ხშირად მახსენდები და ვცდილობ ლამაზი და ტკბილი მოგონებით გაგიხსენო, ისეთი როგორიც ავტოკატასტროფამდე იყავი, ამიტომ არ მიყვარს რესპუბლიკური საავადმყოფო, იქ ჩავლისას ყოველთვის ოთხშაბათობები მახსენდება

, ანანო ექიმის (ანი მაშინ ჩვენთვის თამუნას ექიმი იყო) გამოსვლას რომ ველოდებოდით იმედიანი თვალებით. ასევე არ მიყვარს ლისის ტბა, იქ მე შენ უკანასკნელად გნახე

.ჰოდა დღეს ლისის ტბაზე რომ კარვულ შეხვედრაზე ავედით, იქ რომ არ გამხსენებოდი, როგორ იქნებოდა

. ამდენი ხანია ამ თემის ამოტივტივება მინდა, მაგრამ რაღაც მბოჭავდა, ალბათ იმ 7თვიანი ტკივილის გახსენება არ მინდოდა არც ჩემი თავისთვის და არც სხვა მეგობრებისთვის. მაგრამ დღეს აქ რომ არ დამეწერა , ვერ მოვისვენებდი.
ძალიან მიყვარს ეს ფოტო. მობილურში მეწერა და სხვა ფოტოებთან ერთად წამეშალა, მეგონა დავკარგე. ძალიან გამიხარდა ახლა აქ რომ ვნახე. მახსოვს, როგორ გეჩხუბებოდი ხოლმე, ტუჩებში ნუ გიყვარს კოცნათქო
მომენატრე, თამო
Mta Mkvarebia wrote: