ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by arcivi9 » 16 ივნ 2010, 13:20

gigi-tbeli wrote:
arcivi9 wrote:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???
ფერმა კი არა და ჩემი სახლის ეზოში მცენარეებს ვთესავ ხოლმე, მაგარი საქმეა :)


ეგეც მაგარი საქმიანობაა, რა ჯობია ეზოში რო გახვალ და შენი დარგული ყვავილების სურნელს რო შეიგრძნობ :):):) უფუფუფ
ყვავილები არაა, ხორბალი და მზესუმზირა დავთესე :)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by Makena » 24 ივნ 2010, 10:08

ფერმის აშენება სერიოზული ამბავია, რთულია მაგრამ შეძლებადი.
თუ ააშენებ ბარემ დახურული ციკლის მქონე, ეკოლოგიური ფერმა უნდა ააშენო.
სასურველია მეურნეობასთან ახლოს ტყე, მდინარე და საძოვარი იყოს.
სახნავი ფართი ასე 20-30 ჰექტარი მაინც, კარგი ტრაქტორი + სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, სათესლე მასალა.... მოკლედ ინვესტიციაა საჭირო და საკმაოდ დიდი.
ფული უნდა გქონდეს და თანაც გარისკვაც გიყვარდეს რადგან სოფლის მეურნეობა რისკიანი საქმეა :wink:

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by navigator » 24 ივნ 2010, 10:59

Image
აცხა ღორებო Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by ნინი_85 » 24 ივნ 2010, 11:15

navigator

კახააა :lol: :lol: :lol:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by Ninukala » 24 ივნ 2010, 11:22

navigator
:lol: :lol: :lol:

მაგარ!!!!!!!!!!!
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by ლეონტი » 24 ივნ 2010, 12:15

Makena
გაცილებით მცირე მასშტაბების მაგრამ კარგ შემოსავლიანი ბიო ფერმის გამართვაც შეიძლება, ისე რომ დიდ მაყუთში არ გადავარდე.
მერე კი გაფართოება.
მასშტაბურობა და დიდი რისკის გაწევა ცოტა არიყოს მეოცნებეობის სფეროდანაა როცა ამინდებმა მაგრად და სისტემურად აურია.
უცხოელებს ბევრი საიტები აქვთ ოჯახურ საკუთარი ჯაფით და მცირე სესხით გამარტულ ფერმებზე, რომელიც გარკვეულ დროში ისეთ შემოსავალს აძლევს რომ ვალსაც ისტუმრებენ და საშუალო ფენის შესაფერის ცხოვრებასაც უძღვებიან.
და სხვათა შორის ყველა ქალაქიდან გამოსულები არიან , და არა სოფლელები.
ახალი მიდგომა , ახალი ცოდნა, ახალი აზროვნება.
და ყველაფერი ნატურალური.
:!:
:idea:

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by navigator » 24 ივნ 2010, 23:47

ლეონტი
მე ვაპირებ ჩემ აგარაკზე მწვანილი და პამიდორი მოვიყვანო :))))) პამიდორი ძაან მიყვარს :))))
ისე კი ჩემ ძმას უნდოდა სათბურის გაკეთება მარა ვერაფრით ვერ გავითვალეთ ხარჯები რომ პატარა ბიზნესგეგმა დაგვეწერა :)
აცხა ღორებო Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by kotetbeli » 25 ივნ 2010, 01:35

5000 კვადრატულზე თუ არის რეალური თუნდაც მინიატურული ფერმის აშენება?.. ან რა უნდა ვაწარმოო?
ხორბლისთვის - ცოტაა;
საქონლისთვის - საძოვრად ცოტაა, მაშინ 2 ძროხა უნდა გყავდეს მხოლოდ;
ქათმებისთვის - ალბათ შეიძლება;
კურდღლებისთვის - ალბათ შეიძლება;

უფრო საქონლსთვის მიჯდება ჭკუაში, ერთი ეგაა, გათვლა უნდა, 5000 კვადრატული მიწის ნაკვეთი რამდენ ძროხას შეინახავს...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by Makena » 26 ივნ 2010, 20:55

ლეონტი
ბიზნესის გასაკეთებლად მცირე ფერმა არ გამოდგება, ოჯახის მოსამარაგებლად და გასართობად 600 კვადრატიც შეიძლება იმყოფინო.

თუ სერიოზული მეურნეობის აშენებას გადაწყვეტს კაცი მან უნდა გაითვალისწინოს რომ 1,5 ჰექტარზე ასეთ მეურნეობას ვერ ააშენებს.

30 ჰექტარი ევროპაში მცირე სიდიდის მეურნეობად ითვლება, ამერიკაში კი 100 ჰექტრიანი მეურნეობაა მცირე, ასეთ მეურნეობებს სუბსიდიებით ეხმარებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი ორგანულ აგროწარმოებაზე გადადიან.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by Makena » 26 ივნ 2010, 21:00

kotetbeli
ინფრასტრუქტურა რა გაქვს? შენობები, სარწყავი სისტემა....
ნაკვეთი სად მდებარეობს, ანუ რა ნიადაგები გაქვს? დიდი ხანია არ მუშავდება? ბოლოს როდის მოხნეს? სარწყავია? რა ითესებოდა ბოლო 3 წლის განმავლობაში?

1 ძროხას 1 ჰექტრამდე საძოვარი სჭირდება.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by kotetbeli » 26 ივნ 2010, 23:00

Makena


* სოფ. ნატახტართან მდებარეობს, ზედ მაგისტრალის პირას;
* არის ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი;
* იქვე მოედინება ბეტონისფილებიანი სარწყავი არხი, რომელიც წეროვანში ჩაედინება;
* ნიადაგი კომუნისტების დროის შემდეგ 2000 წელს დავამუშავეთ და დიდი რაოდენობით ხეხილი დავრგეთ;


გეგმა დაახლოებით ასეთია:

Image
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by Makena » 27 ივნ 2010, 13:01

kotetbeli
რადგან მორწყვის საშუალება გაქვს შეიძლება ბოსტნეულის მოყვანა, ისეთის რომელიც კარგადაც იყიდება და ნაკლებად მალფუჭადია, მაგალითად ხახვი და ნიორი, შენახვას სად აპირებ ეგეც უნდა გატვალო წინასწარ.
ასევე შეიძლება პარკოსნების დათესვა, მაგ: ლობიო, მუხუდო... ადვილი მოსაყვანია, შენახვის პრობლემაც არ გექნება.
ხორბალი კომერციულად მომგებიანი არ არის, თუ დათესავ მცირე რაოდენობით, საკუთარი პურის გამოსაცხობად.
ხეხილი რომელიც ჩაყარეთ რა მდგომარეობაშია?

კურდღელიც და ქათამიც პრობლემურია და არ გირჩევ, მაგ საქმეს თუ ხელი მოკიდე ჩათვალე რომ იქ უნდა დასახლდე, თუმცა თუ მაინც გადაწყვეტ კვალიფიციურ რჩევებს მოგცემ.

ნიადაგს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ დიდი ხანია არ მოხნულა ეს კარგია, თუმცა ნახვის გარეშე ზუსტად რამის თქმა ძნელია. ადრე თუ დაგითესიათ რომელიმე კულტურა, მაგ: ხორბალი ან ლობიო, მოსავალი როგორი იყო?

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by kotetbeli » 27 ივნ 2010, 23:49

Makena
ხეხილი რომელიც ჩაყარეთ რა მდგომარეობაშია?
აბსოლუტურად ყველაფერმა იხარა... ეგ კი არა, ორმო იყო ამოთხრილი ბოძისთვის, შიგნით საიდანღაც მოტანილი პალმა ჩავაგდეთ (ითვლებოდა, რომ პალმა დამჭკნარი იყო), გაიხარა და დავტოვეთ... მხოლოდ გასწორება დასჭირდა, რადგან "დროებით" იყო ჩაგდებული და სისწორეზე არავის უზრუნია :wink:
ხორბალი ან ლობიო, მოსავალი როგორი იყო?
მშვენიერი მოსავალია, ოღონდ ხორბალი არ ვიცი, არ დაგვითესავს. მოკლედ, რაც ამ დროისთვის ხარობს, არის კაკალი, თუთა, ალუბალი, ბალი, ატამი, ვაშლატამა, მსხალი, ჭერამი, ხახვი, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, მწვანილები, პალმა უკვე ვთქვი :wink: , ყურძენი და ა.შ. გადასარევი წყალია და ჰაერი. ერთი ეგ არის, ფერმის პირობაზე მგონი პატარაა, ნორმალურ წარმოებაზე არა მგონია რეალური იყოს ფიქრი, თუმცა, შენ თუ მირჩევ, ნამდვილად დაგიჯერებ :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by Makena » 28 ივნ 2010, 12:59

kotetbeli
შენ იმდენი ხეხილი და ბოსტნეული ჩამოთვალე, კიდევ რაღა უნდა დაამატო ფაქტიურად ყველაფერი გქონია დარგული და დათესილი, სხვას მაგ ნაკვეთს ვერც ვერაფერს მოსთხოვ, ბიზნესის გასაკეთებლად პატარაა :wink:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by kotetbeli » 28 ივნ 2010, 14:20

Makena
ჰო, იქ გავლა-გამოვლა და დასვენება, თან ხილის ჭამა იმდენად სასიამოვნოა, რომ სხვა ვერაფერი საქმიანობა ვერ შეცვლის მგონი :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]