ყველაზე კოლორიტული კარაველი, ყველასათვის საყვარელი და ახლობელი კაცი, რომელმაც რამდენიც უნდა დაგვკარგოს;

რამდენჯერაც უნდა შეგვაცდინოს ცრუ-თემების გახსნით;

რამდენჯერაც უნდა ჩაერიოს უადგილოდ კამათში "თამამ, თამამის" ძახილით;

რამდენჯერაც უნდა დასჭექოს შუა ლაშქრობაში "დამსეტყვე, ცაო" და გაგანია სიცხეში სეტყვა დაგვატეხოს,

მაინც ყველასათვის საყვარელი კარაველია; "კაცი-დაკარგვა", "კაცი-კურიოზი", რომლის წამოსვლაც ლაშქრობებს სხვანაირად ალამაზებს და სხვა ხიბლს სძენს;
თვით დიდი ლამა
ოჯახურ უღელში აპირებს გაბმას და პირველი ნაბიჯიც უკვე გადაუდგამს -ერთი კვირის წინ ჯვარი დაუწერია თავის ყოფილ სტუდენტზე, დანარცენი კი უახლოესი მომავლის საქმეა.
მივულოცოთ და სიმტკიცე, ბედნიერება და სიყვარული ვუსურვოთ მომავალ ოჯახს. ღმერთს ებარებოდეთ, გვრიტებო.
"12 შვილი გეყოლოთ,
მოღუღუნე და ფრთამალი.
ცხოვრებაში სიტყვა მოგცეთ
არწივივით ხმამაღალი".

