Makena
ხეხილი რომელიც ჩაყარეთ რა მდგომარეობაშია?
აბსოლუტურად ყველაფერმა იხარა... ეგ კი არა, ორმო იყო ამოთხრილი ბოძისთვის, შიგნით საიდანღაც მოტანილი პალმა ჩავაგდეთ (ითვლებოდა, რომ პალმა დამჭკნარი იყო), გაიხარა და დავტოვეთ... მხოლოდ გასწორება დასჭირდა, რადგან "დროებით" იყო ჩაგდებული და სისწორეზე არავის უზრუნია
ხორბალი ან ლობიო, მოსავალი როგორი იყო?
მშვენიერი მოსავალია, ოღონდ ხორბალი არ ვიცი, არ დაგვითესავს. მოკლედ, რაც ამ დროისთვის ხარობს, არის კაკალი, თუთა, ალუბალი, ბალი, ატამი, ვაშლატამა, მსხალი, ჭერამი, ხახვი, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, მწვანილები, პალმა უკვე ვთქვი

, ყურძენი და ა.შ. გადასარევი წყალია და ჰაერი. ერთი ეგ არის, ფერმის პირობაზე მგონი პატარაა, ნორმალურ წარმოებაზე არა მგონია რეალური იყოს ფიქრი, თუმცა, შენ თუ მირჩევ, ნამდვილად დაგიჯერებ

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...