SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Kavtaradze » 19 აპრ 2008, 17:10

ჩემმა დამ მითხრა , ჩვენთან რეანიმაციაში 4 დღე უფასოა წოლაო, თამარის ოჯახისთვის ჯერ მხოლოთ კარტრიჯები მიუტანინებიათ, საავადმყოფოში რომ არ იყოო, 4 დღის მერე დაჟირდება ოჯახს შველა უფრო აქტიურად

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by mika » 19 აპრ 2008, 18:21

:(
არ ვიცი რა ვთქვა :( :cry:
ქავთარაძის დისგან გავიგე ეხლა . მდგომარეობა მართლაც უმძიმესია
medical student

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Katy » 19 აპრ 2008, 19:22

es ra cavikitxe! piradad ar vicnob am adamians, magram zalian samcuxaro faqtia da tu kidev sheikribebit, ritic shemizlia dagexmarebit mec!

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Truli » 19 აპრ 2008, 19:23

რამე ახალი არის???
მი მალატ შვან

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Toma » 19 აპრ 2008, 19:26

რეანიმაციაში 11 დან 2 მდე და 6-ის მერეა შესვლა,ხალათს აიღებთ და თავისუფლად შეხვალთ,ისე მძიმე სანახაობაა და არ გირჩევთ
ხალხო მაინც ჯობია რომ მოვერიდოთ რეანიმაციაში შესვლას, რაიმე დამატებითი ინფექცია ან ვირუსი არ შევიტანოთ.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by mzevinari » 19 აპრ 2008, 20:36

მეც ვერიდები იქ შესვლას,ბოლო ინფორმაციით არ დამძიმებულა,ცოტა სიცხე ქონდა,ანტიბიოტიკები დაუნიშნეს და 36-ზე ჩამოუყვანეს ამ საღამოს,მკურნალობას ვერ დავიწუნებთ,საუკეტესო რეანიმატოლოგმა ნახა დღეს.
ყველაზე მძიმე ხვალინდელი და ზეგინდელი დღე იქნება
საერთოდ კრიტიკული 9 დღე ყოფილა
ჩემგან,თამუნას ძველი მეგობრისგან,უღრმესი მადლობა,ყველა იმ საქმისთვის რასაც მისთვის აკეთებთ

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mariam » 19 აპრ 2008, 20:50

ღმერთმა უშველოს. ეკლესიაში შევაგზავნე დღეს სახელი მოსახსენიებლად. შეძლებისდაგვარად მეც ვიხსენიებ ლოცვებში.
იმედია, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება.

იქნებ ბავშვის სახელიც დაწეროთ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 19 აპრ 2008, 21:56

დღეს ვიყავით საღამოს. უფრო ძლიერი გულის პატრონები შევიდნენ რეანიმაციააში და ნახეს. როგორც მზევინარმა დაწერა სწორედ ასეა. მდგომარეობა კვლავ რთულია, მაგრამ სტაბილური. სიცხემ აუწია, რაც იმის მაჩვენებელია რომ ორგანიზმი სხეულში არსებულ ინფექციას წინააღმდეგობას უწევს. საუკეთესო რეანიმატოლოგმა ნახა და მოიწონა ოპერაცია, ყველა წესის დაცვით და რაც მთავარია, დაუყოვნებლივ, დროის დაკარგვის გარეშეჩატარდაო. 4-5 დღის შემდეგ ექიმები შეეცდებიან ხელოვნურად გამოიყვანონ კომიდან და ნახონ რა რეაგირებას მოახდებს სხეული და როგორ გაუძლებს ტკივილებს.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ. დღეს ბევრმა მოვიხსენიეთ კვეთაში და ბარძიმში, საღამოს შეკვეთილი ჯანმრთელობის პარაკლისი გადავუხადეთ ვაჟა-ფშაველაზე წმ. ბარბარეს ეკლესიაში. თითქოს უფრო დავმშვიდდით, იმედიც უფრო განგვიმტკიცდა. ღმერთი დაიფარავს, ამის ღრმად გვწამს. ღვთის განგების გარეშე ხომ არაფერი არსებობს ქვეყანაზე. ამ ჟეშმარიტებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ისეთი ამბავი შეგვემთხვა ეკლესიიდან წამოსულებს. არ შემიძლია არ მოგითხროთ ამაზე: მე, ლეონტის და მის ოჯახს გამოვყევი მანქანით. საბურთალოდან დიღმისკენ მომავალ გზატკეცილზე, საცობი დაგვხვდა, ჩვენ მოძრაობა შევანელეთ, მაგრამ უკან დიდი სიჩქარით მომავალმა ჯიპმა ვერ მოახერხა დროულად დამუხრუჭება, შეასკდა ჩვენს უკან მომავალ მანქანას, ამ მანქანამ რაღაც სასწაულით გვერდი აგვიქცია და ჩვენს წინ მდგარ მანქანას შეასკდა. ამ სამ დალეწილ მანქანას შორის მოქცეული ლეონტის მანქანა კი ღვთის წყალობით უვნებელი, ნაკაწრის გარეშე გადარჩა. საბედნიეროდ სერიოზულად არავინ დაშავებულა იმ სამ მანქანაშიც. ასე გვიხსნა უფალმა წმინდა ადგილიდან მომავალნი. ასეთი ძალა აქვს ლოცვას. ამიტომ მჯერა რომ ჩვენი მოხსენიება და პარაკლისები თამოს აუცილებლად დაეხმარება.

კიდევ ერთი: თამარის ძმიშვილს მარიამი ქვია. მაგრამ მის გარდა დაშავებულნი არიან ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგოს შვილები: მარიამი და გიორგი, ამიტომ გთხოვთ ყველანი მოიხსენიოთ.

ხვალ კი სამ ეკლესიაში შევუკვეთავთ პარაკლისს: სამთავისში, უფლისციხის ტაძარში და ატენის სიონში.
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by გვალდა » 19 აპრ 2008, 22:21

აუ, სულ დამბურძგლა...

ჩვენი ხალისიანი გოგო კარგად უნდა გახდეს. სხვანაირად არ შეიძლება!
სვანეთოლოგი


User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by guruli » 19 აპრ 2008, 22:30

ამ სამ დალეწილ მანქანას შორის მოქცეული ლეონტის მანქანა კი ღვთის წყალობით უვნებელი, ნაკაწრის გარეშე გადარჩა.
ღმერთმა გადაგარჩინოთ ყველანი და ყოველთვის. როგორც ფერეიდნელები ლოცავენ ერთმანეთს, ღმერთს ებარებოდეთ.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ლეონტი » 19 აპრ 2008, 22:41

გაიხარე გურულო.
როგორც მთა მყვარებიამ აღნიშნა, წმ. ბარბარეს ეკლესიაში პარაკლისის გადახდის შემდეგ ავარიაში მოვყევით.
მაგრამ ეს სხვას რომ მოეყოლა რას დავიჯერებდი, ჩემ თავზე არ მჯეროდა.
დიდ გემივით მერსედესს წინა მხარე წაღებული ჰქონდა. გვერდზე დიდ ნისანს წინ და უკან მილეწილი, ჩვენ წინ კი 1 მანქანა მილეწილი.დარტყმების ხმები რო გვესმოდა, გვეგონა აი ეხლა ჩვენი ჯერია თქო.ჩვენი მანქანა შუაში იყო, სამკუთხედში.
მე ამ მომენტში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ღმერთი სულ ახლოსაა და ესმის ჩვენი, ამიტომ ერთად, შევთხოვოთ უფალს, ვილოცოთ და თამარი კარგად იქნება.
Last edited by ლეონტი on 19 აპრ 2008, 22:49, edited 2 times in total.

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by lomikata » 19 აპრ 2008, 22:44

ძალიან ვწუხვარ ამ ამბის გამო, მაგრამ მჯერა, რომ ღვთის ნებით ყველაფერი კარგად იქნება.

ვფიქრობ, ფულის შესაკრებად კიდევ დაგეგმავთ შეხვედრას. მეც თქვენთან ვარ.

ღმერთი შეეწიოს ჩვენს ხალისიან გოგოს.

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by lomikata » 19 აპრ 2008, 22:46

ლეონტი wrote:გაიხარე გურულო.
როგორც მთა მყვარებიამ აღნიშნა, წმ. ბარბარეს ეკლესიაში პარაკლისის გადახდის შემდეგ ავარიაში მოვყევით.
მაგრამ ეს სხვას რომ მოეყოლა რას დავიჯერებდი, ჩემ თავზე არ მჯეროდა.
დიდ გემივით მერსედესს წინა მხარე წაღებული ჰქონდა. გვერდზე დიდ ნისანს წინ და უკან მილეწილი, ჩვენ წინ კი 1 მანქანა მილეწილი.დარტყმების ხმები რო გვესმოდა, გვეგონა აი ეხლა ჩვენი ჯერია თქო.
მე ამ მომენტში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ღმერთი სულ ახლოსაა და ესმის ჩვენი, ამიტომ ერთად, შევთხოვოთ უფალს, ვილოცოთ და თამარი კარგად იქნება.
დიდება უფალს! ღმერთს გადაურჩენიხართ. გფარავდეთ!

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by kiki » 19 აპრ 2008, 22:55

მეც ვიხსენიებ ლოცვებში დღეს ბარძიმშიც მოვიხსენიე.....მონასტერშიც იხსენიებს დედები.. თამარს!

ღმერთმა გააძლიეროს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]