დღეს მთავარანგელოზობაა

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ნოე 2007, 10:09

დღეს მთავარანგლოზთა დღეა.

გილოცავთ

გვფარავდნენ მთავრანგელოზნი და მისი კეთილი ანგელოზები.

ახლა მოვისმინე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დღეა
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 21 ნოე 2007, 11:39, edited 1 time in total.

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by tiko_r » 21 ნოე 2007, 10:18

GAMARJOBA SAKARTVELO
არ ვიცოდი ... ეხლახანს გავიგე და მეც გილოცავთ ყველას! :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by qvevri » 21 ნოე 2007, 10:23

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:დღეს მთავარანგლოზის დღეა.

გილოცავთ

გვფარავდეს მთავრანგელოზი და მისი კეთილი ანგელოზები.
რომელი მთავარანგელოზის დღეა?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by Mta Mkvarebia » 21 ნოე 2007, 10:29

qvevri wrote: რომელი მთავარანგელოზის დღეა?
კრება წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა. მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by Mta Mkvarebia » 21 ნოე 2007, 10:31

გილოცავთ, ხალხნო! გვფარავდეს მთავარანგელოზთა დასი :D

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by paata_ » 21 ნოე 2007, 10:46

გილოცავთ

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by Naia » 21 ნოე 2007, 10:52

მეც გილოცავთ! უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by qvevri » 21 ნოე 2007, 11:00

შეგეწიოთ.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by lama » 21 ნოე 2007, 11:01

გილოცავთ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by shatilis asuli » 21 ნოე 2007, 11:14

გეწეოდეთ და გწყალობდეთ საყვარლებო და სანატრელებო :D :D :D

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by namcecuna » 21 ნოე 2007, 12:10

გილოცავთ, ღმერთმა მრავალს დაგასწეროთ !!!

და თუ შეიძლება ამასაც დავდებ:

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

წმიდაო მთავარანგელოზო მიქაელ, დაგვიცევ და დაგვიფარე ჩვენ

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! დღეს დიდი დღესასწაულია - კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და ყოველთა ზეციურთა ძალთა. ეს დღე დღესასწაულია აგრეთვე ჩვენი მფარველი ანგელოზებისა, რომელიც ღვთისაგან ნათლობისას გვეძლევა და ამიტომ განსაკუთრებულია ყოველი ჩვენგანისათვის. ბიბლიის დასაწყისში ვკითხულობთ: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი. წმიდა მამების განმარტებით, როცა მოსე წინასწარმეტყველი ცისა და ქვეყნის შექმნის შესახებ ლაპარაკობს, „ცაში“ ზეციურნი ძალნი იგულისხმებიან; ე.ი. სანამ მატერიალური სამყარო, დედამიწა და სხვა პლანეტები შეიქმნებოდა, უფალმა ზეციური, სულიერი სამყარო შექმნა. იერარქიული განსხვავება ზეციურ ძალთა შორისაც არსებობს, კერძოდ, როგორც ვიცით, არსებობს ცხრა დასი წმიდათა ანგელოზთა, რომელთაც მთავარანგელოზი მიქაელი მეთაურობს. მთავარანგელოზ მიქაელს მიეცა ღვთისაგან განსაკუთრებული ძალა ბოროტი სულის - ეშმაკის დათრგუნვისა.

არა მარტო სამყარო, არამედ ყოველი ადამიანის გულიც ასპარეზია განსაკუთრებული ბრძოლისა სიკეთესა და ბოროტებას შორის, რის შედეგადაც ადამიანი თითქოს ორადაა გაყოფილი; ერთი შინაგანი ხმა რომ სიკეთის ქმნისაკენ მოუწოდებს, მეორე მას სრულიად საპირისპიროს შეაგონებს, ჩვენი მოვალეობა ისაა, რომ ამ ბრძოლაში სიკეთეს გავამარჯვებინოთ, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სულიერი სამყაროს განწმენდას შევძლებთ. სწორედ ამ სულიერ განწმენდაში ეხმარებიან ადამიანებს ზეციურნი ძალნი.

დღეს განსაკუთრებით უნდა შევსთხოვოთ ზეციურ ძალებსა და წმიდა მთავარანგელოზ მიქაელს, რომ ღმერთმა მათი ლოცვით ხილული და უხილავი მტრებისაგან განათავისუფლოს და იხსნას არა მხოლოდ ყოველი ჩვენგანი, არამედ სრულიად საქართველო. ჩვენ უნდა შევსთხოვოთ დღეს მთავარანგელოზ გაბრიელს, რომელიც მახარებელია, სიხარული და მშვიდობა მოუტანოს საქართველოს და ის სიყვარული დაგვიბრუნოს, რომელიც ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ. ჩვენ უნდა შევთხოვოთ მთავარანგელოზ რაფაელს აწ და მარადის თანამგზავრი იყოს საქართველოსი და ყოველი ადამიანისა. ჩვენ უნდა ვთხოვოთ ჩვენს მფარველ ანგელოზებს, მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა და ცოდვებისა, არ გაგვშორდნენ და ამ რთულ ცხოვრებაში გვიწინამძღვრონ.

უფალი იესო ქრისტე მოგვიწოდებს ჩვენ, რომ ისევე სრულყოფილნი ვიყოთ, როგორც მამა ჩვენი ზეციური სრულყოფილ არს. ეს პროცესი სრულყოფისა დაუსრულებელია. ადამიანი, რომელიც სულიერ კიბეზე ასვლას დედამიწაზე იწყებს, ამ სვლას იმ ქვეყანაშიც აგრძელებს, ასევე ადამიანი, რომელიც აქ ეცემა, იმ ქვეყნადაც ეცემა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი აქაური ყოფა გამოცდაა ყოველი ჩვენგანისა და ამ გამოცდის არა მხოლოდ ატანა, არამედ ჩაბარებაც გვევალება. ჩვენს გართულებულ ცხოვრებაში წამოჭრილმა პრობლემებმა არ უნდა შეგვაშინოს, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს მდგომარეობა, რომელსაც გამოსავალი არ ჰქონდეს. ამიტომ არავითარი გამართლება არა აქვს იმ ადამიანს, რომელიც სასოწარკვეთილებას ეძლევა და ყველაზე მძიმე ცოდვას - თვითმკვლელობას სჩადის. ამ შემთხვევაში იგი სულს თავისი ნებით აძლევს ეშმაკს და მას ვერავითარი ლოცვა ვეღარ იხსნის, მით უმეტეს, რომ მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.

ამცხოვრებისეულ მძიმე განსაცდელთა დაძლევაში, სულიერ განწმენდასა და ფერისცვალებაში გვეხმარებიან ჩვენ სწორედ მთავარანგელოზი მიქაელი და ზეციურნი ძალნი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოროტებასთან ბრძოლის განსაკუთრებული ძალა მთავარახგელოზ მიქაელს აქვს. ალექსანდრიის ერთ-ერთი პატრიარქი გვირჩევს, რომ თუ გვსურს ბოროტი ძალებისაგან დაცულნი ვიყოთ, ჩვენი სახლის ოთხივე კუთხეში უნდა მოვათავსოთ წარწერა წმიდაო მთავარანგელოზო მიქაელ, დამიცევ და დამიფარე მე, დაიცევ და დაიფარე ჩვენი ოჯახი. იმ არეულობის მიზეზი, რომელსაც ჩვენ დღეს საზოგადოებასა და ოჯახებში ვხედავთ, ბოროტი ძალების სიმძლავრეა, ძალიან ხშირად ადამიანები თვითონ იხმობენ ამ ბოროტ ძალებს საზოგადოებაზე ამაო გამარჯვების მოსაპოვებლად. თავიანთი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად ისინი შავ მაგიას იყენებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ უკვე მიჰყიდეს სული ეშმაკს. ვინც ამ დამღუპველ გზას აირჩევს, მან ჯერ ყველაზე დიდი სიწმინდე უნდა შეურაცხყოს, რის შედეგადაც ეშმაკი ძალას აძლევს, მაგრამ ეს ძალა არა მხოლოდ დამანგრეველია, არამედ ამაოცაა, როგორც კი მას ღვთის ჭეშმარიტი რწმენა დაუპირისპირდება. ამიტომაც გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე და აუცილებლად გვჭირდება შემწეობა ზეციური ძალებისა - მთავარანგელოზ მიქაელისა და ჩვენთა მფარველთა ანგელოზთა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. წმიდა მთავარანგელოზი მიქაელი და ყოველნი ზეციურნი ძალნი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს ხილულსა და უხილავ მტრებთან ბრძოლაში, ამინ.

21 ნოემბერი, 1993 წ.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by tama » 21 ნოე 2007, 23:57

გილოცავთ ყველას . ღმერთი გფარავდეთ.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by Kavtaradze » 22 ნოე 2007, 00:08

უფალი თქვენთან ხალხო
მთავარანგელზო მიქაელ , ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შეწყალებად სულთა ჩვენთათა
მიყვარხართ ყველანი !!!

თქვენი ქავთარაძე

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დღეს მთავარანგელოზობაა

Post by Archil » 28 ნოე 2007, 00:14

tiko_r wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
არ ვიცოდი ... ეხლახანს გავიგე და მეც გილოცავთ ყველას! :)
მეც ეხლახანს გავიგე და მეც გილოცათ ყველას ! :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]