სახალისო ექსპრომტ-ისტორია ფოტოზე

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სახალისო ექსპრომტ-ისტორია ფოტოზე

Post by Mta Mkvarebia » 12 იან 2009, 17:33

დიალოგი არწივის ხეობის კლდეებზე კოტრიალისას:

მინუსი: "წინ რომ "ლასტოჩკა" მიდის ხედავ? ერთი ასე უნდა უჯიკო ხელი და ჩაკოტრიალდება თავისით"

Image

დონი: "ჰმ, ისე კარგი აზრია, თითქოს პოდიუმზე მიინაზება, ჩვენ ჩაგვაყენა აქ რიგში"

ნატალიკო: "ჰმმმმ, ამათ რა იციან, მთაშენკას რომ მივებარე მოწაფედ და აზრებს რომ ვკითხულობ და ფოთლების შრიალიც მესმის :wink: "

Image

ნატალიკო: "რაო, რაო, რას ამბობდით"? (სანამ თავს მიატრიალებს)

მინუსი: "კაკოე ნებო გოლუბოეეეეეეეე" :roll:

Image
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სახალისო ექსპრომტ-ისტორია ფოტოზე

Post by ARCHILI » 10 მარ 2009, 11:40

ეს ფოტო, შეიძლება ითქვას, სახალისო ექსპრომტ-ისტორია კიარა ერთი დიდი დრამაა...

იყო და არა იყო რა...

იყო ერთი ლამაზი ყვავილი, მეგობრები მას იმერხეველს ეძახდნენ...

იზრდებოდა ეს ყვავილი, იშლებოდა და გარშემო მყოფთ სიხარულსა და სიამოვნებას ანიჭებდა...

იქვე, ახლოს ერთი გამრჯე და შრომისმოყვარე ფუტკარიც ცხოვრობდა, მეგობრები მას მონადირეს ეძახდნენ...

დღედაღამე შრომეში იყო, თუ რამე შეეძლო მეგობრებისათვის გაეკეთებინა, არასდროს დაზარდებოდა, საკუთარ საქმეებს გვერდით გადადებდა და სხვისას აკეთებდა, დაუყვედრებლად და მადლობის მოთხოვნის გარეშე, ალალად და კაცურად...

ყველაფერი კარგად იყო... მზე მზეობდა, მთვარე მთვარეობდა, წვიმა წვიმობდა, ფუტკარი ფუტკრობდა, ყვავილი ყვავილობდა... მიიფრენდა ხოლმე ფუტკარი ყვავილთან, მიესალმებოდა, მოიკითხავდა და უღიმოდნენ ერთმანეთს და გარემოს...

მაგრამ...

ეს წუთისოფელი ვინმეს გაახარებს დიდხანს?..

ბოოოროტმა ჯადოქარმა ლოოლამ ვერ მოითმინა ასეთი სიხარულისა და სიყვარულის ერთიანობა და ბოროტი ობობა მიახატა წუთისოფელს... ობობას არჩილს ეძახდნენ...

იქვე ჩასაფრებული სასურველ შემთხვევას უცდიდა.

ერთ საღამოს, ჩვეულებრივი საღამო რომ იდგა, გარეთ რომ წვიმდა, სადგურში რომ მატარებელს ელოდნენ და ფუტკარიც და ყვავილიც სადგურის დარბაზს ახარებდნენ თავისი ყოფნით, ბოროტმა ობობამ შეამჩნია ისინი, ისარგებლა დახურული სივრცით და ის იყო, ფუტკარი ყვავილისაკენ მიფრინავდა მისასალმებლად, რომ... მათკენ გაიწია... შეშინებულმა ყვავილმა ფუტკარს მიაშურა, დამიცავიო, ფუტკარმა კი ერთი ამოისუნთქა, სიკვდილს (ობობას) თვალებში ჩახედა, ამოიცნო მასში (ობობაში) ნოქალაქევის გოგირდის წყლების ბეტმენი, საშიშად რომ დაფრინავდა ტეხურის სანაპიროზე, შეხედა ობობადქცეულს, პირდაღებული რომ მოფრინავდა იმერხეველი ყვავილისაკენ... და...

Image

(ეს სერია აქ წყდება)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]