საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by Naia » 24 ნოე 2008, 12:38

როგორც იცით, გუშინ ნინო_85, ლიკაკო, გოგა და მე მეტეხში ახლადშესახლებული დევნილების მოსანახულებლად ვიყავით ჩასულები. იქ ყოფნისას სურვილი გაგვიჩნდა, რომ კიდევ ერთხელ ჩავსულიყავით მათ მოსანახულებლად და გასამხნევებლად.

ამიტომ, გთავაზობთ მოვაწყოთ საახალწლო აქცია მათთვის. დავთქვათ დღე ახალ წლამდე, ვიყიდოთ ხილი, ჩირი, ჩურჩხელები, ტკბილეული, სათამაშოები და კიდევ სხვა რამ, შევიკრიბოთ და ჩავიდეთ დევნილებთან.

კარგი იქნება თუ ამ ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კარაველი მიიღებს მონაწილეობას. რათა დევნილებმა დაინახონ, რომ მარტო არ არიან. მათ მატერიალურზე მეტად მორალური მხარდაჭერა და გამხნევება უფრო სჭირდებათ.

ველი თქვენს იდეებს :)

პს. ჯინგლ-ბელ და სანტა-კლაუსის რამდენიმე ქუდი უკვე მაქვს :) ჩემი ზურმუხტაც თქვენს სამსახურში იგულეთ.

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by zika » 24 ნოე 2008, 12:44

მაგრად მომეწონა, კარგი აზრია, შენ გვერდით მიგულე :D
мир идет навстречу Вам во Всем.

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by Na-tia » 24 ნოე 2008, 12:44

Naia
კარგი აზრია ძალიან:) თუ ისეთ დროს იქნება, რომ მეცალოს, სიამოვნებით შემოგიერთდებით :)

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by saskva » 24 ნოე 2008, 12:47

თქვენთან ვარ

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by Naia » 24 ნოე 2008, 12:49

გუშინ ვიფიქრეთ, შეგვიძლია დასახმარებლად მეტეხში ჩასახლებული დევნილები ავირჩიოთ. სადღაც30-40 ოჯახი იქნება და უფრო ადვილიცაა მათი დახმარება. თუ ბევრი კარაველი ჩაერთვება ამ აქციაში, შეგვიძლია თითოეულ ოჯახზე ერთმა ან რამდენიმე კარაველმა აიღოს 'შეფობა' და ოჯახს რამდენიმე კილო მანდარინი, ხილი და სხვადასხვა რაღაც მიუტანოს ინდივიდუალურად.

მოკლედ, იქნებ თქვენ უკეთესი იდეა გქონდეთ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 ნოე 2008, 12:53

ეს იქნება 15-22 დეკემბრის ფარგლებში.
ალბათ, მინიბუსებით წავალთ.
რამე პატარა კონცერტი მოვუწყოთ.
და კიდევ, ამ სოფელში 30 ოჯახია.
მე ასე წარმომიდგენია მათი დახმარება.
თითო კარაველმა თითო ოჯახზე 1ჯერადი შეფობა აიღოს და მოუმზადოს საახალწლო საჩუქარი.
საჩუქარში შეიძლება იყოს, ვთქვათ, 2 კილო შოკოლადი, რამდენიმე ჩურჩხელა, 2 კილი მანდარინი, კარტოფილი, ჩირი, პომიდორი, რამდენიმე საახალწლო სათამაშო.
შესაძლებელია საოჯახო ნივთიც
რა ვიცი, 30ნი შევიკრიბებით?

საჩუქრის წონა-ზომაში შეზღუდულნი არ ვართ.
თუ ვინმე სხვასაც ექნება შემოწირულობა, ვთქვათ, ვიღაცას 100 ჩურჩხელა აქვს, შეგვიძლია, 30 სასაჩუქრე პარკში (თუ ყუთში) გადავანაწილოთ

მკდ, უკაცრავად გამოთქმისთვის, მაგრამ ლაქლაქი არ მიიღება, საქმე და საჩუქრები რამდენიც გინდათ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by Na-tia » 24 ნოე 2008, 12:57

თანხა რომ შევკრიბოთ საერთო და მერე იქიდან გადავანაწილოთ თითოეულ ოჯახზე ნაყიდი საჩუქრები?

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by saskva » 24 ნოე 2008, 12:59

თუ ნივთების შეკრებას დავიწყებთ მაშინ უკვე უნდა დავიწყოთ ალბათ ხომ???

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by Naia » 24 ნოე 2008, 13:07

saskva wrote:თუ ნივთების შეკრებას დავიწყებთ მაშინ უკვე უნდა დავიწყოთ ალბათ ხომ???
დევნილებისთვის ზედმეტი არაფერი იქნება. მე მაგალითად, ხილის და ტკბილეულის გარდა, ვაპირებ სახლში დავძებნო თბილი ტანსაცმელი და წამოვიღო.

ფულის შეგორვებაც კარგი აზრია. მაგრამ სავალდებულო არაა მარტო თანხა შევაგროვოთ. ვისაც როგორ შეუძლია ისე ჩაერთოს ამ ღონისძიებაში. თანხის შეგროვა შემიძლია ჩემს თავზე ავიღო.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by Naia » 24 ნოე 2008, 13:07

ნეტმა აურია :)
Last edited by Naia on 24 ნოე 2008, 13:08, edited 1 time in total.


User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by Na-tia » 24 ნოე 2008, 13:13

Naia
მოდი თანხა შევაგროვოთ რაღაც და პლიუს კიდევ ვისაც რა ექნება ისიც დავამატოთ, ტანსაცმელი კარგი აზრია, მეც ვნახავ რამეს

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by lama » 24 ნოე 2008, 13:17

1. Naia
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. saskva
4. ლამა
5.
Last edited by lama on 24 ნოე 2008, 13:18, edited 1 time in total.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by Int3lig3nt » 24 ნოე 2008, 13:17

ზუსტად ასე, ფორუმ.გელები ყოველ პირველ იანვარს ჩავდიოდით ახალგორის ბავშვთა სახლში.
დილიდან გავდიოდით ბაზრობაზე, შევიძენდით სათამაშოებს, ტკბილეულობას, თეთრეულს და ა.შ.
11-12 საათისთვის დავადგებოდით ბავშვებს და ვულოცავდით ახალ წელს :).

ისინიც უკვე ყოველ წელს გველოდნენ.

ღმერთმა იცის, კიდევ როდის მოგვიწევს იქ ჩასვლა :(.

თქვენთან ვარ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საახალწლო აქცია ომის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის

Post by lama » 24 ნოე 2008, 13:19

ტანსაცმელს მეც ბლომად წამოვიღებ :)

მადლობა ნაიკოს ასეთი ლამაზი იდეისათვის
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]