Page 1 of 1

ტყის უკანონო ჭრა

Posted: 15 ნოე 2006, 10:43
by Kakha
ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ" გამოსცა მოკლე ინსტურქცია "როგორ ვებროძოლოთ ტყის უკანონო ჭრას" და ბორშურა " ტყის უკანონო ჭრასთან ბროძოლისა და მონიტორინგის მეთოდები: სახელმძღვანელო საქარVელოს მოქალაქეებისთვის". ორვე ინტერნეტშია და შეგიძლიათ ნახოთ აქ http://www.greenalt.org/index.php?page= ... ions&hl=ka

ტყის უკანონო ჭრა

Posted: 20 ნოე 2006, 14:55
by lama
Kakha
დიდი მადლობა ძალიან საინტერესო გვარდებია

ტყის უკანონო ჭრა

Posted: 20 ნოე 2009, 10:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტყის არასწორად ჭრამ ჩვენი გარემო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
ბოლო დროს, მგონი, მცირედით შემცირდა ტყის ჩეხვა

ტყის უკანონო ჭრა

Posted: 20 ნოე 2009, 11:55
by baqo
ბორჯომის ხეობაში ისევ ისე იჩეხება, ერთ დროს გაუვალი და უღრანი ტყეები ეხლა საძოვრებს ჰგავს და ეს ყველაფერი გრძელდება, ხალხი არ უფრთხილდება და რა გინდა რო ქნა.

ტყის უკანონო ჭრა

Posted: 20 ნოე 2009, 14:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
baqo
ბორჯომ-ბაკურიანში 1-1 საშინელი მდგომარეობაა.
ბოლო წლებში კატასტროფულად ბევრი ხე მოიჭრა უკანონოდ.
ასე თუ გაგრძელდა, კურორტი ბაკურიანი აღარ იარსებებს

ტყის უკანონო ჭრა

Posted: 16 დეკ 2009, 16:11
by QEBURIUS
ჰაი ჯორჯია

ტყის მჭრელებს ძალიან საშიში და შესაბამისად ვაჟკაცური პროფესია აქვთ... ნუ გამოგყავს ეხლა ეგენი ეშმაკებად. თანაც ოჯახებს გათბობა და შენახვა უნდათ. ცნობისათვის, ყველა ფოტოგრაფი რომ გახდეს, ქვეყანას შიმშილი ამოწყვიტავს

ტყის უკანონო ჭრა

Posted: 25 იან 2010, 15:38
by Truli
QEBURIUS
საშეშე ხეზე აქ არავინ ლაპარაკობს. საშეშე ყრია და ლპება, წამოღება ეზარებათ. საუბარი სამასალეზეა.

ტყის უკანონო ჭრა

Posted: 25 იან 2010, 17:01
by Nephros
სასაცილო იცით რა არის? დღეს გარემოს დაცვის მინისტრი ის პიროვნებაა, რომლის სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორობის პერიოდში ტყე სავალალოდ გაიჩეხა. Truli-ის ვეთანხმები, შეშაზე არაა საუბარი. და ასეც რომ არ იყოს, როცა სახელმწიფო პირობებს არ უქმნის ადამიანს, ის შვილებს ვერ გაყინავს ზამთარში მხოლოდ იმ იდეით, რომ ტყე შემდგომ თაობას შეუნახოს. ბევრს შეიძლება არ მოეწონოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ბევრიც დამეთანხმება, რომ ნორმალურ სახელმწიფოსა და ნორმალურ საზოგადოებაში პატრიარქის კურთხევები არ უნდა იყოს საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებმა გარემოზე იზრუნონ, ანუ მოქალაქეობრივი თვითშეგნება ჰქონდეთ, ბოლოდროინდელ აქციებზე გამახსენდა ეს. სამწუხაროა, რომ ჩვენი "სათაყვანო" ქვეყანა მხოლოდ აქციების ქვეყანაა ყველა თვალსაზრისით.
"მწვანე ალტერნატივას" გავეცნობი სიამოვნებით, ვნახოთ, რას გვთავაზობენ :)

ტყის უკანონო ჭრა

Posted: 25 თებ 2010, 12:41
by arcivi9
ტყის უკანონო ჭრა
მე აი რას ვფიქრობ: როცა სადმე გავალთ და ვხედავთ რომ ტყე ან იჭრება ან უკანონოდ მოჭრილი მორები ძირს ყრია მაშინათვე უნდა შევატყობინოთ იმას ვისაც ამაზე რეაგირება ევალება. თუ GPS გვექნება ზუსტი კოორდინატებიც უნდა ვუთხრათ! გადავუღოთ ამ ბოროტმოქმედებას სურათები და სადაც საჭიროა გავაგზავნოთ!

ტყის უკანონო ჭრა

Posted: 26 თებ 2010, 17:13
by caucasica
ეს ძალიან დიდი და მრავალკმხრივი თემაა....

ვფიქრობ კარველებს ერთი რამ ნამდვილად შეუძლიათ (გამომდინარე იქიდან რომ ხშირად მოგზაურობენ და სურათებსაც ირებენ)
მოდით გადავიღოთ ამა თუ იმ ტყის, ხეობის და აშ. სურათი რამდენიმე ხნის (წელის) შემდეგკიდევ უმჯობესია ერტი და იგივე ადგილიდან და სეზონიც რომ ერთი იყოს, დაგროვდება ფოტომასალა როლითაც ბევრ რამზე შიძლება ვიმსჯელოთ და კარგი საინტერპრეტეაცი თემაც იქნება, ამისთვის შეგვიძლია თემაც გავხსნათ.
P:S:შესაძლებელია მოვიპოვოთ ძველი სურათები და ამ ძველ სურათებს თან დავურთოთ ახალი სურათები ამ ადგილებისა.