"უპატარძლო ქორწილი ანუ იუბილე იუბილარის გარეშე"...
აბა..
აბა..
-- ჩამოასხით, მეგობრებო, ჩამოასხით..
-- რატომ, კაცო.. რა დღეა დღეს ასეთიო ?..
-- დღეს რა დღეა და 26 ივლისიაო.. რომ იცოდეთ, დღეს რა დღეა, ეგრე წყნარად არ იჯდებოდით, ხალხნო.. მაშა, მაშა..
-- რათა, აბა, როგორ, რაო... გვითხარი სადღეგრძელოს თამადავ.. ხომ ვხედავთ, რაღაცას გვიმალავ.. გვითხარი.. გვითხარი..
-- გვითხარი.. გვითხარიო..
-- როგორ თუ გიმალავთ, კაცო.. ზეიმია, ზეიმი... დიდი ზეიმი...
-- აბა, აბა, გვითხარი და ჩვენც შემოგიერთდებით...
-- კარგი, ბატონო და კეთილი..
"26 ივლისია და დღეა განსაკუთრებული.. და განა იმიტომ, რომ ახლა აქ, ჩვენში ძლიერ ცხელა და ზედმეტად შეცხელებულ-შეფიცხუნებულები მთასა და მდინარეებს ვეტრფით..
.. არა..
არც იმიტომ, რომ ივლისი სრულდება და ეს დღეებიც აღარასოდეს განმეორდება მეტჯერ და ამას ვეშურები..
.. არა..
და არც იმიტომ, რომ კიდევ ერთი დღე მიითვალა სამყარომ და მორიგი ნაოჭი შემოიმჩნია..
.. არა..
თუმცა, დღეს ხომ მზეც მეტი სიხარულით ბრწყინავს და წყარონიც მეტი კისკისით რბენენ ქვებზეო.. ყველა, დიდი თუ პატარა, კაცი თუ მცენარე, ქვა თუ ბალახიც კი ერთსა და იმავეს იძახის.. ვაჟაუ.. შენ შემოგევლეთ, ძმაო.. შენო.. მოგვილოცნია ეს დღე შენთვის და მზეს სულში გისურვებთ და ცხოვრებას წყაროს წყალივით ანკარას და კისკისასო..
გაიხარე ძმობილოო.. აქ არა ხარ, მაგრამ, ისიც ვიცით, რომ ასე ადვილად ვერ ივიწყებ ძმობასაცა და მეგობრობასაცო და იმასაც ვხედავთ, რომ შენი გული აქ დარჩა და ჩვენში ფეთქავს ისევ, ქართულადო.. და ჩვენც იმას გისურვებთ, რომ შენც იქ ყოფილიყავი, სადაც შენი გული ძგერს, სადაც შენი ფიქრი სუნთქავს და სადაც შენი სიზმრები დატორღიალებენ და დაკარაველობენ კიდეც..
ჰოდა.. გაიხარეო..."
-- აბა, აბა.. დავცალოთ ყველამ ეს სასმისი ბოლომდე..
-- აბა, ლამა, დასცხე ახლა შენებური..
-- აბა, აბა.. ყველამ შესვით სადღეგრძელო???
=================
სადღეგრძელოს თამადა აბალდუი
