გუშინდელი ნავ-ჯომარდობის შემდეგ, გაჩნდა იდეა თამუსიასთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა, ტორტი გვეყიდა და მასთან სახლში მისალოცად ავსულიყავით. (გამოიცანით, ვინ იყვნენ იდეის ავტორები

რა თქმა უნდა, გოგა და წივწივა:)
ტორტი ვიყიდეთ, დავირაზმეთ და თამუსიას სახლისკენ გავწიეთ. აღმოჩნდა, რომ ზუსტი მისამართი არცერთს არ გვახსოვდა

კორპუსს კი მივაგენით მაგრამ სადარბაზო ვერ გავიხსენეთ. ჰოდა, ღამის 11-საათზე დავიწყეთ თამუსიას მეზობლების შეწუხება. აქეთ წივწივამ გადარეკ-გადმორეკა. თამუსიასთვის რომ გვეკითხა არ გვინდოდა, ვიცოდით მიგვიხვდებოდა ჩანაფიქრს. მაგრამ ბოლოს სხვა გზა არ გვქონდა, წივწივამ დაურეკა და ოსტატურად 'დატყუა' ინფორმაცია
მაგრამ თამუსია რისი კარაველია ამას ვერ მიმხვდარიყო. ჰოდა, უკვე მის სართულზე ვიყავით ასულები და ტორტზე სანთლებს ვანთებდით, რომ უცებ თამუსიაც დაგვადგა თავზე

))
ჩვენც სასწრაფოდ ავანთეთ სანთლები და 'რა ლამაზი დღეას' სიმღერით (თამუსია, ბოდიში მოუხადე შენს მეზობლებს ხმაურისთვის) შევაბიჯეთ თამუსიას ბინაში. სამწუხაროდ, გვიან გამახსენდა რომ აპარატი მქონდა, ამიტომ რამდენიმე კადრის ჩაჩხაკუნება მოვასწარი მარტო
სუფრას ვშლით
თამუსია გვითვლის
