Post
by anano » 31 ივლ 2010, 18:11
ფორუმიდან ვაკოპირებ:
"რომ შემეძლოს ყოველი სიტყვის სიმძიმეს ისევ ჩემთვის დავიტოვებდი და ვატარებდი,რომ შემეძლოს თქვენი თვალებით წაკითხულ ყოველ ფრაზას აქედან აგარიდებდით სამძიმილოდ,მაგრამ...
მაგრამ არ ჩუმდება ჩუმად შენახული სიტყვები ასეთი,ვერ ჩუმდება,გიბრძანებს თქვიო,გთხოვს თქვიო...ნიჭად რომ გერგეო გადმოსაცემადო ,ამბის მისტანადო უნდა თქვაო...როგორც წერილს წერ რაღაც ამბით შენსას აი ისეა დაწერილი ყოველი სიტყვა და....
და ბედნიერი ვიქნებოდი წვიმის ან ბუხრის რომ ყოფილიყო გაგონილი...ან რომელიმეს ეთხოვა ლექსი დამიწერე ბიაკოო და მეძებნა მერე რითმები...
სვანაირად მიყვარს მთა მე,და ბევრი მთა გორება სიტყვები მაქვს ეხლა სმენაში...ღამე გაქრა ,დღე გაქრა,სმენით დამაქვს და უნდა ნახოთ...ასე ნაწილ ნაწილ უნდა ნახოთ...
ჩემი წილი ,ბიაკოს წილი მაპატიეთ ტკივილი...."
ფერი ზღვისა დამინაყრებს
მონატრებას თვალების,
და ხალებსაც რიყის ქვებზე
წამოვკრიფავ დანაფენს...
შენს თმებს თხოვნით ავუკეცავ
ფერდობს დალალებიანს,
ანდა ცივი ჩანჩქერებით
ნაწნავ დაშლილ ქარაფებს...
გამოვურჩევ შენს ხმას წვიმას
სუნთქვას,ქარს და ნიავსა
მზედ შეგხედავ გაღვიძებულს
მთვარედ გნახავ მძინარსა,
მყინვარს რითი მიგამსგავსო?!
წარბშეკრული დამცქერის,
მინდორ დავრჩი გათიბული
ბალახ ვიქეც ნაცელი...
ვაი,გულო ვერ გტეხს მაჯა,
ვერ გტეხს თვალი შუბითო,
ძლივს გატარებ ქცეულს ლოდად
გათოშილი უბითო...
ვაი,ფეხო ნაბიჯებო
მაბიჯებო მიწამა,
სულმა უკვე დაგიჯერა,
სულმა უკვე გიწამა...
გამხმარს წყალი ვერა შველის
ფესვებ დაშლილ ხესაო,
ვითვლი დადგმულ ნაბიჯებში
გზას მოსასვლელს შენსაო
ოი,დღესა მოსწრებულსა
ნუღა მითვლი იარებს
მწვავდეს ხორცი დასიცხული
სუნთქვით ნუ დამიამებ
ძილად ნუ მომეპარები
შვებად ნუღა მექცევი,
ვნახო თვალხილული თვალით
მიწას რომ გავეცლები...
მიწავ ნეტამც გულზე მშვიდად
ბალახ გადამივლიდე
ღირსი მყავი ღმერთო ჩემო,
ძლიერ მყავი ღმერთო ჩემო,
გამძლე მყავი ღმერთო ჩემო,
მშვიდი მყავი ღმერთო ჩემო,
რწმენით მყავი ღმერთო ჩემო,
რომ მათ გზებთან მივიდე!
ბიაკო. 30.07.2010
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"