ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
N67
- მაწანწალა
- Posts: 666
- Joined: 30 მაი 2007, 15:20
- Location: СолÑриÑ
-
Contact:
Post
by N67 » 24 აპრ 2008, 14:15
Toma wrote:N67
რის ოპერაციას იკეთებენ?
სამი გადარჩენილიდან გიორგის მდგომარეობა შედარებით უკეთესია -
მსუბუქი ტვინის შერყევა და დაზიანებული ფეხი.
ფეხზე ოპერაცია დღეს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ როგორც ვიცი, გადაიდო.
საღამოს ვინახულებ და უკეთ მეცოდინება.
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 24 აპრ 2008, 15:25
ამ თემაში ხან მეტირება ხან მეღიმება, ჭადრაკივით შავ-თეთრად მეგანწყობილება.
დამკაში უნდა გავიდეთ, სხვა გზა არი არის!
შადრევანი სად არის? იგივე ადგილი არაა, სადაც წინა ხუთშაბათს შევიკრიბეთ?
სვანეთოლოგი
-
Toma
- იეტი
- Posts: 2655
- Joined: 27 ივლ 2005, 21:50
- Location: Tbilisi
Post
by Toma » 24 აპრ 2008, 15:29
გვალდა
ვაჟაფშაველას პროსპექტის მხრიდან, სადაც ცენტრალური შესასვლელია.
ცხოვრება მშვენიერია
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 24 აპრ 2008, 15:32
რა ნელა გადის დრო...
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 24 აპრ 2008, 16:15
მჯერა რომ თამუნა კარგად იქნება, და უფრო ადრე გამოჯანმრთელდება ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია!
და ჩვენ ყველანი ვიქნებით ამის მომსწრე რამეთუ სხვაგვარად არ შეიძლება რომ იყოს.
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აპრ 2008, 17:58
მეგობრებო, სიახლე გვაქვს:
შატილიონკას ავარიამ ყველა დაგვზაფრა.
სამკურნალოდ საჭირო თანხები სერიოზულია. 1ლი დღეების მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ ითავა.
მომდევნო დღეებს სადაზღვევო კომპანია ზღვრული თანხით ანაზღაურებს.
თუმცა, ეს არ არის საკმარისი.
ჩვენი ნაუცბათევობით, დაახლოებით 30მა კარაველმა 1400 ლარი შევაგროვეთ და იეტ ვარდანაულის
დედის მეშვეობით თამუნას დედას გადავეცით. თუმცა, ეს მეტად კეთილშობილი ქალბატონი ძნ შეწუხებულა.
იმავე დღეებში გადაწყდა თამუნას სახელზე ანგარიშის გახსნა. მით უფრო, შემდეგ ბევრმა კარაველმაც ისურვა თანხის შეწირვა.
2შაბათს ვარდანაულის მეშვეობით თამუნას ძმას - მერაბს შევეხმიანე, ბანკში გამომყევი,
თქვენს სახელზე ანგარიში გავხსნათ-მეთქი.
იურა, რას ამბობთ, ნუ შეწუხდებითო.
ბანკამდე ვერაფრით მივიყვანე.
გადავწყვიტე, ჩემივე სახელზე გამეხსნა ანგარიში, ამეღო პლასტიკური ბარათი და თამუნას ძმისთვის გადამეცა.
TUTAს მეშვეობით ყველა ბანკის პირობები გავარკვიე.
აღმოჩნდა, რომ "სტანდარტბანკი" იყო 1ად1 ბანკი, სადაც ანგარიშის გახსნა და პლასტიკური ბარათის აღება უფასოდ შეიძლებოდა.
დღეს ეს ბარათი ავიღე. მასზე 1ლი შენატანი უკვე არის.
ამ დღეებში მეტ-ნაკლები ოდენობის თანხა რომ შეგროვდება, თქვენთან 1ად მერაბს პლასტიკურ ბარათსა და დალუქულ კონვერტში დაწერილ პინ-კოდს გადავცემ.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ Nზე:
36010113490701
გიორგი ჩანადირი.
თანხის შესატანად, სასურველია, "სტანდარტბანკის" ფილიალები გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს თან პირადობის მოწმობა უნდა იქონიოთ.
ბარათი 2წლიანია და მასზე არსებულ თანხაზე კონტროლი და უფლება თამუნას ძმას - მერაბს ექნება.
გმადლობთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Varvara
- იეტი
- Posts: 1279
- Joined: 08 სექ 2006, 09:53
- Location: თბილისი
Post
by Varvara » 24 აპრ 2008, 18:13
GAMARJOBA SAKARTVELO
უფრო კარგად დაწერე საბანკო რეკვიზიტები:
საჭიროა ბანკის კოდი.
ანგარიშის ნომერი გიწერია, მიმღებიც შენ ხარ ხო?
განმარტება - სტანდარტბანკის ფილიალების გამოყენების შემთხვევაში თანხის გადარიცხვა უფასოა, სხვა ბანკებიდან კი გადარიცხვის საკომისიო იქნება გადასახდელი.
-
Linda
- იეტი
- Posts: 1451
- Joined: 17 მაი 2007, 20:49
Post
by Linda » 24 აპრ 2008, 18:57
ძალიან კარგი

მეც შევიტან ჩემს წვლილს ოჯახის დასახმარებლად : )
-
MIRANDA
- სხარტი
- Posts: 2711
- Joined: 06 სექ 2007, 11:45
Post
by MIRANDA » 24 აპრ 2008, 19:10
როგორ გამახარა, გოგა, შენმა ინფორმაციამ.
დღესაც ვერ ვახერხებდი რესპუბლიკურთან მოსვლას და განვიცდიდი.
P.S. ანგარიშის ნომერი და მიმღების სახელი რამდენადაც მე ვიცი საკმარისია თანხის შესატანად. უბრალოდ, როცა სხვა ბანკიდან რიცხავ თანხას (და მითუმეტეს თუ ვალუტაშია) მაშინ დამატებითი რეკვიზიტებია საჭირო (და საკომისიოც ემატება)
-
igdrasilis-kata
- ბილიკზე მოარული
- Posts: 54
- Joined: 14 ივნ 2005, 10:11
- Location: kombosto
Post
by igdrasilis-kata » 24 აპრ 2008, 19:42
GAMARJOBA SAKARTVELO
გადავწყვიტე, ჩემივე სახელზე გამეხსნა ანგარიში
ძალიან კარგი, ეგრე ჯობია.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ Nზე:
36010113490701
გიორგი ჩანადირი.
გოგა ეგ ბარათის ნომერია თუ ანგარიშის? გაითვალისწინე რომ ბარათის ნომერი სხვაა და საჭიროა ანგარიშის ნომერი, მე როგორც აქამდე ვიცოდი სტბ-ში ანაგარიშები არ იყო მაგდენ ციფრიანი...
ნავიგატორი ვარ, კარავის ფორუმი სულ ასე მაწვალებს...
წყალზე მოსიარულე
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 24 აპრ 2008, 19:47
წინა პოსტი ჩემია,
გოგა, ველოდები შენს დასტურს რომ ეგ ციფრი ნამდვილად ანგარიშის და არა ბარათის ნომერია და ვრიცხავ მაშინვე
აცხა ღორებო

-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 24 აპრ 2008, 19:56
და კიდე ერთი იდეა მაქვს, თუ ნებას მომცემთ მოგაწოდებთ

სტბ-ში ახლა ცოტა ქაოსია და რაიმე გაუგებრობის გამო ვინმეს თანხა რომ არ დაიკარგოს უმისამართოდ გთავაზობთ ყველას ვინც გადმორიცხავთ მიაწეროთ რაიმე კოდური სიტყვა დანიშნულების აღწერაში. შემდეგ თუ საჭირო იქნება, ვნახავთ ამონაწერს და გავარკვევთ მივიდა თუ არა თანხა დანიშნულებამდე, თან ანონიმურობაც დაცული იქნება, ანუ თუ გაუგებრად ვთქვი ამონაწერი იქნება დაახლოებით ასე
"თთ3456" - 50 ლარი
"წრუწუ1" - 30 ლარი
"კოკო" - 40 ლარი
და ა.შ.
აცხა ღორებო

-
kiki
- იეტი
- Posts: 1518
- Joined: 29 ივნ 2007, 17:25
Post
by kiki » 24 აპრ 2008, 20:18
ძალიან გამახარა ანგარიშის გახსნამ. შენ გაიხარე გოგააა!
-
ninia-gogo
- ბოდიალა
- Posts: 112
- Joined: 01 აპრ 2008, 22:39
- Location: Tbilisi
Post
by ninia-gogo » 24 აპრ 2008, 21:35
გოგა ძალიან კარგი საქმე გაგიკეთებია!
ძალიან გამიხარდა!
დღეს სამწუხაროდ ვერ შევძელი რესპუბლიკურთან მოსვლა. (ეკლესიაში ვიყავი.)
დღეს დილით წირვაზე მოვიხსენიეთ თამარი ბარძიმში!
გოგა, შენ, რომ ლოცვა სნეულთათვის დადე, ამ ლოცვას ყოველდღე დილა-საღამოს ვკითხულობ.
მე დიდი იმედი მაქვს და მწამს, რომ უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვასა და ვედრებას და ჩვენი თამარი კარგად იქნება!
-
ninia-gogo
- ბოდიალა
- Posts: 112
- Joined: 01 აპრ 2008, 22:39
- Location: Tbilisi
Post
by ninia-gogo » 24 აპრ 2008, 21:37
ანანო დიდი მადლობა! რომ ყოველ საღამოს გვეხმიანები და თამოს ამბებს გვწერ!
გაიხარე!