SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by tiko_r » 06 მაი 2008, 20:42

რესპულიკურ საავადმყოფოში 19:30ზე.
qvevri

თუმცა, მე ალბათ უუფრო ადრე მივალ, რადგან 6-ზე ვამთავრებ და იქ დაგელოდებით... მანამდე კიდევ რამე სმოვკრავ ყურს

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mariam » 06 მაი 2008, 21:05

მარიამ, მგონი ჯობია ერთი თვე ერთმა ადამიანმა ერთი და იგივე ფსალმუნი იკითხოს და შემდეგი თვიდან გადავიდეს მომდევნოზე. მაგალითად მე სიაში I ნომრით ვწერივარ და I კანონს წავიკითხავ. გამარჯობა საქართველო II ნომერია და II კანონს წაიკითხავს. ასე იმიტომ ჯობია, რომ არ აგვერევა რომელ დღეს რა უნდა წავიკითხოთ. საკმარისია, ერთს შეეშალოს, რომ მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება, ხომ იცი. ამიტომ მგონი ასე ჯობია
ეგ მართალია, რომ ფსალმუნების ჯგუფი მაგ პრინციპით დგება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ხომ ასე ხანგძლივად არ გვჭირდება ფსალმუნების კითხვა? ღმერთმა დაიფაროს, რომ თამუნა 20 თვე ცუდად იყოს. 20 დღე, ან საჭიროების შემთხვევაში - 40 დღე (2 წრე), ვფიქრობ, საკმარისი იქნება.
ფსალმუნის შეცვლაც წესით არ უნდა იყოს პრობლემა, სანიშნს ჩადებ, სადაც გაჩერდები და მეორე დღეს იქიდან გააგრძელებ. ისე ჩემი გამოცდილებით, თვეში ერთხელ როცა ვცვლიდი, უფრო მავიწყდებოდა ხოლმე, ხან რიცხვი არ მახსოვდა და ხან რა. როცა ყოველდღე ცვლი, უფრო არ გავიწყდება.

თავს არავის ვახვევ ჩემს აზრს, როგორც გადაწყვეტთ, მეც ისე წავიკითხავ. პრინციპული მნიშნველობა მაგას არა აქვს. მთავარია მალე შეიკრიბოს 20 კაცი, რომ დავიწყოთ.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 06 მაი 2008, 21:15

Mta Mkvarebia wrote:
მარიამ, მგონი ჯობია ერთი თვე ერთმა ადამიანმა ერთი და იგივე ფსალმუნი იკითხოს და შემდეგი თვიდან გადავიდეს მომდევნოზე. მაგალითად მე სიაში I ნომრით ვწერივარ და I კანონს წავიკითხავ. გამარჯობა საქართველო II ნომერია და II კანონს წაიკითხავს. ასე იმიტომ ჯობია, რომ არ აგვერევა რომელ დღეს რა უნდა წავიკითხოთ. საკმარისია, ერთს შეეშალოს, რომ მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება, ხომ იცი. ამიტომ მგონი ასე ჯობია :roll:
გეთანხმები :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 06 მაი 2008, 21:45

Mariam wrote:ფსალმუნის შეცვლაც წესით არ უნდა იყოს პრობლემა, სანიშნს ჩადებ, სადაც გაჩერდები და მეორე დღეს იქიდან გააგრძელებ. ისე ჩემი გამოცდილებით, თვეში ერთხელ როცა ვცვლიდი, უფრო მავიწყდებოდა ხოლმე, ხან რიცხვი არ მახსოვდა და ხან რა. როცა ყოველდღე ცვლი, უფრო არ გავიწყდება.

თავს არავის ვახვევ ჩემს აზრს, როგორც გადაწყვეტთ, მეც ისე წავიკითხავ. პრინციპული მნიშნველობა მაგას არა აქვს. მთავარია მალე შეიკრიბოს 20 კაცი, რომ დავიწყოთ.
მართალი ხარ :) , მაგრამ მე რომ სხვა ფსალმუნებსაც ვკითხულობ (სხვა ბევრიც), ორი სანიშნი ჩავდო? ხომ ამერ-დამერია ყველაფერი? :roll: ყოველი თვის ბოლოს კი შევახსენებთ ჯგუფის წევრებს, რომ შემდეგ თავზე უნდა გადავიდნენ.
მაგრამ მეც არავის ვახვევ ჩემს აზრს, როგორც უმრავლესობისათვის იქნება მოსახერხებელი ისე იყოს. მთავარია ჩვენი გოგო გამოჯანმრეთელდეს :)
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ლეონტი » 06 მაი 2008, 22:20

Mta Mkvarebia
ნინი_85
ერთი და იგივე თავის კითხვა, არ გამიგია ჯერ.
მარტო მექანიკური წაკითხვა არ უნდა იყოს საქმე,მე მგონია.
რადგან მკითხველი მლოცველია და არა მექანიკური აპარატი, ამიტომ სხვადასხვა თავი ჯობია.
და თუ არევაზეა საქმე 2 სხვადასხვა საიშნია საჭირო, უკიდურეს შემთხვევაში 2 სხვადასხვა ფსალმუნთა წიგნი.
მე აგრაეთვე მაინტერესებს ის ტექსტი (შინაარსი), რომელიც უნდა წაიკითხოთ იმ ადგილებში სადაც "დიდება" წერია.
ამაღლებამდე "ქრისტე აღდგა" 3 ჯერ და მერე მცირე ლოცვა ავადმყოფის მოსახსენიებელი.
მარიამ შენ გეცოდინება.

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Kavtaradze » 06 მაი 2008, 22:31

ლეონტი
რადგან მკითხველი მლოცველია და არა მექანიკური აპარატი, ამიტომ სხვადასხვა თავი ჯობია.


ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს ლეონტ :) ყველა ვერ ილოცებს "სხივის სიტყვებით" გულით და სულით და უმეტესობა ჩვენი მრევლისა არის ამ სულიერ მდგომარეობაზე დღეს :) ასე რომ ნუ ვიქნებით ძალიან კრიტიკულნი :)
მარა ისე ბევრის ერთად წაკითხვა ცოტა მოსაბეზრებელია და მოძღვრები არ გვირჩევენ ამას.

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Kavtaradze » 06 მაი 2008, 22:34

,./.
Last edited by Kavtaradze on 06 მაი 2008, 22:44, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ლეონტი » 06 მაი 2008, 22:41

Kavtaradze
ყურადღებით წაიკითხე რა დავწერე.
რა უნდა ქნა ნამდვილად არ მიკითხავს.
დიდების მერე ქრისტე არდგა 3 ჯერ და მერე მცირე ლოცვა სნეულისთვის, რომლის ტექსტიც მაინტერესებს.
აქ ადრე მე დავდე მაგრამ ის 2 ნაწილიანია და გრძელი მეჩვენება.
ქავთარაზე მარიამს დაველოდოთ.
შენი აზრი გასაგებია.
:lol:
Last edited by ლეონტი on 06 მაი 2008, 22:46, edited 1 time in total.

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Kavtaradze » 06 მაი 2008, 22:43

ლეონტი
გასაგებია , ბოდიში :)

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by navigator » 06 მაი 2008, 22:49

ლეონტი
მეც ეგრე გამიგია როგორც შენ თქვი, ყველა სხვადასხვა თავს კითხულობს, თან ერთდროულად ხდება ეს წინასწარი შეთანხმებით და მერე ცვლიან თავებს შემდეგ წაკითხვაზე.
მე თავი შევიკავე იმიტომ რომ
სასურველია აღმსარებელი-მაზიარებელი იყოთ
მე კი მაგ მხრივ მოვიკოჭლებ :oops:
აცხა ღორებო Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ლეონტი » 06 მაი 2008, 22:54

navigator
"კოჭლებსაც" შეუძლიათ წაკითხვა, ჩემი აზრით.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 06 მაი 2008, 22:55

ლეონტი

დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნთა კითხვის წესი:
საჭიროა 20 კაცი, კითხვა იწყება აღნიშნული თარიღის მიხედვით. პირველი მკითხველი კითხულობს აღნიშნულ კანონს, მეორე მეორეს და ა.შ. აღნიშნული თარიღის მომდევნო თვეს მკითხველი გადადის მომდევნო კანონზე და 20 თვის განმავლობაში ამთავრებს მთელი "დავითნის" კითხვას. ასეტი წესით კითხვა შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, რადგან მკითხველი ყოველ თვე ცვლის საგალობლებს და ამავე დროს მცირე დროში ახერხებს შეისწავლოს "დავითნი" სრულად.

მკითხველი კითხვის დაწყების წინ ჯერ დასაწყის ლოცვებს კითხულობს და შემდეგ გადავა პირდაპირ კანონზე, რომელშიც ზოგიერთი ფსალმუნი მთავრდება "დიდებით", აქ მკითხველი ამბობს:

დიდება მამასა და ძასა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო(3-ჯერ).
უფალო შეგვიწყალენ( 3-ჯერ)
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
უფალო ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთა, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, შეიწყალე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ და განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, დაუმორჩილე ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებით და კეთილ სამსახურითა ვცხონდეთ(მეტანია)
აცხოვნე უფალო და შეიწყალე დიდი მეუფე ჩვენი, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მამი ჩვენი ილია, წმინსანი მსუფლიოს მართლმადიდებელნი პარტიარქნი, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე(მეტანია)
აცხოვნე უფალო და შეიწყალე მთავრობა და მხედრობა ჩვენი, რათა ნათელი გზითა ატაროს ქართველი ერი გადასარჩენად(მეტანია)
აცხოვნე უფალო და შეიწყალე მონანი და მხევალნი ღვთისანი(სახელობით ტქვენი ჯგუფის წევრები), მიანიჭე მათ მსვიდობა და აღავსნე იგინი ყოვლითა კეთილითა(მეტანია)
აცხოვნე უფალოდა შეიწყალე მშობელნი ჩემნი(სახელები) ძმანი და ნათესავნი ხორცილენი და ყოველნი ახლობელნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა(მეტანია)
განუსვენე ქრისტე ღმერთო სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა(სახელები) განსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება(მეტანია)
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.



და გააგრძელებს ფსალმუნის კითხვას მომავალ "დიდებამდე" და იქ კვლავ იგივეს გაიმეორებს.

ფსალმუნნი და ლოცვანი

თბილისი
გამომცემლობა "აკრიანი"
2003 წელი

იბეჭდება რუის ურბნისის მთავარეპისკოპოს იობის(აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ლეონტი » 06 მაი 2008, 23:02

ნინი_85
შენ 20 თვე აპირებ კანონის კითხვას თამარისთვის?
მე კი მგონია 20 დღე ან მაქსიმუმ 40.
როგორც მარიამმა აღნიშნა.
რაც შეეხება ზემოტ მოყვანილ ტექსტს, რომელსაც მე 20 იოდე წლის წინ გავეცანი.
მაგის წაკითხვა არაა საჭირო.
არამედ :
1.დიდება.
2.ქრისტე აღდგა.
3 მცირე ლოცვა სნეულისთვის , რომლის ტექსტის დადგენას ვცდილობ.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 06 მაი 2008, 23:09

ლეონტი

:)
როგორც ჯგუფი გადაწყვეტს ისე მოვიქცევი.
რაც შეეხება მცირე ლოცვას სნეულთათვის წიგნში მითითებული არაა.
ხვალ მეუფესთან მაქვს შეხვედრა, გავარკვევ და დავპოსტავ.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by navigator » 06 მაი 2008, 23:15

ლეონტი
ჩამწერეთ მაშინ მეც სიაში, საღამოს გამოვნახავ ხოლმე დროს. სამსახურში ნამდვილად არაა სამაგისო სიტუაცია.
აცხა ღორებო Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]