვრების ყოველდღიურობას. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ფოტოგადაღებები განხორციელდა ფოტოფირზე და დაიბეჭდა ხელით მონაწილეების მიერ პროექციული ბეჭდვის მეთოდით. ფოტოპროექტში მონაწილეობდა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი 12 ფოტოგრაფი: კახა ფხაკაძე, ზურაბ თვაური, ლიკა ლეჟავა, დიმიტრი ვალიშვილი, მარიტა მერკვილაძე, ნინი მელაძე, ინა ნერსესიანი, ქრისტინა ფირუმოვა, პაატა სივსივაძე, ანუკა ტეტელოშვილი, ირინა ანდრეევა, ნინო მღებრიშვილი. ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი (www.tserovanilife.ge), სადაც განთავსებულია ფოტო- და ვიდეო რეპორტაჟები.
amindi moqmedebs

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by marita 777 » 25 აპრ 2010, 21:40

მობრძანდით, ძალიან გამიხარდება :wink:

მართალია ჯერ პერსონალური არ არის, მაგრამ მაინც :roll: :D
amindi moqmedebs


User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by nusa » 25 აპრ 2010, 22:08

გამიხარდა იმ გვარ-სახელებში უსაყვარლესი ქალბატონის ამოცნობა :*


თემა კი მტკივნეულია, მაგრამ ვფიქრობ ძალზედ საინტერესო გამოფენა უნდა იყოს, ვეცდები მოვიდე :)
Image

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by Hereti » 25 აპრ 2010, 22:20

marita 777
მოვალთ და გადავიღებთ მე და მე

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by Hereti » 25 აპრ 2010, 22:23

კარაველებო გამოფენაზეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by guruli » 25 აპრ 2010, 22:39

marita 777 - ვეცდები, მოვიდე, მაგრამ ჩემი სამსახურის გადამკიდე, ასე ხანგრძლივად ვერაფერს დავგეგმავ.

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by marita 777 » 25 აპრ 2010, 23:27

nusa
:*:*:* მომენატრე, აუცილებლად მოდიიი
:roll: Hereti
:D

guruli
იმედია შეძლებ მოსვლას, გამიხარდება
amindi moqmedebs

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by Nini_A » 26 აპრ 2010, 00:42

marita 777
დღეს მითხრეს სამებაში ამ გამოფენის შესახებ, მიხარია რომ შენც აქ ყოფილხარ ცართული, აუცილებლად მოვალ :)
Vouloir c' est Pouvoir! :-)

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by marita 777 » 26 აპრ 2010, 15:57

Nini_A
:* :):):):)
amindi moqmedebs

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by del » 26 აპრ 2010, 21:17

მარიტ შევეცდები მოვიდე :) ცოტახნით მაინც შემოვირბინო
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by marita 777 » 26 აპრ 2010, 22:42

del
: )))

რაღაც ძალიან მიხარია ეს გამოფენა, ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულია, არ მეტყობა? :P მთელი გული ჩავაქსოვეთ :))))
გამეხარდება ჩემს სიხარულს თუ გაიზიარებთ ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო :*:*:*:*:*:*:*
amindi moqmedebs

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by Nini_A » 29 აპრ 2010, 21:20

marita 777
მარიტა ძალიან მომეწონა შენი ფოტოები, წარმატებებს გისურვებ :D
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by Int3lig3nt » 29 აპრ 2010, 22:18

ვინც ვერ მოვიდა, ფოტოები მაინც გვანახეთ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ფოტოგამოფენა "წეროვნის ფოტოდღიურები"

Post by Hereti » 29 აპრ 2010, 22:42

მე მომეწონა მაგრად, კარაველებიდან მარტო გოგა დავინახე, სხვებს არ გიცნობთ პირადად ალბათ, მარიტა რომელი იყავი??? :wink: :wink:

ვიდეოს ვიღებდი მე ფოტო არ გადამიღია, კმაყოფილი დავრჩი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]