მოკლედ ყველაზე დიდი ბედნიერება, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ მე მხვდა წილად, რადგან ნათიას დაბადების დღე მასთან ერთად გავატარე, თანაც ბორჯომში..
მოკლედ ყველაფერი იმით დაიწყო რომ მე ნათია აპირებდა ბორჯომში წასვლას 2 დღით, მამაოს ნახვას, ზიარებას.. და შემომთავაზა რადგან შვებულებაში ხარ წამოდიო, მოკლედ მეც დავთანხმდი და 18-ში დილით შევხვდით მატარებლის სადგურზე ერთმანეთს ნათია, მე, მაკა, ზურა, ირაკლი...
წავედით მატარებლით, რომელსაც უკომენტაროდ დავტოვებ, რადგან საკმარისი კომენტარები გავაკეთეთ უკვე და მე პირადად უკან იმით აღარ დავბრუნებულვარ

ძალიან ლამაზი 2 დღე გავატარეთ იქ, ვისეირნეთ და დავათვალიერეთ პარკი, დავესწარით ლოცვას და წირვას, ვეზიარეთ..
დაბადების დღე ბორჯომის ცენტრში აი ასე აღვნიშნეთ..















