SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by namcecuna » 07 მაი 2008, 01:29

ხვალ ვერ მოვალ, მაგრამ, ფსალმუნების სიაში ვარ და როგორც გადაწყვეტთ ისე წავიკითხოთ, დაგიკავშირდებით მოგვიანებით.
მე ვიცი რომ ორივე ვარიანტი არსებობს-შეცვლის და ერთი თვე ერტი კანონის კითხვისაც, მთავარია წიგნი სრულად იქნეს წაკითხული და რომელს ავირჩევთ-არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ახლა ფსალმუნების შესწავლას ხომ არ ვაპირებთ, მთავარია მთელი გული ჩავრთოთ ლოცვაში.

რომელ ვარიანტზეც შეჩერდებით, ჩემთვის ორივე მისაღებია, ორი წიგნიც მაქვს :)

ანანო, რა გაეწყობა, უნდა ვიცადოთ და ვილოცოთ.
ძალიან ხშირად მესმის ამ ბოლო დროს ნაავარიები და ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამომძვრალი ხალხის ამბები, დღეს რომ ჯანმრთელი არიან.
უფალი შეეწიოს ჩვენს თამუნას...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by navigator » 07 მაი 2008, 09:45

ჩავეწერები მეც თუ წინააღმდეგი არა ხართ
1. მთა მყვარებია
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. Mariam
4. Legenda
5. კიკი
6. ნამცეცუნა
7. მეკო
8. ნინო
9. კოლხი გოგო
10. ნინი
11. masai11
12. ქავთარაძე
13. MIRANDA
14. pataputina
15. ნაია
16. უმა
17.ნინია გოგო
18. თუთა
19.guruli
20. navigator
აცხა ღორებო Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ლეონტი » 07 მაი 2008, 10:06

namcecuna wrote:რომელს ავირჩევთ-არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ახლა ფსალმუნების შესწავლას ხომ არ ვაპირებთ, მთავარია მთელი გული ჩავრთოთ ლოცვაში.

...
მე კი მიმაჩნია რომ აქვს, თუმცა ამას დაჟინებით არ მოვითხოვ, თუნდაც იგივე მიზეზით რომ ფსალმუნს შესწავლა სჭირდება.
ხოლო ლოცვის ტექსტი , ანუ რასაც კითხულობ უნდა გესმოდეს, ვგულისხმობ შინაარსს და დამატებით წაკითხული გქონდეს ამ ტექსტის საღვთისმეტყველო განმარტება, ანუ იმის ახსნა თუ რას ნიშნავს ესა თუ ის ნაწილი და რაზეა იქ საუბარი.
თუ ტექსტს აბულბულებ, შინაარსი და მთელი რიგი სიტყვები არ გესმის, განმარტება არ გესმის, მაშინ ეგ რა ლოცვაა?
ანდა როგორც შენ თქვი:"მთელი გული როგორ უნდა ჩადო" უაზრო ტექსტში?
ამიტომ აჯობებს მართლაც ყველამ ერთი და იგივე კანონი წაიკითხოს , ყოველ დღე, ხოლო ამ კანონის განმარტებას რუსულ ენაზე შევეცდები ვიპოვნო სადმე და დავდო.
იქნებ მარიამმა ქართული განმარტებაც იცოდეს სად დევს.

რაც შეეხება 20 მონაწილე ადამიანს, თუ ვინმეს დაბრკოლება შეექმნება რაიმე და ვერ შეძლებს, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს და სხვა შეცვლის.
რადგან აქ მსურველები კიდევ არიან.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by gobe » 07 მაი 2008, 10:12

ფსალმუნები: http://www.orthodoxy.ge/lotsvani.htm
ფსალმუნთა კითხვის წესი: ttp://www.orthodoxy.ge/lotsvani/fsalmunebi.htm

უფალი შეგეწიოთ.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ლეონტი » 07 მაი 2008, 10:31

წმინდა ათანასე დიდი.
ფსალმუნთა განმარტება.



http://christianity.shu.ru/Texts/athana ... psalms.htm

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ლეონტი » 07 მაი 2008, 10:36

აქ არის ათანასე დიდის, ბასილი დიდის, ექვთიმე ზიგაბენის, და სერგეი ტერნოვსკის განმარტებანი.

http://www.mystudies.narod.ru/bible/old ... s/_ps.html

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mariam » 07 მაი 2008, 10:48

ლეონტი wrote: იქნებ მარიამმა ქართული განმარტებაც იცოდეს სად დევს.
რამდენიმე ფსალმუნის განმარტება არის აქ: http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm
როგორც ვიცი, ქართულად ყველა ფსალმუნის განმარტება ჯერ არ გამოცემულა. რუსულად შეიძლება ინტერნეტში მოიძებოს.


ე.ი. დღეს დავიწყო და ერთი თვე წავიკითხო მე-3 კანონი? "დიდებაში" ლოცვა სნეულთათვის, რომელიც აქ დაიწერა არა?

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by masai11 » 07 მაი 2008, 10:51

Mta Mkvarebia wrote:
masai11 wrote: მაუნტ-ლავერმა ითავოს ეგ საქმე, რა უჭირს? :)
მასაი

ბრწყინვალე იდეაა :)
მაგრამ მგონი სათავებელი აქ არაფერია, მთავარია 20 ადმიანმა გამოთქვას თანხმობა და მერე ფსალმუნებს დავინაწილებთ.

აჰა, შენ კი გეგონა ჩემო M&L რომ ამ საქმეს სათავებელი არაფერი ექნებოდა :)
ხომ ხედავ აზრთასხვაობაა, ამან საქმე შეიძლებაა გააჭიანუროს. ამიტომ მოთავემ:
1. დაეთათბიროს საკუთარ მოძღვარს (ან მისი რჩევით კიდევ უფროი მაღალი სასულიერო წოდების პირს). ამათთან ერთად დაადგინოს, როგორი წესით ჯობს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფსალმუნის წაკითხვა და რა ლოცვა უნდა იქნეს ჩართული "დიდებებს" შორის.
2. მიღებული გადაწყვეტილებების, ჯგუფის თითოეული წევრის რიგისა და საკითხავის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს ყველა ჯგუფის წევრი სათითაოდ, პირადათ, PM-ებით მათი;
3. უნდა იყოს საკონტაქტო პირი ჯგუფის ყველა წვრისათვის (ჯგუფში მოხვედრის სხვა მსურველებისთავისაც) და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი ვერ ახერხებს თავისი კანონის შესრულებას დროულად განახორციელოს ცვლილება.
4. .... კიდევ გამოჩნდება რამე

მოკლეთ, უნდა თაობა ამ საქმეს და დროულად. :)

ამასთან,
უნდა იცოდეთ ხალხებო, რომ თამარისათვის მლოცველი ფაქტიურად ბრძოლაში შედის იმ ძალებთან ვინ რომ თამარის გამოჯანმრთელების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე პრობლემები შეექმნება, მაგრამ რაღაც შემოტევებს ნამდვილად ექნება ადგილი .... იქ ფსალმუნის წაკითხვა დაგეზარება, ან სულაც დაგრჩება ფსალმუნი სადღაც და უდროოდ, იქ რიგი და საკითხავი აგერევა ან გონების კონცენტრირებას ვერ მოახერხებ სათანადოდ, იქ სადღაც ვიღაც დაგპატიჟებს (რომ არ მიხვიდე არაფრით არ შეიძლება დაგკარგავს :D) და "კაცურად" გაძღომა მოგიწევს..ან შეიძლება სულაც ვერაფერი წინაღმდეგობა ვერ იგრძნო და ამპარტავნუ-ცუდმედიდურად იფიქრო _ ეუუჰ! რა "ბრწყინვალედ-სულიერი" ვყოფილვარ კაცო - ო :)
მოკლეთ არ არის ეს ამბავი იოლი და მარტო ის რომ სია შეივსოს როგორც რომ თითქოს რაიმე ექსკურსიაზე მივდიოდეთ :)
რათქმაუნდა შეუძლებელიც არაფერია და ამ შეძლებასაც მიანიჭებს უფალი მას ვინც გულწრფელად ითხოვს დახმარებას.
აღმსარებელ-მაზიარებელი ადამინისთავის ეს ყველაფერი უკვე გარკვეული გამოცდილების სფერო, უფრო დაცულიცაა რაღაც თვალსაზრისით . ამიტომ სასურველი იყო :)

როგორც უმრავლესო ბაგაწყვეტს არა რა!!! ეს ის სფერო არაა უმრავლესობას რომ უნდა ეთათბირო. უმრავლესობამ მოთავე აირჩიოს ამ უკანასკნელმა კი შემდეგ მიხედოს რა, როგორ და როდის ;)
Last edited by masai11 on 07 მაი 2008, 11:10, edited 2 times in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ლეონტი » 07 მაი 2008, 10:51

დავითნის კითხვის წესი ერისკაცისთვის:

http://mrevli.org/mrevli_pdf/davitnis_kitxvis_cesi.pdf

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by MIRANDA » 07 მაი 2008, 11:46

me 13 maisamde sheidzleba forumze shemosvla ver movakherkho.

Roca gadatskvett kvelafers, dzalian gtxovt mobilurze (899 934090) momtserot rogori tanmimdevrobit gadatskvitet tsakitxva (kovel dge erti da igive fsalmuni unda tsavikitxo, tu kovel dge momdevno) da a.sh.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ლეონტი » 07 მაი 2008, 12:09

masai11
მოდი ითავე კოორდინატორობა რაღა.
დადევი შენი მობილი და თუ ვინმე რამეში დაეჭვდება დაგირეკავს.
მოძღვრებტან პირადი კონსულტაციები და სხვა საქმეს გაწელავს.
თუ ვინმეს თავში ეჭვი ეპარება მღვდლისგან კურთხევა აიღოს.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 07 მაი 2008, 12:14

masai11 wrote: აჰა, შენ კი გეგონა ჩემო M&L რომ ამ საქმეს სათავებელი არაფერი ექნებოდა :)
ხომ ხედავ აზრთასხვაობაა, ამან საქმე შეიძლებაა გააჭიანუროს
მართლი ხარ, რომ ნებისმიერ საკითხზე შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა მაგრამ მე პირადად რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ასეთ რამეს ვერიდები, რასაც მეტყვის ამ შემთხვევაში ფსალმუნდა ჯგუფის ხელმძღვანელი იმას ვაკეთებ და ისე ვკითხულობ. რადგან გამოითქვა იდეა, რომ მე მეთავა ჩემი აზრი გამოვთქვი, არ მეგონა დიდი სჯა-ბაასი თუ მოყვებოდა. თორემ ისე რასაც იტყვით და როგორ ისე წავიკითხავ :) . კიდევ ერთი, იმ ამ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის გათვალისწინებით ,რომ მე ინტერნეტში საღამოს 8 საათამდე იშვიათად მაქვს შემოსვლის შანსი, და ხალხთან დაკონტაქტების საშუალებაც იშვიათად მექნება, მაშინ, ალბათ, ჯობია ვინმე სხვამ ითავოს ჯგუფის გაძღოლა? :roll:

კიდევ ერთი, სიაში 14 ნომრით პატაპუტინა წერია, მაგრამ ის ისედაც კითხულობს ამ კანონს ოღონდ საერთო საკითხავად. ამიტომ ვფიქრობ მე-14 ადგილი ვაკანტურია :roll: .

1. მთა მყვარებია
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. Mariam
4. Legenda
5. კიკი
6. ნამცეცუნა
7. მეკო
8. ნინო
9. კოლხი გოგო
10. ნინი
11. masai11
12. ქავთარაძე
13. MIRANDA
14. ........?
15. ნაია
16. უმა
17.ნინია გოგო
18. თუთა
19.guruli
20. navigator

რაც მალე გადაწყდება როდის ვიწყებთ კითხვას და როგორ, მით უკეთესი, რადგან ამ სიიდან 3 ადამიანი ხვალ საღამოს უკვე საქართველოში აღარ ვიქნებით.
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by lama » 07 მაი 2008, 12:24

ჩემმა ახლობელმა მომწერა მეგობარი ფორუმიდან და დავაკვალიანოთ სიკეთის გაკეთება სურს ჩვენი თამუნიასათვის და მივცეთ ამისი საშუალება

აი რას მწერს:

კიდევ რამაინტერესებს იცით, karavi.ge-ზე შატილის ასულის შესახებ სამედიცინო დაკსვნა და საავამდყოფოს ანგარიშის ნომერი მინდა ან აფთიაქის (წამლებს ხომ ყიდულობენ) და ცოტათი შევეწევით ჩვენი ფონდიდან....


დავაკვალიანოთ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by z g a r b i » 07 მაი 2008, 12:32

იმედია კარგად იქნება ჩვენი შატილი... ძალაინ გამიხარდა რომ გავიგე თვალი გაახილაო :!:
შატილის ნათლული ჩემი მეგობარია- გიორგი. შატილის ამბავი რომ გავიგე მერე აღმოვაჩინე თურმე გიოს ნათლია ყოფილა. ჯერ არავინ არ გამოუწერიათ, გიორგიც და მარიც საოპერაციოდ წვანან....

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by lama » 07 მაი 2008, 12:44

ჩემმა ახლობელმა მომწერა მეგობარი ფორუმიდან და დავაკვალიანოთ სიკეთის გაკეთება სურს ჩვენი თამუნიასათვის და მივცეთ ამისი საშუალება

აი რას მწერს:

კიდევ რამაინტერესებს იცით, karavi.ge-ზე შატილის ასულის შესახებ სამედიცინო დაკსვნა და საავამდყოფოს ანგარიშის ნომერი მინდა ან აფთიაქის (წამლებს ხომ ყიდულობენ) და ცოტათი შევეწევით ჩვენი ფონდიდან....


დავაკვალიანოთ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]