დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia


anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by anano » 09 აპრ 2010, 21:41

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ვფიქრობ, რომ კარაველთა მეშვეობით საქველაქცია იგრიკას ბოლოს გაგვეკეთებინა
ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, როცა არ უნდა გაკეთდეს, ნებისმიერ დროს წაადგება გიორგის....მისი დავაადების მკურნალობა არ არის მოკლევადიანი, შესაბამისად თანხებს მუდმივად საჭიროებს...

გარდა ამისა დიდი მადლობა მიდნა გითხრათ შენ და ნაიას გაწეული დახმარებისათვის...

დღეს გიორგის მამამ დამირეკა,, ისევ ჰქონდა ტკივილი და საავადმყოფოში დაჰყო მთელი დღე, მაგრამ სახლში მიდის ისევ...ვნახოთ , შესაძლებელია კვირას დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარონ...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by anano » 16 აპრ 2010, 00:43

კარგი ამბავი მააქვს:)

დღეს გიორგი თბილისში გამოემგზავრა....

დიდი იმედი მაქვს, მართლაც მალე ვიხილავთ კარავზე:)

გოგა, ნაია, თქვენ და თქვენს მეგობრებს მადლობა შემოგითვალათ მანაც და მამამისმაც, დიდი მადლობაო!!!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by MIRANDA » 16 აპრ 2010, 00:49

anano
სასიხარულო ამბავია!!!

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by anano » 29 ივნ 2010, 18:29

დღეს დილით გიორგი გარდაიცვალა.....

:cry:

უბრალოდ მინდა გთხოვოთ, ვინც ყოველდღიურად ფსალმუნებს და ლოცვებს კითხულობთ, მოიხსენიეთ ახლადშესვენებული გიორგი....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by Katy » 30 ივნ 2010, 15:26

დღეს დილით გიორგი გარდაიცვალა.....
:( :( :(

ახლა ვნახე თემა, სულ დადებითი ინფორმაციები იყო, გამიხარდა.. ბოლო პოსტი კი... :( თან, სურათიც რომ ვნახე პირველ ბმულზე... :(

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by ლეონტი » 30 ივნ 2010, 16:08

ღმერთმა გაანათლოს.
რა ხდება რას ამბობენ ექიმები, რა მოხდაო?
გარანტიები არსებობს თუ არა როცა ამხელა თანხებს იღებ?
თუ დაუცველი ქვეყნის შვილებზეა ლაპარაკი?
რომლებთანაც შეიძლება ესე მოიქცე?
ანანო იქნებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდო თუ გაქვს.

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by anano » 30 ივნ 2010, 21:54

ლეონტი wrote:ღმერთმა გაანათლოს.
რა ხდება რას ამბობენ ექიმები, რა მოხდაო?
გარანტიები არსებობს თუ არა როცა ამხელა თანხებს იღებ?
თუ დაუცველი ქვეყნის შვილებზეა ლაპარაკი?
რომლებთანაც შეიძლება ესე მოიქცე?
ანანო იქნებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდო თუ გაქვს.
ლეონტი, რა ვიცი აბა რაღა ინფორმაცია მოგაწოდოთ...

ყველაფერი ჩვენს ბედკრულ საქართველოში იწყება...:( და იქვე მთავრდება.იმით რომ ამ დარგს, ონკოლოგიას, ძალიან უჭირს. როგორც სპეციალისტების მხრივ ასევე ფინანსურად და ტექნიკურად,ბავშვთა ჰემატო-ონკოლოგიას კიდევ რა უჭირს, ცხონებულმა პატარკაციშვილმა ბევრი გააკეთა მათთვის და მის მიერ ფეხზე დაყენებული განყოფილება დღესაც წარმატებულად ემსახურება ავადმყოფებს, ფონდი კი აღარ ვიცი არსებობს თუ არა... რაც შეეხება მოზრდილებს, ფაქტიურად კატასტროფა ხდება... უკვე მერამდენე შემთხვევაა, მათ შორის გიორგის, რომ არასწორად მკურნალობდნენ... სანამ არ დამძიმდა და მამამისს არ უთხრეს წაიყვანეთ სახლში, იქ დალიოს სულიო... მას მერე წლიწადზე მეტი იცოცხლა, ებრაელი ექიმების დახმარებით. თვითონაც სულ ხუმრობდა ამ თემაზე:( გარანტიას რა თქმა უნდა ვერავინ მისცემს ასეთი მძიმე შემთხვევის დროს...თანხა სერიოზული პრობლემაა ყველა ასეთი ავადმყოფის შემტხვევაში, მაგრამ ჩვენმა სახელმწიფომ რომ იზრუნოს ამ დარგის ფეხზე დაყენებაზე, ალბათ არც ამდენ ადამიანს დაუგვიანდებოდა მკურნალობა, არც ასეთი კატასტროფული თანხები დაჯდებოდა...ებრაელმა ექიმებმა ბევრი რამ გაუკეთეს გიორგის.. მრავალი შეღავათი, რომელსაც აქ როგორც წესი არ აკეთებენ... სრულ რემისიაში იყო და ასე ერთ კვირაში, რა მოხდა ვერ გავიგე:( აპრილში თბილისში დაბრუნდა, მწერდა ძალიან კარგად ვარო, დარდობდა რომ უსამსახუროდ იყო.. მხოლოდ ეს აწუხებდა, გუშინწინ ღამით ველაპარაკე და მითხრა ყველაფერი დამთავრდაო.... გუშინ დილით მამამისს უბრალოდ ამბის დასაზუსტებლად და უკეთ გასარკვევად დავურეკე და....საშინელი ამბავი შემატყობინა:(
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by chuna » 30 ივნ 2010, 22:40

ვაიმე, როგორ შემეცოდა!!! რა დაემართა, გამოჯანმრთელებულს?!

Image


რა კარგი ბიჭი...განვიცდი ძალიან.....როგორ მეგონა, რომ შედეგი გამოიღო მკურნალობამ და ოპერაციამ!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by lama » 30 ივნ 2010, 22:45

anano wrote:დღეს დილით გიორგი გარდაიცვალა.....
:cry: :cry: :cry: :cry: :cry:

უფალმა განუსვენოს

ძალიან დიდი ტრაგედიაა :( :cry: :cry: :cry: :cry:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by anano » 30 ივნ 2010, 22:56

მე მკითხე ჭუნა:((

შოკში ვარ, მეორე დრეა, ღამით ველაპარაკე და დილით გარდაცვლილა:((

ვნანობ, რომ დავტუქსე, რატომ ჩამოყარე ხელები, რას ქვია დამთავრდა ყველაფერიმეთქი:(

არ მჯერა და ძალიან განვიცდი, ამხელა ბრძოლა ასე რომ დასრულდა და ვერც ჩავუსწარი:(
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by guruli » 30 ივნ 2010, 23:04

anano
უბრალოდ მინდა გთხოვოთ, ვინც ყოველდღიურად ფსალმუნებს და ლოცვებს კითხულობთ, მოიხსენიეთ ახლადშესვენებული გიორგი....
აუცილებლად. მე უკვე მოვიხსენიე დღეს.
უფალმა გაანათლოს.


User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by Naia » 30 ივნ 2010, 23:32

არც კი ვიცი რა ვთქვა... ძალიან მეტკინა...

გიორგი წელს გაზაფხულზე ისრაელში ყოფნის დროს გავიცანი. ანანო და მე აღდგომა დღეს ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ საავადმყოფოში წავედით გიორგის მოსანახულებლად. პირველი წუთებიდან ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ამ ადამიანს დიდი ხანია ვიცნობდი. დიდი სითბო მოდიოდა მისგან. ძალიან ახლოს მივიტანე გულთან გიორგის ავადმყოფობა. ანანოს ბოლო წერილის შემდეგ კი იმედიანად ვიყავი, ვიფიქრე უკვე უკან მოიტოვა ყველაზე რთული წუთები და ახლა ნელ-ნელა მომჯობინდება-თქო.

წარმომიდგენია რა დღეში იქნება ახლა მისი ოჯახი... ღმერთმა ნათელში ამყოფოს გიორგის სული :( :( :(

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
დავეხმაროთ გიორგის დაძლიოს ლეიკემია!!!

Post by anano » 01 ივლ 2010, 00:07

guruli wrote:anano
უბრალოდ მინდა გთხოვოთ, ვინც ყოველდღიურად ფსალმუნებს და ლოცვებს კითხულობთ, მოიხსენიეთ ახლადშესვენებული გიორგი....
აუცილებლად. მე უკვე მოვიხსენიე დღეს.
უფალმა გაანათლოს.
დიდი მადლობა :*
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]