გილოცავთ www.karavi.ge-ს დაბადების დღეს!
1) რა მანძილსაც ჩვენი პოსტები გადის ყოველ წამს, რომ სერვერამდე მიაღწიოს და საყვარელ ფორუმზე გამოჩნდეს, ყველა ეგ მანძილი ერთად აღებული ფეხით გაგვევლოს ლაშქრობებში

2) რამდენჯერაც სამსახურის გამო ვერ მოგვიცლია, იმდენი ახალი სალაშქრო აქსესუარი შეგვეძინოს-პრაქტიკული მოხმარებითურთ!
3) რამდენიც ჩვენთვის მძღოლებს უთქვამთ - ისეთი კაი ხალხი ხართ, ოღრო-ჩოღრო გზას რას დავეძებო, იმდენი გარემონტებული ოღრო-ჩოღრო გზა ჩვენ!
4) რამდენჯერაც მდინარე გაგვიტოპავს, იმდენი ტოპ-მოდელი წევრი კარავს (თითო კარავს)!
5) რამდენი სამახსოვრო ფოტოც ლაშქრობაში გადაგვიღია, იმდენი ფოტოს ექვივალენტი პიქსელების რაოდენობა კიდევ ახალი ფოტოები გადაგვეღოს!
6) რამდენჯერაც lama-ს ,,დამსეტყვე ცაო" უთქვამს, იმდენჯერ აღარ ემოქმედოს მაგ ლექსს ამინდზე!
ეს ყველაფერი 4 წელში და
7) რაც აქ ოფტოპიკი დაწერილა, ერთი იმდენის გამხდარიყოს კიდე
www.karavi.ge!

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...