თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

Post by Mta Mkvarebia » 12 ოქტ 2009, 11:12

კარველი თეკლე ბატონიშვილი (კატო ჯავახიშვილი) რუსთაველის მეორე პრემიის ლაურეატი გახდა. დაჯილდოება მესხეთში, შოთა რუსთაველის ისტორიულ სამშობლოში გაიმართა. ჯილდოები გამარჯვებულებს (მარიამ წიკლაური - სანდრა ელისაბედ რულოვსის სახელობის პრემია, პირველი პრემია- ქეთი დოლიძე, მეორე პრემია- კატო ჯავახიშვილი, მესამე პრემია - გიორგი საჯაია და თამარ ლომიძე) ქალბატონმა სანდრა (ელიზაბეტ) რულოვსმა გადასცა.
მივულოცოთ ამ ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტს ეს დიდი ჯილდო და შემდგომი შემოქმედებითი წარმატება ვუსურვოთ :D .

კატო, გილოცავ, სიხარულო, ძალიან გვიხარიხარ, გვიყვარხარ და გვეამაყები:**

ესეც თეკლე ბატონიშვილი.
ამ ფოტოზე თეკლე თავისი დიდი სეხნიის სახელოვანი მამის, ერეკლე მეორის ტახტზეა დაბრძანებული, ასეთი პატივი მას ერეკლეს მუზეუმში გამართულ მის პერსონალურ ლიტერატურულ საღამოზე ხვდა წილად :D .

Image

აი ამონარიდი ერთერთი ლიტერატურუილი ფორუმიდან:

"10 ოქტომერს, ასპინძის რაიონ დაბა რუსთავში,იქ სადაც აღმართულია შოთა რუსთაველის ძეგლი და სადაც მრავალი წლის წინ ეწყობოდა სახალხო დღესასწაული "შოთაობა", შეიკრიბა უამრავი ხალხი ერთი უბრალო მიზეზის გამო : მეორე წელია ანუ შარშან და აი, უკვე წელსაც, გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" არაჩვეულებრივი რედაქტორის, კარგი ქართველიც ავთანდილ ბერიძის ინიციატივიტით და ქალბატონ სანდრა რულოვსის პატრონაჟით აღდგა "შოთაობა". ზეიმის ერთ-ერთი ძალზედ საინტერესო მხარე გახლდათ პოეზიის კონკურსის მოწყობა და გამარჯვებულების დაჯილდოება.პოეზიის კონკურსს ჰყავდა ჟიური, რომელმაც ასამდე პოეტში გამოავლინა რამდენიმე ლიდერი წარდგენილი 5 ლექსის მიხედვით . ყველა მონაწილის ლექსები, ვინც კი ვინც გადალახა 13-ქულიანი ზღვარი, ავტომატურად გადაეცა ქალბატონ სანდრას, რომელსაც დაწესებული აქვს თავისი ფულადი პრემია. პრემიები ასე გადანაწილდა :ლიტერატურულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი 19 ქულა არგუნა მარიამ წიკლაურის ლექსებს დანარჩენ ადგილებს გაიყოფდნენ ქეთევან დოლიძე, თაკო ლომიძე, გიო საჯაია და კატო ჯავახიშვილი.პირველი ადგილი ქეთი დოლიძეს, მეორე ადგილი კატო ჯავახიშვილს, მესამე პრემია გადაეცათ გიო საჯაიასა და თამარ ლომიძეს.მარიამ წიკლაურმა თავის ლექსით "ოქროს თევზი" დაიმსახურა სანდრა ელისაბედ რულოვსის სახელობის პრემია...
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 ოქტ 2009, 16:25

ჩემი მილ20ვები ბატონიშვილს.
ვუსურვებ მრავალი დაფასებული ნაწარმოების შექმანს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

Post by Makena » 12 ოქტ 2009, 19:05

ვულოცავ ბატონიშვილს და მომავალ წარმატებებს ვუსურვებ.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

Post by qvevri » 12 ოქტ 2009, 22:53

ერეკლეს ტახტხზე ქალის დაჯდომა არ შეიძლება :!: :!: :!:
ვინმემ უთხარით რომ ასეთი რამე არანაირად არ შეიძლება და სამომავლოდ გაითვალისწინოს.
Last edited by qvevri on 18 ოქტ 2009, 13:31, edited 4 times in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

Post by lama » 12 ოქტ 2009, 22:57

გილოცავ თეკლეეეეეეე

გაიხარეეეეეეეეე

;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში


User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

Post by Naia » 13 ოქტ 2009, 12:00

გილოცავ თეკლე! სულ ასე კარგი ამბებით გაგეხარებინეთ!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

Post by guruli » 13 ოქტ 2009, 18:42

ვულოცავ. წარმატებები და წინსვლა ცხოვრებაში.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

Post by Nephros » 01 ნოე 2010, 11:26

რამოდენიმე დღის წინ კარავზე წავაწყდი ინფორმაციას შარშანდელი კონკურსის შესახებ.
რადგანაც აღმოჩნდა, რომ კატო ჯავახიშვილს კარველები კარგად იცნობენ, და რადგანაც მან წელსაც აიღო გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" მიერ დაწესებული ჯილდო, საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის გამეცნო წლევანდელი კონკურსის შედეგებიც.

გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ პოეზიის კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ 2010 წლის 30 ოქტომბერს შოთაობის დღესასწაულზე.

სამი მესამე პრემია გადაეცა
კატო ჯავახიშვილს (დაწესებული სსიპ ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება–კოლეჯის მიერ)
თამარ ლომიძეს (დაწესებული ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ)
ბელა ქებურიას (დაწესებული საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია იმედი - L International-ის ახალციხის ფილიალის მიერ)


სპეციალური პრემია გადაეცა
ავთანდილ ივანიძეს (დაწესებული თბილისის სახელმწიფო მორფოლოგიის ინსტიტუტის მიერ)


ორი მეორე პრემია გადაეცა
ნათია ჯანაშიას (დაწესებული სსიპ ახალციხის სახელიწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ)
სევერიან ნადირაძეს (საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ დაწესებული მეორე სახელობითი პრემია)


პირველი პრემია გადაეცა
ლექსო დორეულს – კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს (18 წ.) – (დაწესებული საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია იმედი - L International-ის ახალციხის ფილიალის მიერ)
მარინა თექთუმანიძეს (ტრადიციული პირველი პრემია დაწესებული მასპინძელი მხარის – ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ)

საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ დაწესებული პირველი სახელობითი პრემია გადაეცა
თამარ ფარჩუკიძეს
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

Post by lama » 02 ნოე 2010, 22:37

გილოცავ
ნიჭიერო !!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში


User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

Post by konstantine » 04 ნოე 2010, 14:29

უერთდები მილოცვებს....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თეკლე ბატონიშვილი რუსთაველის მეორე პრემიით დაჯილდოვდა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 ნოე 2010, 14:32

გილ20ავ თეკლეეეეეეე.
ყოჩაღი გოგო ხარ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]