მივულოცოთ ამ ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტს ეს დიდი ჯილდო და შემდგომი შემოქმედებითი წარმატება ვუსურვოთ

კატო, გილოცავ, სიხარულო, ძალიან გვიხარიხარ, გვიყვარხარ და გვეამაყები:**
ესეც თეკლე ბატონიშვილი.
ამ ფოტოზე თეკლე თავისი დიდი სეხნიის სახელოვანი მამის, ერეკლე მეორის ტახტზეა დაბრძანებული, ასეთი პატივი მას ერეკლეს მუზეუმში გამართულ მის პერსონალურ ლიტერატურულ საღამოზე ხვდა წილად


აი ამონარიდი ერთერთი ლიტერატურუილი ფორუმიდან:
"10 ოქტომერს, ასპინძის რაიონ დაბა რუსთავში,იქ სადაც აღმართულია შოთა რუსთაველის ძეგლი და სადაც მრავალი წლის წინ ეწყობოდა სახალხო დღესასწაული "შოთაობა", შეიკრიბა უამრავი ხალხი ერთი უბრალო მიზეზის გამო : მეორე წელია ანუ შარშან და აი, უკვე წელსაც, გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" არაჩვეულებრივი რედაქტორის, კარგი ქართველიც ავთანდილ ბერიძის ინიციატივიტით და ქალბატონ სანდრა რულოვსის პატრონაჟით აღდგა "შოთაობა". ზეიმის ერთ-ერთი ძალზედ საინტერესო მხარე გახლდათ პოეზიის კონკურსის მოწყობა და გამარჯვებულების დაჯილდოება.პოეზიის კონკურსს ჰყავდა ჟიური, რომელმაც ასამდე პოეტში გამოავლინა რამდენიმე ლიდერი წარდგენილი 5 ლექსის მიხედვით . ყველა მონაწილის ლექსები, ვინც კი ვინც გადალახა 13-ქულიანი ზღვარი, ავტომატურად გადაეცა ქალბატონ სანდრას, რომელსაც დაწესებული აქვს თავისი ფულადი პრემია. პრემიები ასე გადანაწილდა :ლიტერატურულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი 19 ქულა არგუნა მარიამ წიკლაურის ლექსებს დანარჩენ ადგილებს გაიყოფდნენ ქეთევან დოლიძე, თაკო ლომიძე, გიო საჯაია და კატო ჯავახიშვილი.პირველი ადგილი ქეთი დოლიძეს, მეორე ადგილი კატო ჯავახიშვილს, მესამე პრემია გადაეცათ გიო საჯაიასა და თამარ ლომიძეს.მარიამ წიკლაურმა თავის ლექსით "ოქროს თევზი" დაიმსახურა სანდრა ელისაბედ რულოვსის სახელობის პრემია...