SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by MIRANDA » 12 ნოე 2008, 18:06

რა გადაწყდა?? გადაიდო სხვა დღისთვის?
თუ რამე გადაწყდება მობილურზე იქნებ შემატყობინოთ?!!!
Last edited by MIRANDA on 12 ნოე 2008, 18:08, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by MIRANDA » 12 ნოე 2008, 18:08

რა გადაწყდა?? გადაიდო სხვა დღისთვის?
თუ რამე გადაწყდება მობილურზე იქნებ შემატყობინოთ?!!!

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Kavtaradze » 12 ნოე 2008, 20:50

რა ხდება ეხლა, ხვალე მამა ზაზა ჩაატარებს წირვას თამარის და გიორგის სახელზე . საღამოს კიდევ რესპუბლიკურში შევიკრიბებით (საათს ალბათ გოგა დაწერს) და იქაურ მოძღვარს გადავახდევინებთ პარაკლისს.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Tamusia » 13 ნოე 2008, 17:05

დღეს რომელზე ვიკრიბებით დაწერეთ რა
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 ნოე 2008, 17:27

დღეს 6ზე ვიკრიბებით და ახლა იქ ივრბივარ.
ანანოს ველაპარაკე. 4 სთზე საავადმყოფოს ეკლესიის მოძღვარი ჯანმრთელობის სა1ო პარაკლისს
იწყებდა, რომელიც 6მდე უნდა გაგრძელებულიყო და ანანოს გულისხმიერებით, ტამარი და გიორგიც
უნდა მოხსენიებულიყო.
ალბათ, პარაკლისი უკვე მიმდინარეობს.
დანარჩენზე ადგილზე ვისაუბროთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by legenda » 13 ნოე 2008, 18:32

გაიხარეთ ხალხო, ღმერთმა შეგიწიროთ.

მე, მე ისევ სამსახურში ვარ :oops:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 ნოე 2008, 22:16

დღეს ნამცეცა, ნაია, თამუსია და მე ვიყავით რესპუბლიკურში.
40 წთ მაინც ვიყავი შატილიონკასთან პალატაში.
კარავულ ამბებს ვიხსენებდით.
ანანო გოგოებთან მისაღებში გავიდა სალაპარაკოდ და ვერ ვნახე.

თამუნას დედა ძნ გულგატეხილი მეჩვენა. მაინც მგონია, რომ
მიზეზი გამამხნევებელი, დამაშვიდებელი სიტყვების ნაკლებობაა.
ასეთ დროს, ადამიანს რწმენა, იმედი ემატება.
ეს კიდევ ადამიანის გადარჩენას ნიშნავს.
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 14 ნოე 2008, 00:41, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 ნოე 2008, 22:22

შატილიონკას სახელზე გახნილ ანგარიშზე ამას წინათ 1მა ღვთისნიერმა კარაველმა 20 ლარი შეიტანა.
მოგეხსენებათ, ანგარიში ჩემს სახელზეა გახსნილი, პლასტიკური ბარათი კი ავადმყოფის დედას აქვს.
თანხის შეტანაზე ცნობა მობილურზე მოდის. თუმცა, შემომტანი მაინც ანონიმურად რჩება.
ამის მიუხედავად, მაინც ვიცი, თანხა ვინ შეიტანა, მაგრამ, სჯობს, ეს პიროვნებაც ანონიმურად დავტოვოთ.
მანვე გიო-გიორგის ანგარიშზე ასევე 20 ლარი შეიტანა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Naia » 14 ნოე 2008, 00:25

ჩვენი შატილიონკას მდგომარეობა მაინცდამაინც კარგი არ არის, მაგრამ მჯერა, რომ ეს მორიგი კრიზისიც ჩაივლის. თამუნას ახლობლებს კი გამხნევება მართლაც სჭირდებათ. ჩვენი უფრო ხშირი მისვლით იმედს შევმატებთ და ვაგრძნობინებთ რომ მარტო არ არიან

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 14 ნოე 2008, 00:31

GAMARJOBA SAKARTVELO
სამწუხაროდ დღეს ვერ შევძელი მოსვლა. არადა, როგორ მინდოდა მანდ ვყოფილიყავი :( .

მეც ვხვდები მაგ ღვთისნიერი კარველის ვინაობას. უფალი შეეწევა.
Image

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by NINUCA » 14 ნოე 2008, 11:33

:cry: :cry: რამდენი ხანია კარავზე არ ვკოფილვარ და რა ცუდი ამბავი დამხვდა.... ძალიან სამწუხაროა შატილის მდგომარეობა, მაგრამ მაინც არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი, ჩვენ ჩვენსას უნდა ვეცადოთ და როგორც შევძლებთ ისე დავეხმაროთ. ბოლო ხნის განმავლობაში მიზეზთა გამო ფსალმუნების კითხვას ვერ ვახერხებ და ძალიან მცხვენია :oops: . ასე მგონია რომ ჩემი წვლილიც არის თამუნას მდგმარეობის დამძიმებაში. თავს დამნაშავედ ვგრძნობ მართლა. იქნებ იმის ბრალიც არის რომ რწმენა დავკარგეთ, იქნებ იმიტომ რომ სათანადოდ ვერ ვკითხულობდით ლოცვებს, იქნებ, იქნებ.... აღარ ვიცი რააააა :cry:

ერთი მინდა ვთქვა რომ რწმენა არ უნდა დავკარგოთ, აუცილებლად, აუცილებლად გადარჩება შატილიკო, ამის უნდა ვიწამოთ ყველამ ერთად თან ძალიან უნდა გვჯეროდეს ამის და აუცილებლად გადარჩება, უფალი არ გაწირავს, ამდენი ხანი იბრძოლა და კვლავაც შეძლებს ბრძოლას!

უფალო შეეწიე და გააძლიერე თამარი, ამინ!

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Tamusia » 15 ნოე 2008, 12:54

გუშინ ვიყავი თამუნასთან პალატაში, მდგომარეობა მართლაც მძიმეა.

გავიცნი დედამისი. ყველას ვუსურვებ, ასეთი დედა ჰყავდეს. რაღაცეები მკითხა ფსალმუნის კითხვასთან დაკავშირებით და როცა ჩვენს მიერ ფსალმუნის კითხვის, ასე ვთქვათ, რეჟიმი გავაცანი, მითხრა, მე კი ვკითხულობ მეთვითონ, მაგრამ თქვენს ჯგუფში ხომ არ ჩამრთავთო? რა თქმა უნდა, კი-მეთქი ვუთხარი. ხოდა, თუ ვინმეს უჭირს კითხვა, ან რამე სხვა მიზეზის გამო, იქნებ, ფსალმუნის მკითხველთა ჯგუფში, რომელიმე თამუნას დედით ჩავანაცვლოთ. როგორც მგონია, ეს ამ ქალბატონში გამოიწვევს მისი შვილის მეგობრებთან ყოველდღიური ერთობის განცდას, რაც სხადია, მისთვის ერთგვარი ნუგეში იქნება.

თუ მეთანხმებით, ასე მოვიქცეთ. ოღონდ ჯერ გადაწყვეტილება მივიღოთ, შემდეგ მივალ და შევთავაზებ.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ნოე 2008, 20:15

Tamusia
არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.
ვფიქრობ, რომ შატილიონკას დედას შვილის მეგობრების მხარდაჭერა-გამხნევება დიდ შვებას ჰგვრის.
მიხარია, რომ საავადმყოფოში დედ-შვილი მოინახულე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Tamusia » 15 ნოე 2008, 20:20

მე არ შევთავაზე, ჩემს მაგივრად წაიკითხეთ-თქო, რადგან მე თავისუფლად ვკითხულობ და იქნებ ვინმეს უჭირს, ან არ სცალია?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by lama » 17 ნოე 2008, 00:10

:cry: :cry: :cry: :cry:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]