ჩვენი მეგობარი და კარველი პაატა_ გასაჭირშია და დახმარებას საჭიროებს.
საქმის ვითარება შემდეგშია. ზემოთ ხსენებულ პიროვნებას დიდი ხანია გულში ოქროს ასოებით ამობეჭდილი აქვს ირანში წასვლა. და ეხლახანს შეესხმებოდა ფრთები მის დიდი ხნის ოცნებას. მოიპოვა სახსრები, შეაგროვა ყველა აუცილებელი საბუთი და გამოცხადდა ირანის საელჩოში დათქმულ დროს და თქმულ ვიზიტზე.... იმ დიდი ხნის ნალოლიავები ოცნების ფრთების შესასხმელად...... და ყველაფერი გეგმით მიდიოდა...., რომ არა ერთი სულ პაატარა დეტალი, ირანის საელჩომ "თუ ცოლი არ გყავს ვერ გაგიშვებთო"



ოღონდ მართლა ხუმრობა არ გეგონოთ
მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, მათთვის ვინც არ იცნობთ.
1. დაიბადა 1974წ. 4 ივლისს.
2. მშრომელი, მუყაითი ( აქამდე ასეთია. ოჯახს რომ შექმნის მერა რა დაემართება არ ვიცი)
3.www.paata.ge საიტის მფლობელი
4.უყვარს მოგზაურობა, ხეტიალი, შემოვლილი აქვს საქართველოს ბარი და მთა (ბოლო განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით)
4.უყვარს ხევსურეთი და ხევსურები და პირიქით
5....
6...
7....
8...
9...
10..
11...
.......
.......
99.
(გამოტოვებული ადგილები პაატა_ს მცოდნე ადამიანებმა შეგიძლიათ შეავსოთ)
100.სრულყოფილებისთვის ესაჭიროება ცოლი