SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 24 მაი 2008, 13:50

Linda wrote:... is ki arada ramdenime welia gripic ar mkonia.

rogorc vici chemi janmrtelobis mdgomareobit me sakmaod didi raodenobis sisxlis gadasxma shemidzlia , ase rom chemi sisxli da tavi shatiltanaa
შენ გქონია ცისფერი და ღირებული სისხლი. გაიხარე, ოქრო ხარ!
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by nusa » 24 მაი 2008, 14:13

როგორც ვიცი რამოდენიმე კარაველი არის მისული სისხლის გადასასხმელად რესპუბლიკურში,
თუ კიდევ ვინმე აპირებს მისვლას დაუკავშირდით MIRANDA-ს 899-93-40-90
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by tiko_r » 24 მაი 2008, 16:03

სანამ მე ჩემი და მივიყვანე მირანდამ დამირეკა 15 წუთის წინ

ასე თქვა უკვე საკმარისზე მეტმა ჩააბარა სისხლიო და საჭიროება ჯერჯერობით აღარ არისო.
თავად მირანდამ 400 გრ. ჩააბარა

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by meore monadire » 24 მაი 2008, 16:40

მეც მინდა გავიგო როგორი ჯგუფის და ჯურის სისხლი მაქვს

დაწეროს ვინმემ აქ რა სად უნდა მივიდე ?
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Varvara » 24 მაი 2008, 19:46

meore monadire

ჯგუფის და რეზუსის დადგენას აკეთებენ ჰემატოლოგიის ინსტიტუტში (პავლოვზე), ასევე სისხლის გადასხმის სადგურში ქავთარაძის ქუჩაზე (ლეჩკომბინატის მოპირდაპირე მხარეზე ცოტა ზემოთ, სიღრმეში დგას 3 სართულიანი შენობა).

წესით დიდი საავადმყოფოებიც უნდა აკეთებდნენ.

ძალიან მარტივი პროცედურაა. მალევე გეუბნებიან პასუხს და გაძლევენ ცნობას.

სისხლის გადასხმის საჭიროების შემთხვევებში დონორის სისხლი მოწმდება შიდსზე და ჰეპატიტზე.

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by tiko_r » 24 მაი 2008, 20:30

meore monadire
მე, შენ და გურული წავიდეთ და გავიგოთ :D

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Katy » 24 მაი 2008, 20:47

mec ar vici ra jgufis sisxli maqvs...
albat kviris dgeebshi mushaoben marto xo?

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 24 მაი 2008, 21:01

Katy


უკვე სახლში ხარ? :)


მე მაქვს პირველი ჯგუფის სისხლი, რეზუს დადებითი.
თუმცა ალბათ ერთ კვირაში შევძელებ ჩაბარებას.
იმედია მანამდე არც დაჭირდება :)


Varvara
ჯგუფის დადგენა მარტივი და ძალიან სწრაფი პროცედურაა, მე თვითონ მიყურებია სისხლის გადასხმაში :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by kiki » 24 მაი 2008, 22:01

სამწუხაროა რომ მეორე ჯგუფის სისხლი მაქვს:(:(:(

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 მაი 2008, 23:25

მკდ, სისხლის 2 პროცედურიანი მარაგი ნაშოვნია.
მადლობა გობეს მეუღლეს ანას და მირანდას. კიდევ სხვებს სისხლის გადასხმისთვის.
ჰო, მადლობა ყველას ყურადღებისთვის, ოპერატიული გამოხმაურებისთვის.
კიდევ 1ხელ დავრწმუნდი, რომ ძნ კგ და ყურადღებიან ხალხთან მაქვს საქმე და ნებისმიერი ადამიანი იამაყებს თქვენთან მეგობრობით.

თუ 1ლი ჯგუფის დადებითი სისხლი დაგვჭირდა, თადარიგში გვყვავს:
1. თიკო ერის და
2. ლინდა
3. ნინი 85
4. ...

კიდევ რამდენიმემ მითხრა. გთხოვთ, ჩაეწეროთ სიაში.
გვალვამ გადასრევი აზრი თქვა, თუ არ დაიზარებთ, თავიდანვე შეიმოწმეთ სისხლი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by tiko_r » 24 მაი 2008, 23:30

GAMARJOBA SAKARTVELO
შატილიკოს დედა ვნახე დღეს... ასე მითხრა ხვალ შეიძლება დაგვჭირდესო... ჩემი ნომერი ჩაიწერა.. თუ რამეა დამირეკავს

სისხლი თურმე აქამდეც გამოიყენებოდა.. (არ ვიცოდი)... უბრალოდ გუშინ და დღეს დააკლდათ მიწოდება და ამიტომ გახდა საჭირო ამბის გავრცელება

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 მაი 2008, 04:20

tiko_r wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
შატილიკოს დედა ვნახე დღეს... ასე მითხრა ხვალ შეიძლება დაგვჭირდესო... ჩემი ნომერი ჩაიწერა.. თუ რამეა დამირეკავს

სისხლი თურმე აქამდეც გამოიყენებოდა.. (არ ვიცოდი)... უბრალოდ გუშინ და დღეს დააკლდათ მიწოდება და ამიტომ გახდა საჭირო ამბის გავრცელება
ჰო, რუსთავიდან ვეღარ მოჰქონდათ თუ რაღაც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by MIRANDA » 25 მაი 2008, 12:15

გუშინ დილით მესიჯი მომივიდა Ninukala-სგან, რომ შატილიკოს სასწრაფოდ სჭირდება I ჯგუფის სისხლიო.
მაშინვე წავედი რესპუბლიკურში, გზიდან მერაბის ვურეკავდი (შატილის ძმას), მაგრამ გამორთული აქვსო მპასუხობდა (თურმე ნომერი არასწორად მეწერა). მერე ანანოს დავურეკე და მან მითხრა როგორც ვიცი უკვე მივიდნენ ბავშვებიო, მაგრამ მაინც მიდი რეზერვისთვისაც სჭირდება სისხლიო.
მოკლედ მივედი, მაგრამ მე მარტო მისაღები ვიცოდი სად იყო და შადრევანის მხრიდან შევედი. იქ ნაცნობი სახე ვერ ვნახე, ვერც მიმღების ექიმმა მითხრა რამე, ამიტომაც აბა გამოიცანით ვის დავურეკე?!! Anano-ს რა თქმა უნდა :D ანანომ მიმასწავლა სისხლის გადასხმის სადგურამდე როგორ უნდა მივსულიყავი. მოკლედ, ბევრი კი ვიბოდიალე ცარიელ კოლიდორებში, მაგრამ საბოლოოდ მივაგენი :D
იქ რომ მივედი აღმოჩნდა, რომ ჯერ არავის ქონდა სისხლი ჩაბარებული. ერთი ახალგაზრდა ბიჭი იცდიდა (თუ არ ვცდები პაატას დეიდაშვილი) და მისი ახლობელი იყო კიდევ. ძმა რუსთავში იყო, მაგრამ სისხლის ბანკი დაკეტილი აღმოჩნდა (სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს). მალე შატილიკოს დედაც მობრუნდა, მასაც I ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი ქონდა, მაგრამ ასაკის გამო არ აუღეს.
იქიდან გამომდინარე, რომ მე ბევრი ვეძებე და ანანოს ნომერი რომ არ მქონოდა შეიძლება ვერც მიმეგნო "სისხლის სამსახურისთვის", ვიფიქრე, ვინმე არ მოვიდეს და უკან არ გაბრუნდეს მეთქი და Ninukala-ს ვთხოვე, რომ კარავზე დაპოსტე ჩემი ნომერი, რომ თუ ვინმე მოვა მე დამირეკოს მეთქი. ნინუკალა არ იყო კომპტათ და Nusa-ს დიდი მადლობა რომ დაწერა ჩემი ნომერი.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა ის ექიმი, ვინც სისხლს იღებდა და პირველად ის ახალგაზრდა ბიჭი შეიყვანეს, მაგრამ დაბალი წნევა აქვსო და ვერ გავრისკავთ, ცუდად არ გაგვიხდესო და სისხლი არ აუღეს. :(
მერე მე შევედი და ექიმმა უთხრა 200-ზე ცოტათი მეტი აუღეო, მაგრამ როცა სისხლს მიღებდა (მეორე ექიმი), ვკითხე, მაქსიმუმი რამდენი არის-მეთქი და 400-იო და 400 ამიღე მეთქი და ნეტა იცოდეთ როგორ გაუხარდა. მოკლედ, 400 აიღეს. თავს მშვენივრად ვგრძნობდი, როგორც მანამდე ვიყავი, ზუსტად ისევე ვიყავი სისხლის ჩაბარების მერეც (მარტო ნაჩხვლეტი მტკიოდა ცოტა ხანს, მსხვილი ნემსი იყო ნამეტანი :D ). ჯერ კიდევ სისხლის ჩაბარების პროცესში ვიყავი, როცა გობემ დამირეკა და მითხრა ანასაც (მის მეუღლეს) I დადებითი აქვსო და მოვაო :)

როცა ისევ მისაღებ ოთახში გამოვედი პაატას და, ნინო დახვდა, თანამშრომელთან ერთად. თვითონ ნინოს I ჯგუფის სისხლი არ ქონია, მაგრამ ყველა თანამშრომლისთვის უკითხავს (130 თანამშრომელი ყავს) და 1 მაინც აღმოუჩენია, რომელიც ყველა კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. ამ გოგონამაც 400 გაიღო.

მერაბიმ მითხრა რომ ერთი გოგო მელაპარაკა - ჩემს დას აქვს I ჯგუფის სისხლიო და თუ დაგჭირდებათ ჩააბარებსო, მაგრამ სახელი არ ვიციო. მე ნინუკალასგან ვიცოდი, რომ Tiko r. -ის დას ქონდა I ჯგუფის სისხლი და მივხვდი რომ მერაბიც მასზე ლაპარაკობდა. სანამ თიკოს ნომერს ვარკვევდი თვითონვე გადმომირეკა და მითხრა თუ დავჭირდებით მოვიყვანო. უბრალოდ სამწუხაროდ მალე მოსვლას ვერ ახერხებდა, მაგრამ მოვალო დამპირდა.

ამასობაში მერაბის მეუღლის, თეას მეგობრებიც მოვიდნენ, მაგრამ მათ ზუსტად არ იცოდნენ რომელი ჯგუფის სისხლი ქონდათ, იქვე გადაუმოწმეს და ერთ-ერთს აღმოაჩნდა, მეორეს - არა.

მალე ანაც მოვიდა, გობეს მეუღლე და მანაც 400 ჩააბარა :D


ექიმები ცოტა ხნით გავიდნენ, სისხლის გადასხმები ქონდათ გასაკეთებელი და
სანამ მობრუნდებოდნენ თამუნას 2 ახლობელი მოვიდა და მესამეც მოვაო თქვეს.

სულ 500 მლ. სისხლი ჭირდებოდა და 500-იც რეზერვში. 5 ადამიანი თუ ჩაგვაბარებს ძალიან კარგი იქნებაო, რომ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სისხლი დაიბრაკებოდა, რეზერვი ბლომად ყოფილიყო.

მცხეთიდან ქვევრმაც დამირეკა და მანაც მითხრა მეც I ჯგუფის სისხლი მაქვს დადებითიო თუ ვარ საჭირო ახლავე წამოვალო.

რადგან დასვენების დღეები დაემთხვა ლაბორანტი სპეციალურად უნდა გამოეძახებინათ, ამიტომაც ვინც მოსულია ბარემ ავუღოთო და მეტი საჭირო აღარ არისო. ამიტომაც დავურეკე თიკოს და ვუთხარი, რომ თუ უკვე გზაში არ იყო, მაშინ ნუღა მოვიდოდა და ქვევრსაც შევატყობინე SMS-ით.

როცა ექიმები მობრუნდნენ ძალიან ბევრნი ვიყავით უკვე და ვინც უკვე ჩააბარეთ და კარგად ხართო იქნებ წახვიდეთო. და წამოვედით.

P.S. პატარა summary რომ გავაკეთო:
მე ჩავაბარე - 400 მლ.
პაატას დის, ნინოს თანამშრომელმა - 400 მლ.
გობეს მეუღლემ, ანამ - 400 მლ.
მერაბის მეუღლის, თეას დაქალმა - რამდენი არ ვიცი, მაგრამ ალბათ ისიც 400-ს ჩააბარებდა
და კიდევ 3 ადამიანი იდგა რიგში.

ანუ ყველამ 400-400 თუ ჩააბარა, გამოვიდოდა 2.8 ლ. :)

P.S. შატილიკოს დედა ძალიან ზრუნავდა ჩვენზე, ალუბლის წვენი დაგვახვედრა და სულ გვეკითხებოდა, ხომ კარგად ხართო?! შოკოლადის კორიანტელი იყო, ჩვენ ჩვენ-ჩვენი შოკოლადით შეიარაღებულები მივედით. თამუნას დედამაც ბევრი შოკოლადი დაგვახვედრა და იქვე "შოკოლადის სუფრა" გავშალეთ :D
P.P.S. ბოდიში ამდენი რომ ვწერე და ასე დეტალებში, უბრალოდ ბევრს აინტერესებდა დაწვრილებით და ცალ-ცალკე რომ არ მომეყოლა აქ ვპოსტავ :D თან იქნებ კიდევ სხვასაც აინტერესებს. იმედია არეულად არ დავწერე და აზრს გამოიტანთ :roll:
P.P.P.S. თუ რამე კიდევ გაინტერესებთ მკითხეთ :) შატილიონკას მდგომარეობას რაც შეეხება, მერაბის რომ ვკითხე, როგორ არისო ისევ ისეო და აღარ ჩავეძიე, იმიტომ, რომ ანანო ყველა სიახლეს წერს კარავზე და მისგან შევიტყობთ ჩვენი მოკისკისე თამუნას მდგომარეობას.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mrs. Robinson » 25 მაი 2008, 13:12

MIRANDA
მადლობა, რომ არ დაიზარე და ასე წვრილად რომ მოყევი.
გაიხარეთ კარგო ხალხო !!!!!!!!!!!!

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ლოცვა შატილიონკას და გიო-გიორგისსთვის

ქრისტე აღდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!
3-ჯერ.

შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა თამარსა და მონასა შენსა გიორგისა ზედა და იხსენ სნეულებათაგან,
ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან;
და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.

სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა,
ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და
განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,
ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას, თამარს და გიორგის მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო
ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი,
და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
მე გვიან შემოგიერთეთ ჩემი ხმა. 2-3 დღეა რაც ამ ლოცვას ვკითხულობ და იმედი გამიჩნდა, თორემ აქამდე დამუნჯებულ-დადუმებული ვიყავი....
ხოდა ამობეჭდვა და მობილურით შეხსენება, ძალიან კარგი იდეაა.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 25 მაი 2008, 13:18

MIRANDA
მეგონა დავპოსტე, მაგრამ არ გამოგზავნილა :roll:

ხელმეორედ ვწერ.

გაიხარე და დიდი მადლობა, შენც და სხვა დონორებსაც :) . საშინელებაა, როცა ახლობელ ადამიანს ვერ ეხმარები, ისე უმწეოდ გრძნობ მაშინ თავს, აი ეს ვიგრძენი, როცა ნინუკალას მესიჯი მივიღე. როცა გამოვჯანმრთელდები, მეც უნდა გავიგო, რომელი ჯგუფის სისხლი მაქვს.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]