შატილის ასულის ხსოვნისათვის
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
შატილის ასულის ხსოვნისათვის
ეს ფოტოებიც მაგ დღესაა გადაღებული, შენს მარანში:
შენი პრიზი რომ დაიმსახურა, როგორ უხაროდა!. ამბობდა, მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში უნდა გავხსნაო...
ჭინჭილით დალევა არ უნდოდა, მაგრამ მაინც დალია..
კარვული ჩახუტების სიმბოლო ფოტოც მაგ დღესაა გადაღებული:
მერე ბორჯომში მიმავალი გადარეულები რომ შემოგვიცვივდნენ მაშხალების ბათქუნით, როგორ უხაროდა!..
იმ დღესაც ძველით ახალ წელს მის ბინაში შეხვდა კარველების ნაწილი...

"ადამიანი, რომელთანაც ვერასოდეს მოიწყენ" სულ ასე მივმართავდი, მე გარეჯში ლაშქრობისას გავიცანი, ისეთი ინერგიული იყო და ისე კისკისებდა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, მახსოვს როგორ აპროტესტებდა მე შატილის ასული მქვია ხალხო და არა შატილიო, მერე კი რას არ ვეძახდით. სულ გაფაციცებით ჩავიკითხავდი ხოლმე ლაშქრობის წამომსვლელთა სიას, თუ შატილის ასულს მოვკრავდი თვალს ძალიან მიხაროდა. მერე კი იმას ვადევნებდი გაფაციცებით თვალს ავარიის შემდეგ თუ როგორ იყო...
მახსენდება როგორ ვიგალობეთ ერთად საგურამოს ეკლესიაში, რომ გამოვედით მომიტრიალდა და მითხრა ''რა იყო ქალო ეს გალობა იყოო? ვიცოდვილეთ რაღაცო" კი თამო, უფალს როგორც შეგვეძლო ისე ვუგალობეთ და ახლაც როგორც შემიძლია ისე ვილოცებ შენთვის
მახსენდება როგორ ვიგალობეთ ერთად საგურამოს ეკლესიაში, რომ გამოვედით მომიტრიალდა და მითხრა ''რა იყო ქალო ეს გალობა იყოო? ვიცოდვილეთ რაღაცო" კი თამო, უფალს როგორც შეგვეძლო ისე ვუგალობეთ და ახლაც როგორც შემიძლია ისე ვილოცებ შენთვის
შატილის ასულის ხსოვნისათვის
შატილის ასულთან ჩემი ბოლო გასვლა ჯვრის მონასტრის დასუფთავების აქცია იყო ფერეიდნელებთან ერთად - 2008 წლის 30 მარტს... მგონი, იმის შემდეგ კიდევ ერთი გასვლა მოასწრო შატილმა - 17 აპრილს ის საშინელი საღამო დაგვიდგა კარავს... იმ დღესაც ტრადიციულად დაგვამახსოვრა თავი სიცილ-კისკისით, ხუმრობით და ლამაზი სულით. საღამოს, როცა 100 ტომარა ნაგავი მანქანაზე შევყარეთ, რომელზედაც მერე დასატკეპნად შატილიონკამ ჩანადირთან და პოპინსის გეგასთან ერთად იცეკვა, მცხეთაში რესტორანში ვივახშმეთ. იქაც ტავის სტიქიაში იყო - დაღლას არ იმჩნევდა და მხიარულების ცენტრში ტრიალებდა. ამ მახსოვს, რაზე იხუმრა, მაგრამ კარგად მახსოვს, ადმინი რომ სიცილისგან ჩაბჟირდა და "შატილიონკა, შენ რა მაგარი ხარო", ძლივს ამოღერღა, როცა ოდნავ მოითქვა სული...
შენ შენი საქმე ამ ტრაგედიითაც გააკეთე - ეს უბედურება კარავის ერთ ოჯახად ცხოვრების დასტურად იქცა. უბედურებამ თითქოს უფრო შეგვაკავშირა და მძიმე წუთებში მოქცევა გვასწავლა... ისედაც ბევრი რამე გვასწავლა...
მიზეზთა გამო, ლაშქრობებში ფოტოებს არ ვიღებ და არც მისი სურათები მაქვს, რომ დავდო, მაგრამ ძალიან მინდა, რაც შეიძლება ბევრი დადოთ მისი მოკისკისე, გაცინებული და მხიარული ფოტოები. მინდა, ასე მაინც ვაცოცხლოთ ჩვენი შატილი, რომელიც მხოლოდ მხიარული სახით დაგვამახსოვრდება და არა მოწყენილით...
ძალიან მინდა, ხელი ვკრა იმ კარსაც, რომელიც მწარე სინამდვილეში მატყვევებს, გავანგრიო და გავიდე იქ, სადღაც, სადაც გულიანად მოკისკისე ჩვენი შატილი დაგვიხვდება, ანაც - სახეზე სხივგადაფენილი ტუჩების კუთხეებში ჩაბუდებული ღიმილით; სადაც მის ხუმრობაზე ისევ ვიცინებთ და ადმინი ისევ იტყვის, შატილიონკა, შენ რა მაგარი ხარ! შენ მართლა მაგარი იყავი, ჩვენო თამო... ვაი, რომ იყავი და აღარ ხარ... მაგრამ კარავთან და კარაველებთან ერთად შენც მუდამ იქნები, ჩვენო კისკისა და მხიარულო დაუდგრომელო გოგოვ. არ იარსებებს გასვლა, კარაველთა შეკრება, რომელშიც შენ არ იქნები, შენ არ გახსენებენ, არ მოიგონებენ შენს ხუმრობებს, ცრემლიან თვალებს ერთმანეთს არ მოარიდებენ...
შენ მხოლოდ რამდენიმე საათი დაგრჩა სამზეოზე. სულ რამდენიმე საათი...

Last edited by guruli on 19 ნოე 2008, 23:42, edited 1 time in total.
შატილის ასულის ხსოვნისათვის
ჩვენ ლამაზი მეგობარი გვყავდა
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .
და დღეს მტრედმა მოუტანა ფრთები. . .
დაგვტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა. . .
ღურუბლებს გაჰყვა. . . სად ვეძებოთ სადა. . .
ჩვენ ლამაზი მეგობარი გვყავდა. . .
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით. . .
არ ვიცნობდი და მეტი არ მეთქმის. . .
მართალი ხარ იკა ჩვენ ახლებს ამ თემის საშუალებით მოგვიწევს შატილის გაცნობა. . .
ამ 7 თვის განმავლობაში კი რაც დავინახე მასზედ უკვე აღარ ღირს წერა. . .
ისედაც ბევრი ითქვა . . .
და მაინც
ყველას არ შეუძლია გულიანი სიცილი
ისეთი შენც რომ აგიყოლიოს. . .
ყველას არ აქვს დიდი წყლიანი თვალები
ისეთი შენც რომ ჩაგაფიქროს. . .
ყველას არ ძალუძს სიცოცხლით ტკბობა ყოველ წუთს - ყოველ წამს
ისე როგორც ეს შატილს შეეძლო. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
შატილის ასულის ხსოვნისათვის
ამ წერილებს ,რომ ვკითხულობ უფრო და უფრო მინდება მანამდე მცნობოდი...იმის იმედიც დიდი მქონდა შენი გამოჯანმრთელების შემდეგ ვიმეგობრებდით.... მაგრამ ეს იმედიც აღარ მაქვს გურულს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ შენ მარტო კარავს კი არა სხვა, გარეშე ადამიანებს, ჩემი თამადობით, ამ მწუხარებით დაანახე, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები ,რომელთათვისაც ასე განიცდიან, და კიდევ არსებობენ ადამიანები,თანაც ასეთი დიდი შემადგენლობით, რომლებიც განიცდიან,სიკეთით სავსენი და ღვთისნიერნი არიან...მადლობა თამუნა ამისათვის ....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
შატილის ასულის ხსოვნისათვის
მე მგონი მარტო ერთხელ ვიყავით ერთად ლაშქრობაში. გამორჩეულად დამამახსოვრდა როგორც ყველაზე მხიარული და სიცოცლხლის მოყვარული.
მე არ ვიცი რამ შეიძლება გაუქარვოს მის ახლობლებს ეს ტკივილი მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ უფალი მის სულ მშვიდობით მიიღებს და ნათელში ამყოფებს, ჩვენ კი ყოველ ლაშქრობაში სიმბულურად თან გამოგვყვება ჩვენი შატილიონკა, ჩვენთან ერთად დაათვალიერებს იმ ადგილებს რაც არ უნახავს და რისი ნახვაც სურდა...

აცხა ღორებო
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
შატილის ასულის ხსოვნისათვის
დღესაც გითხარი და გიმეორებ, ამ ქვეყანაზე არაფერი ხდება შემთხვევით, შატილიონკამ შენი თავი გვაპოვნინა და ამდენი მეგობარი შეგძინა...anano wrote:ამ წერილებს ,რომ ვკითხულობ უფრო და უფრო მინდება მანამდე მცნობოდი...იმის იმედიც დიდი მქონდა შენი გამოჯანმრთელების შემდეგ ვიმეგობრებდით.... მაგრამ ეს იმედიც აღარ მაქვს ....
შატილის ასულის ხსოვნისათვის
ჩემი ამბავი ასეთია:
იყო დრო, როცა დავრჩი უსამსახუროდ. საშინელ დეპრესიაში ვიყავი. რაღაცნაირად მეგობრებიც შემომეცალნენ. საკმაოდ ცუდ დღეში ვიყავი და ცხოვრების ხავსებს ვეჭიდებოდი. სულ რომ არ გამოვშტერებულიყავი, დავიწყე სიარული ქართულ ცეკვაზე. იქ გავიცანი თამუნა. რამდენიმე ხანში აღმოჩნდა, რომ ნაწილობრივ მეზობლები ვიყავით.ზოგჯერ სახლში ერთად ვბრუნდებოდით. იცით, მე მაშინ ადამიანებთან ურთიერთობებისაც კი მეშინოდა რამდენადმე, არადა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეს ადამიანური ურთიერთობები. თამუნასაც, რაღაცნაირად, ცოტა არ ვენდობოდი თავიდან, მაგრამ რამდენადაც მიწევდა, ვურთიერთობდი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისიც დადის ლაშქრობებში და მეც( ოღონდ მაშინ კარავთან არანაირი შეხება არ გვქონდა). ამ თემამ უფრო დაგვაახლოვა. სულ ვამბობდით, სადმე ერთად წავიდეთო. თამუნა ერთ-ერთი იმ პირველ ადამიანთაგანი იყო ურთიერთობებში შიშებამდე იმედგაცრუებების შემდეგ, რომლისაც არ მეშინოდა. ამასობაში კარავზე დავრეგისტრირდი. ზაფხული რომ დადგა, გადავწყვიტე კარავთან ერთად წავსულიყავი სადმე. გოდერძის უღელტეხილით გადასვლა იგეგმებოდა აჭარის ზღვისპირეთში. თამუნასაც ვუთხარი. კიო, წამოვალო და ისიც დარეგისტრირდა. მე ვერსად წავედი: ბებიაჩემს ოპერაცია გავუკეთეთ. კარვის გეგმებიც შეიცვალა, გოდერძი გადაიდო, თამუნა კი სამცხეში მოხვდა. შემოდგომაზე, მოგეხსენებათ, ორივენი აქტიურად შემოგიერთდით. დანარჩენი თქვენც იცით... მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მისი გარდაცვალება პირადად ჩემში სასოწარკვეთას არ იწვევს, რადგან საშინელება და ძალის წამრთმევი რაღაც, არის ბოროტება, რომელიც თამუნას არ ახასიათებდა. გარდაცვალება კი გარდაუვალი,საწყენი, გულისმტკენი თანმხლებია სიცოცხლისა, ოღონდ გააჩნია ვის როგორი მიეცემა. თამუნამ ამ შემთხვევაში თქვა თავისი სათქმელი: იმ ყველაფრის ფასი დაგვანახა უკეთესად, რაც მას, როგორც ადამიანს ახასიათებდა. ისედაც კი ვხედავდით, მაგრამ მაინც, უფრო მძაფრად...

Last edited by Tamusia on 21 ნოე 2008, 17:02, edited 1 time in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
შატილის ასულის ხსოვნისათვის
"ჩემო კალიების მადევარო სიხარულო
ეს რა უცნაურ ქვეყანაში შეგირბენია?"
მომენატრები ძალიან ძლიერ
ეს რა უცნაურ ქვეყანაში შეგირბენია?"
მომენატრები ძალიან ძლიერ
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შატილის ასულის ხსოვნისათვის
ხალხ, რა გადასარევები ხართ.
მთაშენკა,
შენმა ფოტოებმა კისკისა და სიცოცხლის მოსიყვარულე შატილიონკა დამიბრუნეს...
გმადლობ

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
შატილის ასულის ხსოვნისათვის
და მე კი მინდა შენ ჩაგეხუტო და ბევრი ბოდიში გითხრა ძალიან ბევრიVarvara wrote:shatilis asuli wrote:და მერე კიდე ყველაზე მაგრად ლამას მინდა ჩავეხუტო, ასეთი სითბო რომ გამოიჩინა და სამცხეში კარლოს ლაშქრობაზე დამპატიჟა.
)
.........
მომენატრები ძალიან
ჩემო სილაღევ და სილამაზევ
შატილის ასულის ხსოვნისათვის
დღეს, ივერიასთან რომ მოვდიოდი დაკრძალვაზე წასასვლელად, ეს სიტყვები ამეკვიატა რომელიღაც სიმღერიდან - ძველი გზები ძველებურად ერთდებიან... ოდესმე ყველას გზები გაერთიანდება და ისევ შევხვდებით შატილს, მანამ კი ჩვენთან ერტად ივლის ლაშქრობებში - ვირტუალურად და წარმოსახვით, ჩვენს გონებაში და ფიქრში.
შატილის ასულის ხსოვნისათვის
ჩემი ახალი თანამშრომელი, ნინო, ჩვენი თამუნას ახლო მეგობარი აღმოჩნდა.. იგი თამუნას ავარიაში მოხვედრის შემდეგ ხშირად შემოდიოდა კარავზე თამუნას მდგომარეობის შესახებ გახსნილი თემის სანახავად. ახლა ამ თემის სანახავად შემოდის ხოლმე... ნინო კარავზე არ არის დარეგისტრირებული, მან თამუნას რამდენიმე ფოტო მომაწოდა, რომელიც თამუნას ნინოსთან, ჰოლანდიაში (ამსტერდამსა და ჰააგაში) ვიზიტის დროს არის გადაღებული...
ეს ფოტო აქვს თამუნას ავატარად კარავზე..
ეს კი ამ ფოტოს ორიგინალია:
ეს ფოტო აქვს თამუნას ავატარად კარავზე..
ეს კი ამ ფოტოს ორიგინალია: