ჩემს თავსაც წარგიდგენთ. არ მიყვარს ანონიმურობა.
კახა ხიმშიაშვილი, 44 წლის. ცოლშვილიანი, მეუღლე ელისო, ხელოვნებათმცოდნე (ამჟამად დაწყებითი კლასების სკოლის მასწავლებელი), ლუკა 10 წლის და თინათინი 7 წლის.
განათლებით არქიტექტორ-რესტავრატორი, თუმცა სტუდენტობიდან მოყოლებული ვმუშაობდი არქიტექტურის ისტორიის საკითხებზე, უფრო სწორად წინარე-ქრისტიანული ხანის საქართველოს არქიტექტურის ისტორიაში, რაც არქეოლოგიას პირდაპირ უკავშირდება.
გაგიკვირდებათ და ლაშქორბებში დავდიოდი სტუდენტობის დროს. მერე, როცა მუშაობა დავიწყე ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში და იმავდროულად ვმუშაოდი ხოლმე საქართველოს მუზეუმისა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციებში ლაშქრობებში ვეღარ თუ აღარ დავდიოდი. უფრო სწორედ, უამრავ ძეგლზე მიხდებოდა მისვლა, მაგრამ ეს ლაშქრობები არ იყო, უმეტესად ეს საქმესთან იყო დაკავშირებული, ანუ სწრაფად უნდა მიხვიდე, გააკეთო შენი საქმე და წამოხვიდე. ასე რომ ბევრ ძეგლზე ვარ ნამყოფი (თუმცა კიდევ უფრო მეტზე არ ვყოფილვარ). გარდა ამისა, იმ პერიოდში სამი-ოთხი თვეს არქეოლოგიურ ექპედიციებში ვატარებდი, პარქტიკულად შაბათ კვირასაც კი ვმუშაობდით, უნდა მოგვესწრო სეზონის დროს მაქსიმალურად ბევრი. აბა რა ლაშქრობებზეა საუბარი.
ბოლო ათიოდე წელია ვმუშაობ იქ სადაც მიხდიან იმდენს, რომ ცოლ-შვილი ვარჩინო. ამჟამად ვმუშაობ შვედურ ორგანიზაციაში Swedish International Development Agency (Sida), სადაც ვკურირებ შვედების მიერ დაფინანსებულ ზოგიერთ პროექტს (აი საიდან ვიცი დონორთა პროექტების შესახებ). უნდა გითხრათ, რომ სამუშაო არც თუ ისე მოსაწყენია, პირიქით საინტერესოც კია, მაგრამ შვედური პროექტები ძალზე შორსაა კულტურული მემიკვიდრეობისა დაცვისა და შესწავლისაგან.
მიუხედავად ამისა რომ ვციდლობ, რომ ფორმაში ვიყო და არქიტექტურის ისტორიის საკითხებზე წელიწადში ერთი-ორი სტატია დავბეჭდო ან მოხსენება გავაკეთო.
თუ რამ კითხვები გექნებათ ძეგლებთან მიმართებაში მოხარული ვიქნები თუ გიპასუხებთ (რა თქმა უნდა თუ შევძელი).
ხოდა, რომ დავასრულო, ახლა როცა შვედებთან ვმუშაობ და ჩემი ძირითადი პროფესია გახდა დასავლური კლასიფიკაციით ჰობი, რატომ არ უნდა გავიდე ხოლმე ლაშქრობებში სულისა და სხეულის გასახალისებლად?
თუ ოდესმე დაგაინტერესებთ ჩემი შემოქმედება შეგიძლიათ ნახოთ
http://www.open.ge/art/treasure/ancient.htm