ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
NINUCA
- მაწანწალა
- Posts: 718
- Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
- Location: q. Tbilisi
Post
by NINUCA » 23 აპრ 2008, 17:26
გვალდა wrote:მთავარია ვიცოდეთ, და მალე მივიღოთ ის ინფორმაცია რომ თამუნა ასი პროცენტით გამომძვრალია (აღდგომის მადლი და ბრწყინვალე შვიდეულის ნათელი იქნება მისი მფარველი).
ის ყველამ კარგად ვიცით, რა ხანგრძლივია ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების გზა. ამ გზაზე ერთად ვატარებთ ჩვენს საყვარელ "კნიაგინა შაწილსკაია"-ს!!!
ხო აუცილებლად შეეწევა აღდგომისი დიდი მადლი. უფალი არ გაწირავს ჩვენ საყვარელ "შატილს". ღვთის მადლით კარგად იქნება და ჩვენ ყველა ერთად დავეხმარებით მდგომარეობიდან გამოსვლაში. მჯერა!მჯერა რომ ასე იქნება და ყველაფერი ისე დასრულდება როგორც ჩვენ გვინდა. არ დავიზაროთ ყველამ ვილოცოთ თამუნას გადასარჩენად და უფალი აუცილებლად შეისმენს ჩვენს ვედრებას

-
kolxi gogo
- მაწანწალა
- Posts: 362
- Joined: 18 იან 2008, 18:06
- Location: Kolxeti
-
Contact:
Post
by kolxi gogo » 23 აპრ 2008, 18:43
მთელი დღეები სულ შატილის ასულზე მეფიქრება! ძალიან დაძაბული ვნების კვირაა, მაგრამ წინ ბრწყინვალე აღდგომა გველის და ამ უდიდებულესი აღგდომის მადლი შეეწევა თამარს, მარიამ, მარიამს და გიორგის!
ჩემდა სამწუხაროდ უნდ აღვნიშნო, რომ ორივეგან მომიწია პანაშვიდებზე მისვლა თანაგრძნობისთვის! აინტერესდათ გარდაცლილი დედა- შვილის ვინაობა: დედა - თინიკო ტალაბაძე და შვილი ნინიკო, დაახლოებით 10 წლის, ასევე დაზარალებული მარიამ ივარდავას კლასელი. გარდაცვლილები: თინიკო და ნათია კახნიაშვილი შატილიონკას კლასელები და ბავშვობის მეგობრები იყვნენ.
რაც შეეხება მარიამ ივარდავას, მას ბავშვთა 2-ე საავადმყოფოში გაუკეთდა ოპერაცია - ტრეპანაცია. ოპერაციის შედეგებით ექიმები კმაყოფილები არიან. ამჟამად რეანიმაციაშია და ხვალ პალატაში გადაიყვანენ.
გიორგი ივარდავა კი ღუდუშაურის კლინიკაში წევს, მას ტრავმატოლოგიური ჩარევა დასჭირდება, სავარაუდოდ. მას მამა პეტრემ (დიდუბის ეკლესიის მოძღვარმა, დედამისის მოძღვარმა) შეატყობინა დედის გარდაცვალება. სხვამ ვერავინ ვერ შეძლო ბავშვისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება.
,, ... და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ!!!"
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 23 აპრ 2008, 19:38
და მაინც რა მოხდა?
იტყვის ვინმე?
ვინ ვის დაარტყა ?
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 23 აპრ 2008, 20:34
გვალდა wrote:მთავარია ვიცოდეთ, და მალე მივიღოთ ის ინფორმაცია რომ თამუნა ასი პროცენტით გამომძვრალია (აღდგომის მადლი და ბრწყინვალე შვიდეულის ნათელი იქნება მისი მფარველი).
ის ყველამ კარგად ვიცით, რა ხანგრძლივია ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების გზა. ამ გზაზე ერთად ვატარებთ ჩვენს საყვარელ "კნიაგინა შაწილსკაია"-ს!!!
რა კარგად თქვი, მაკა, გულზე მომხვდა!.
NINUCA wrote:ხო აუცილებლად შეეწევა აღდგომისი დიდი მადლი. უფალი არ გაწირავს ჩვენ საყვარელ "შატილს". ღვთის მადლით კარგად იქნება და ჩვენ ყველა ერთად დავეხმარებით მდგომარეობიდან გამოსვლაში. მჯერა!მჯერა რომ ასე იქნება და ყველაფერი ისე დასრულდება როგორც ჩვენ გვინდა. არ დავიზაროთ ყველამ ვილოცოთ თამუნას გადასარჩენად და უფალი აუცილებლად შეისმენს ჩვენს ვედრებას

ამინ!
ნეტა გაუკეთდა უკვე ოპერაცია?
-
tiko_r
- იეტი
- Posts: 3498
- Joined: 04 სექ 2007, 21:35
- Location: სოფ. ძუყნური
Post
by tiko_r » 23 აპრ 2008, 22:12
წეღან გავიარე რესპუბლიკურში.
მშობლებიც ვნახე
ოპერაცია ახალი დაწყებული იყო
ე.ი. დაახლ. 9:10-სთვის დაიწყო და 1 სთ ხანგრძლივობისაა.
ზუსტად იგივე ინფორმაციას ფლობდა გამარჯობა გოგა სანამ გავივლიდი...
შატილიკოს მშობლებმა მითხრეს თქვენი ძალიან მადლიერი ვართო..
თურმე ეს თემაც წაუკითხიათ.. კარავზე შემოსულან.
ზემოთ, წინა პოსტებში დაიწერა იერუსალიმში სააღდგომოდ მიმავალს ვინმეს მოხსენიება ვთხოვოთო.
დღეს ჩემი თანამშრომელი მიდის. ავუხსენი მდგომარეობა და დამპირდა თამარის მოხსენიებას.
ნ----------
ახლა კი ველით ანანოს გამოჩენას.......
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 23 აპრ 2008, 22:22
tiko_r wrote:
შატილიკოს მშობლებმა მითხრეს თქვენი ძალიან მადლიერი ვართო..
თურმე ეს თემაც წაუკითხიათ.. კარავზე შემოსულან.
ცრემლები ძლივს შევიკავე

.. ალბათ მის ნაწერებს, სურათებს ახლა როგორი გრძნობით კითხულობენ და ათვალიერებენ. გუშინ მეც დავუყევი მის პოსტებს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თამოს ხმა მესმოდა და პირისპირ მელაპარაკებოდა

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 23 აპრ 2008, 22:25
არჩილმაც მითხრა იერუსალიმში მიდიან ჩემი მეგობრებიო და მათაც ჩავაწერინე თამუნასა და მისი ძმიშვილის გვარი და სახელიო
და მჯერა
რომ
უფალი შეეწევათ
-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 23 აპრ 2008, 23:43
დღეს ერთი პატარა სასწაული მოხდა.
ძალიან მინდოდა იერუსალიმში მოეხსენებინატ ჩვენი შატილი და ჩვენი ბავშვები, ხოდა, რამდენიმე დღეა ვნატრობდი, ის ქალი, ზოგჯერ რომ მოდის ჩემთან სამსახურში და ყოველ აღდგომას იერუსალიმში მიემგზავრება, ერთი წუთით მაინც გამოჩენილიყო. დიდი ხანია არ მინახავს. არც ტელ. ნომერი მაქვს. მაგრამ, ვგრძნობდი, რომ აუცილებლად წავიდოდა. ხოდა, დღეს გაიღო კარი და შემოვიდა, ისე გამიხარდა, თავი ძლივს შევიკავე, თან შევცბი, ვიფიქრე ალბათ არ წავიდა-თქო, დაგვიანებული მეგონა რატომღაც. მაშინვე ვკითხე-თქვენ არ წახვედით -მეთქი?? ხოდა, ამაღამ მივდივარო

ვერ აღგიწერთ, როგორ გამიხარდა, სასწრაფოდ დავწერე ოთხივეს სახელი და გვარი და ვთხოვე წაეღო. აუცილებლად მოვიხსენიებო...
შეეწიოს თამუნას ყველა ლოცვა, ამინ!
წამო, ზღაპარში ...

-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 23 აპრ 2008, 23:50
გაიხარეთ ხალხნო!
კარგები ხართ

Who is John Galt?
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აპრ 2008, 00:08
ახლა თამუნას ძმას ვესაუბრე.
ჩვენი შატილიონკა ნახევარი სთის წინათ გამოიყვანეს საოპერაციოდან.
მარცხენა ხელზე გაუკეთეს ოპერაცია. როგორც ექიმი ამბობს, წარმატებულად ჩაირა ყველაფერმა.
თავად თამუნას მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ხვალ ამ საზარელი ავარიიდან ერთი კვირა გადის.
წესით, თამუნაზე ზოგადი სურათი გვექნება.
ღმერთო, მალე გამითენე საიმედო ცნობის დილა...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
anano
- იეტი
- Posts: 1620
- Joined: 10 მარ 2006, 03:23
- Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
-
Contact:
Post
by anano » 24 აპრ 2008, 00:29
ღამე მშვიდობისა!
თამუნას ოპერაცია დასრულდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, საოპერაციოში შევიყვანე და დავესწარი მის ანესთეზიას, აღნიშნული ოპერაცია ჩაუტარდაადგილობრივი რეგიონალური ანესთეზიით , რაც მინდა აღვნიშნო რომ ასევე წარმატებული იყო, რადგანაც ამ მეთოდის გამოყენებით საჭირო არ გახდა ზოგადი ანეთეზია... გადაყვანილია კვლავ რეანიმაციაში.
რაც შეეხება მდგომარეობას დღის განმვალობაში, იყო სტაბილური, ვაგრძელებთ მკურნალობას ტვინის შეშუპების საწინააღმდეგოდ,რაც არცთუ ისე ადვილი სამართავია... ასევე გრძელდება სამკურნალო-დაცვითი ნარკოზი, რაც სავარაუდოდ რამოდენიმე დღე გაგრძელდება ისევ, მისი ტვინის მდგომარეობისთვის ეს მიზანშეწონილი და აუცილებელიცაა. ასე რომ თამუნას უახლოესი დღეების განმავლობაში კიდევ ვაძინებთ, მერე ვნახოთ....
მეტს ახალს ვერაფერს გეტყვით. . . დრო, დრო უნდა ყველაფერს...
ვილოცოთ, ღმერთი მოწყალეა.....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 24 აპრ 2008, 00:31
anano
გაიხარე და დიდი მადლობა!
Who is John Galt?
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 24 აპრ 2008, 00:33
ანანო
მადლობა
დიდი
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 24 აპრ 2008, 00:35
anano
რომ შემოვედი ესევე "ანანო" მომხვდა თვალში და ისე გამეხარდა!!
გაიხარეთ მთელმა განყოფილებამ!
დრო გავა და ყველაფერი კარგად იქნება!! მე ვიცი შატილიონკა რომ მაგარია!!