Post
by anano » 20 მაი 2008, 00:22
ღამე მშვიდობის!
მდგომარეობა კვლავ ძალიან , ძალიან მძიმე რჩება, რჩება კოაგულაციის პრობლემა, რომელსაც დღესაც გამალებით ვებრძოდით.... ასევე თირკმლის უკმარისობა, რადგანაც უკმარისობის მაჩვენებლებმა დღეს კიდევ უფრო იმატა, დაისვა დიალიზის სასიცოცხლო ჩვენებით ჩატარების საკითხი,საღამოს ჩაუტარდა 1 საათიანი დიალიზი, რომლის საშუალებითაც მხოლოდ 1.300ლიტრი გამოიყო სითხრე, მეტის გამოტანა ფიზიკურად არ შეიძლება პირველი სეანსის დროს....მშივიდად ჩაიარა, სისხლის ჟონვადობა რომ მოვდიოდი თითქოს უფრო ნაკლები იყო.....გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია დინამიკაში, როგორც ვიყავით შეთანხმებულები ნეიროქირურგებთან, დინამიკა შეიძება ითქვას უარყოფითია ...ხვალ კიდევ ნახავენ ნეიროქირურგები....ასევე ელექტროენცეფალოგრამა, სადაც გენერალიზებული გულყრის აქტივობა ფიქსირდება, ამიტომ ისევ მოგვიწევს თიოპენტალის გამოყენება, ანუ იმ წამლის რითიც ვაძინებდით,,,იმისათვის რომ ეპილეპტოიდური აქტივობა შევამციროთ...
სულ ეს არის მოკლედ დღევანდელი მძიმე დღის შესახებ, სამწუხაროდ ყველაფერი ძალიან რთულადააა.....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"